არქივი

Pinky Pinky- მონსტრი აფრიკაში

cfd648c39899

პოსტი საინტერესო და არც ისეთი საზიზღარია, როგორიც მთავარ ფოტოზე ჩანს… :evil:

თქვენთვის ეს სახელი შეიძლება არც არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ აფრიკელი ხალხისთვის Pinky Pinky შიშთან, სიძულვილთან, წამებასა და ტანჯვასთან ასოცირდება. ისინი ამბობენ: “ეს არსება უფრო მეტია, ვიდრე მითი. ეს რწმენაა, ის არსებობს და ყოველთვის ელოდება თავის შანსს”.

Pinky Pinky ეს ნახევრად კაცი და ნახევრად ქალია. მისი წარმოშობა სავარაუდოდ მრავალი საუკუნის წინათ თარიღდება. აფრიკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახლა ეს არსება მათი კონტინენტის სხვადასხვა კუთხეებში მოძრაობს. უმეტეს წილად ჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა გოგონები ხშირად მარტონი არიან, მაგალითად სკოლის საპირფარეშოებსა და სოფლის განაპირა ტყეებში.

6af119f54c1b

Pinky Pinky თითქმის არაა ცნობილი აფრიკაში მცხოვრები თეთრი საზოგადოებისთვის, ამიტომ შესაბამისად ამ არსების აფრიკელ გოგონებს უფრო ეშინიათ და სწამთ. ოფიციალურმა პოლიციამ კი გამოძიების ჩატარებაზე უარი თქვა.

ამ არსებას ასე აღწერენ: შუა ხნის, ქალის მანერების მქონე კაცი, რომელსაც აცვია როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ტანსაცმელი. მისი სახე ადამიანისას ჩამოჰგავს, მაგრამ ძალიან მახინჯია. თავის ქალა აჭრელებული და მელოტი, ხოლო თვალები ვარდისფერი აქვს. აფრიკელი გოგონები ამბობენ, რომ ეს არსება კუთხეში იმწყვდევს მსხვერპლს და საკმაოდ მელოდიური ხმით ეკითხება ითამაშებს თუ არა მასთან ან გახდება თუ არა მისი მეგობარი. ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში იგი ცდილობს დაამყაროს სექსუალური კავშირი გოგონასთან. უმეტეს წილად მას აღწერენ, როგორც ძალიან მახინჯ ქალს კაცის სასქესო ორგანოთი.

ოფიციალურად ძალიან ცოტა რამ დაწერილა Pinky Pinky-ის შესახებ. მხოლოდ AFDA-ს (სამხრეთ აფრიკის კინოსკოლა) სტუდენტებმა 2005 წელს დაიწყეს მასზე ფილმის გადაღება, მაგრამ მოახერხეს თუ არა საქმის ბოლომდე მიყვანა ცნობილი არ არის.

de912bc453c5

1 სურათზე: აფრიკელი ალბინოსი ბიჭი, რომელსაც უბრალოდ Pinky Pinky-ს ამსგავსებენ. 2. კეპტაუნი, ადგილი სადაც მოსახლეობის აზრით ეს მონსტრი ყველაზე ხშირად ჩნდება. 3. დაუპატიჟებელი სტუმარის მიერ გადაღებული Pinky Pinky-ს ფოტო.

გაუპატიურებულ გოგონათა რიცხვი აფრიკაში ძალიან დიდია, ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ ფაქტს ისეთი მონსტრის არსებობით ხსნის, როგორიცაა Pinky Pinky. ამონარიდი სტატიიდან:

“ინტერპოლის შესწავლით აფრიკა ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გაუპატიურების შემთხვევები ყველაზე დიდია. ქალზე ძალადობა აქ ყოველ 17 წუთში ერთხელ ხდება. მით უმეტეს, რომ ამ სტატისტიკაში ბავშვების გაუპატიურების შემთხვევათა რიცხვი არ შედის. აქედან 28-30%-ისთვის ეს პირველი პირველი სექსუალური კავშირი იყო მამაკაცთან”

წყარო: ძალადობის შემსწავლელი კომისია. სამხრეთ აფრიკა. 2008 წელი. www.raoe.co.za

ასევე აღსანიშნავია, რომ აფრიკაში არსებობენ ალბინოსი ადამიანები (და არც თუ ისე ცოტა რაოდენობით), რომელთა გარეგნობასაც Pinky Pinky-სას ამსგავსებენ, რაც შიშს კიდევ უფრო უძლიერებთ.

7c3385d347f5

Pinky Pinky შეიძლება არსებობს ან შეიძლება არა, მაგრამ უდაოა ის ფაქტი, რომ აფრიკელ ახალგაზრდა გოგონებს ძალიან ეშინიათ მისი. ყველა გაუპატიურებას თუ სხვა სახის ძალადობას სწორედ ამ არსებას მიაწერენ.

Natia Bregadze | Create Your Badge
100000717141612.1836.1563097902

მსგავსი ამბები

Back to top button