ანეკდოტები
* * *
გურული ცოლს ეყრება.
– რა მიზეზით ეყრებით? – ეკითხება მოსამართლე.
– არ ვუყვარვარ და იმიტომ.
– რა იცით, რომ არ უყვარხართ?
– კაი ერთი, მაგას მე რომ ვყვარებოდი, სხვას გაჰყვებოდა.
* * *
– ძვირფასო, მამაჩემი ფულის გაფლანგვისთვის დაიჭირეს, – ეუბნება ქალი საქმროს.
– რას არ კისრულობენ ეს ახვრები, ოღონდ გოგო არ გაათხოვონ! – დაიბოღმა საქმრო.
* * *
– რა მოგივიდათ? – ეკითხება ექიმი პაციენტს.
– ორ ადგილზე მოვიტეხე ხელი.
– შე დალოცვილო, პირველ ადგილზე რომ მოიტეხე, მეორეზე რა ჯანდაბამ წაგიყვანა?
* * *
კახელმა თბილისელი გოგო გაიცნო და ბაღში წაიყვანა. დასხდნენ სკამზე და ჩუმად არიან. ბოლოს გოგომ ვეღარ მოითმინა:
– ამოიღე სიგარეტი და გააბოლე!
– რატომ – გაიკვირვა კახელმა.
– იქნებ ეგ მაინც იცი.
* * *
ინსპექტორი მანქანას აჩერებს შუა ქუჩაში:
– შენ რა, წითელი ფერი არ დაგინახავს? – ეკითხება მძღოლს.
– არა, უფროსო.
– რომ დაგისტვინე, ახლა არ მითხრა, არ გამიგონიაო.
– არ გამიგონია, უფროსო.
– ჯოხს რომ გიქნევდი, არც ის დაგინახავს?
– არა.
– ფუ, ჩემი ბედი რა ვთქვი… ინსპექტორი მქვია ახლა მეე?
* * *
გურული გულწასული დავარდა მეტროს წინ. ბუნებრივია, ხალხი შემოეხვია.
– ჰაერი მიეცით, ჰაერი! – იყვირა ერთმა.
– წყალი… წყალი! – იყვირა მეორემ.
– არაყი ახუხეთ, მოასულიერებს! – თქვა ლოთმა ჯემალამ.
– საავადმყოფოშია წასაყვანი! – იკივლა ვიღაც ქალმა.
– შენ რა გქვია? – გაახილა თვალი გურულმა და ჯემალას მიაშტერდა.
– ჯემალა!
– დოუჯერეთ ჯემალას! – დაიბარა გურულმა და ისევ მინაბა თვალები.
* * *
ბანდიტი ბანკში შევარდა:
– ყველამ ხელები მაღლა!
ყველამ ასწია ხელები.
– თუ შეიძლება, მე ჩამოვუშვებ ხელებს, – ითხოვა აკანკალებულმა ბანკის გამგემ.
– ვითომ რატომ? – ხმა გაიმკაცრა იარაღმომარჯვებულმა ბანდიტმა.
– აბა, ფული ჰაერიდან მოგცე?
* * *
– ახლა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს, ჩვენ ხომ ვართ მეგობრები? – ეკითხება ერთი გურული მეორეს.
– აპა?
– შენ შეგიძლია, ჩემი გულობიზა თავი მეიკლა ჩემ მაგივრად?
– მეიცა… რავა, შენ არ გცალია?
* * *
ქმარი ღამის სამ საათზე იღვიძებს.
– რა მოგივიდა? – ეკითხება ცოლი.
– დამესიზმრა, ვითომ ბრიჯიტ ბარდომ დამირეკა, ჩემთან მოდიო.
– შენც შეიბრუნე ძილი და მიდი, – დართო ნება ცოლმა.
– კარგი, მაგრამ შენ მაინც არ ადგე, შეიძლება სახლში არ დამხვდეს.
* * *
– რა ღირს ღორის ხორცი?
– 12 ლარი.
– ყველგან 8 ლარია და აქ რატომ ღირს 12. მაგას ვჭამ ახლა მე?
– არ ჭამ და იქნები მშიერი.
* * *
კაციჭამია ცოლ–ქმრის იდილია.
– ქალო, შემოდგი ქვაბი ცეცხლზე. სუმოისტი მოვინადირე, 185 კილოა.
– მაინცდამაინც ახლა, მე რომ დიეტაზე ვარ, არა?
* * *
– რაა ეს, რა მომიტანე! ესაა, მოკვდები სიცილითო?
– თქვენი სიცოცხლე გვირჩევნია მკითხველებს, ბატონო რედაქტორო.
* * *
– გაიღვიძე, შე ლოთო, გაიღვიძე, – აჯანჯღარებს კახელ შაქროს ცოლი, – ეე, ვირმა მთელი ყანა გადაჭამა.
შაქრო ნელ–ნელა ადგა, ხელი მოიჩრდილა და… ისევ დაწვა.
– მითამ რა გააკეთე? – დააცხრა ცოლი ისევ.
– გაუშვი, ქალო… ჩვენი ვირია.
* * *
კაციჭამია ფირმაში რეკავს:
– ძალიან დიდი მაცივარი გამომიგზავნეთ რვა მტვირთავით.
– რად გინდა ამოდენა მაცივარი? – დაინტერესდა ცოლი.
– რეგვენო! რვა მტვირთავი მოჰყვება.
* * *
ქუთაისელი აფთიაქში შედის ძმაკაცების თანხლებით და აფთიაქარ გოგოს აღადავებს.
– გოგონა, პრეზერვატივი გაქვს?
– კი.
– მომაზომე ერთი, თუ შეიძლება.
– გეშინია, არ გაგძვრეს?
* * *
– რაფრა აკერებ ღილებს, ჯვარედინად თუ კვადრატულად?
– “მომენტი” წებოთი ვაწებებ.
* * *
– დედაა, ეს შენ ხარ ამ სურათში ასეთი მსუქანი?
– ჰო. ეს სურათი რომ გადავიღე, არც სიდედრი მყავდა და სამსახურიც მქონდა.
* * *
ინტერვიუ მოჭადრაკესთან.
– თქვენ ნამდვილი დედოფალი გირჩევნიათ თუ ფიგურის?
– გააჩნია პოზიციას.
* * *
შალვა ნუცუბიძეს ერთმა პოეტმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებითო.
– მეხივით ვარ, მეხივით! – ჩაიცინა ბატონმა შალვამ.
– გამოიწით, თავში არ დაგვეცეს, – იხუმრა ვიღაცამ.
– ნუ გეშინიათ, მეხი ცარიელ ადგილს არ ეცემა, – დინჯად უპასუხა შალვამ.
* * *
– მარჯვენა ხელის ფრჩხილები მტკივა.
– რატომ?
– წუხელ ბარძაყს ვიფხანდი და ჩამძინებია. თურმე დილამდე ვიფხანდი და ვიფხანდი.
* * *
– წუხელ ქალი მყავდა სახლში, მშვენიერი, ლამაზი ქალი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სექსი არ გამომივიდა?
– და თქვენ მაინც რით ხსნით, რომ ვერ შეძელით?
– მაგას რა ახსნა უნდა, მოულოდნელად ცოლი დაბრუნდა სოფლიდან.
* * *
– შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია, – წივის ცოლი.
– ჰოდა, წადი შენს მშობლებთან, – მშვიდად პასუხობს ქმარი.
– ჩემი მშობლები ამქვეყნად აღარ არიან.
– ჰოდა, რომელ ქვეყანაშიც არიან, იქ მიბრძანდი.