არქივი

მაკდონალდსის შექმნის ისტორია

cdc8f6d5801f
ორმოციანი წლების ბოლოს დიკ და მაკ მაკდონალდსები ეძებდნენ მათი
პატარა რესტორნის გაუმჯობესების ხერხებს, რომელიც მდებარეობდა სან
ბერნარდინოში (კალიფორნია). იმის მაგივრად რომ უმნიშვნელოდ შეეცვალათ მათი ბიზნესი,
რომლიდანაც ისედაც დიდი შემოსავალი ქონდათ ($200000 წელიწადში), მათ შექმნეს სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც დაფუძნებული
იყო სწრაფ მომსახურებაზე, დაბალ ფასებზე და საკვების დიდ მოცულობაზე.

გადააკეთეს სამზარეულო, სადაც ყველა მოწყობილობა დამზადებული იყო
უჟანგავი ფოლადისაგან, გათვლილი მასიურ წარმოებაზე და სისწრაფეზე. გარდა
ამისა მათ მკვეთრად შეამცირეს ისედაც უკვე კონკურენტუნარიანი  ჰამბურგერის ფასი.
რესტორანის ხელახლა გახსნის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა ბიზნესის
ამუშავებას, მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ მათ აიღეს ომისშემდგომი ამერიკის სული. ჭორები მაკდონალდსის წარმატების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, თუმცა მაკდონალდსებს არ სურდათ პირადად გაეკონტრო -ლებინათ მათი ბიზნესის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით,
ასე რომ რეი კროკი გახდა მათი ექსკლუზიური აგენტი.

1955 წელს რეი კროკმა დაარსა ახალი კომპანია სახეწლწოდებით “მაკდონალდსის სისტემა”,
ამავე წლის 15 აპრილს ილინოისის შტატში რეი კროკმა გახსნა თავისი პირველი “ოქროს თაღი”. აქედან იწყება კროკის მაკდონალდსის ისტორია:

რეი კროკმა შეინარჩუნა ძმების დაცული პრინციპები: ხარისხიანი საკვები,
წარმოების სისტემა, სწრაფი და მეგობრული სერვისი. ეს პრინციპები შეავსო თავისი
მაღალი სტანდარტის სისუფთავით, ხარისხით, სერვისით, კულტურით და ხელმისაწვდომობით.
მანამ სანამ ექსპერტები”ოცდებოდნენ”კომპანიის აშშ-ში
განვითარების სისწრაფით, მაკდონალდსი მორიგ სიურპრიზს ამზადებდა, რაც გამოიხატებოდა
კომპანიის გაფართოებაში აშშ-ს საზღვრებს გარეთ.

პირველი რესტორანი აშშ-ს გარეთ გაიხსნა კანადაში, რომელსაც მოჰყვა
გერმანია, ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ინგლისი, საქართველო და ა.შ
ზოგიერთი რესტორნის გახსნა იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად ჩაითვალა,
რომ მოხვდა სხვადასხვა ქვეყნების გაზეთების პირველ გვერდებზე.
მოსკოვში რესტორანის გახსნის პირველივე დღეს რიგში იდგა 30000 ადამიანზე მეტი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button