არქივი

ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა

1dac79a4a241

ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60-იან – 70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით. 

პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip’ რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზ, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’.

ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . ჰიპების მთავარი პრინციპი იყო – ახიმსა… ‘არა ძალადობას’ ჰიპები დადიოდნენ გრძელი თმებით, გახეხილი ჯინსებით. უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვევილებს პოლიციელებს და ჯარისკაცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’.

ჰიპების პოპულარობის პიკად შეიძლება ჩაითვალოს კი არადა არის 1967წლის საფხული. რომელსაც შემდგომ ‘სიყვარულის ზაფხული’ უწოდეს. სწორედ მაშინ დაიწერა ლეგენდარული სიმღერები – “San Franisco(be sure to weat Flowers in you hair) – ჰიპების არაოფიციალური ჰიმნი…და ბიტლების – “All we need is love” მოძრაობის მუსიკალური პროექცია გახადა ფსიქოტროფული მუსიკა.

1970 წლიდან ჰიპების პოპულარობა კლებულობს. ასაკის მომატებასთან ერთად ბევრმა ჰიპიმ მიიღო საზოგადოებაში მიღებული ნორმები და მორალი. 70-იანების ახალგაზრდა თაობა კი, უფრო პანკურ მსოფლმხედველობას ანიჭებდა უპირატესობას.

ჰიპებმა ანახეს სამყაროს სულიერი განვითარების ახალი საფეხური, გაამდიდრეს მსოფლიო კულტურა. ამის დასამტკიცებლად საკმარისია იმ მოვლენების ჩამოთვლა, რაც უშუალოდ ჰიპების თანადგომით და მონაწილეობით მოხდა:

1. სექსუალური რევოლუცია ! (ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა XX-ე საუკუნეში)
2. ლმობიერება არატრადიციული სექსის ორიენტაციისადმი.
3. ქალის როლის გაზრდა (არა ნაკლები მოვლენა)
4. რასობრივი დისკრემინაციის განელება
5. მოდაზე გავლენა
6. ‘საღი საკვების’ პოპულარიზაცია და ვეგეტარიანობა.
7. ფაციფიზმი-მოძრაობა ომის წინააღმდეგ.
8. ავტოსტოპი – თავისუფალი მოგზაურობა.
9. ცხოველთა დაცვის მოძრაობა
10. ეკოლოგიური მოძრაობები

მსგავსი ამბები

Back to top button