უცნაური

17 იანვარი

2677b4720b1a
17 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-17 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 348 დღე (ნაკიან წელში – 349).

დღის მოვლენები
395 : რომის იმპერია ორ ნაწილად გაიყო: აღმოსავლეთი და დასავლეთი.
1562 : საფრანგეთმა ცნო ჰუგენოტები სენ-ჟარმენის ედიქტით.
1773 : კაპიტანი ჯეიმს კუკი პირველი მკვლევარი ხდება, რომელმაც ანტარქტიკის წრე გადაჭრა.
1819 : სიმონ ბოლივარმა გამოაცხადა კოლუმბიის რესპუბლიკა.
1852 : დიდი ბრიტანეთი ცნობს ტრანსვაალის ბოერთა კოლოონის დამოუკიდებლობას.
1916 : პროფესიონალ გოლფისტთა ასოციაცია ჩამოყალიბდა.
1917 : აშშ-მ დანიას $25 მილიონი გადაუხადა ვირჯინის კუნძულებში.
1945 : ვარშავის განთავისუფლება – სსრკ ძალები ნაცისტებისგან ანთავისუფლებენ თითქმის სრულიად დანგრეულ ვარშავას.
1946 : გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ტარდება.
1949 : გოლდბერგები – პირველი სიტკომი (სიტუაციური კომედიის ხასიათის სერიალი) გადის ეთერში ამერიკის ტელევიზიით.
1973 : ფერდინანდ მარკოსი ხდება ფილიპინების პრეზიდენტი სიკვდილამდე.
1975 : ბობ დილანი უშვებს შემდგომში ცნობილს როგორც მის საუკეთესო ალბომს – “Blood on the Tracks”.
1982 : “ცივი კვირადღე” – აშშ-ში ტემპერატურა 100 წლიან რეკორდულ დონემდე ეცემა.
1991 : სპარსეთის ყურის ომი – ოპერაცია უდაბნოს შტორმი იწყება ადრე დილით. ერაყი ისვრის 8 “სკად”-ის ტიპის რაკეტას ისრაელისკენ, მათგან საპასუხო დარტყმის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ.
1995 : 7.3 ბალის მიწისძვრა სახელწოდებით “ჰანშინის დიდი მიწისძვრა” ხდება კობესთან ახლოს, იაპონია, უზარმაზარი მატერიალური ზარალითა და 6.433 ადამიანის მსხვერპლით.
2002 : ნიირაგონგოს მთის (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ვულკანი იღვიძებს, ტოვებს რა 400.000 ადამიანს უსახლკაროდ.

ამ დღეს დაბადებულნი

1501 : ფუხსი, ლეოჰარტ – გერმანელი ფიზიკოსი
1504 : პიუს V – რომის პაპი
1706 : ფრანკლინი, ბენჯამინ – ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
1820 : ბრონტე, ენ – ინგლისელი მწერალი.
1828 : გრანტი, ლევისი – ამერიკელი გენერალი
1847 : ჟუკოვი, ნიკოლოზ – რუსი მეცნიერი
1860 : ჩეხოვი, ანტონ – რუსი დრამატურგი
1860 : ჰაიდი, დაგლას – ირლანდიის პრეზიდენტი
1863 : დევიდ ლოიდ ჯორჯი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
1899 : კაპონე, ალ – ამერიკელი განგსტერი.
1922 : ალვარესი, ლუის ეჩევერია – მექსიკის პრეზიდენტი
1942 : ალი, მუჰამედ – ამერიკელი მოკრივე.
1948 : ოდსონი, დავიდ – ისლანდიის პრემიერ-მინისტრი
1961 : ჩიბურდანიძე, მაია – ქართველი მოჭადრაკე.

ამ დღეს გარდაცვლილნი

395 : თეოდოსიუს I – რომის იმპერატორი
1369 : პეტრე I – კვიპროსის მეფე
1893 : რეზერფორდ ჰეისი – აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე.
1961 : ლულუმბა, პატრის – კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი
2002 : სელა, კამილო ხოსე – ესპანელი მწერალი
2005 : ჟაო ჟიანგი – ჩინეთის პრემიერ-მინისტრი
2008 : ბობი ფიშერი – ამერიკელი ჭადრაკის დიდოსტატი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა
ევაგრე და ილია დიაკონი
დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი
თეოკტისტე აღმსარებელი
აქილე პეჩორელი
ზოსიმე მონაზონი და წმინდა ათანასე
ევსტათე I
ღირსმოწამე ექვთიმე, ვათოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 მონაზონი
ღირსი ონოფრე

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button