გართობაუცნაური

იდუმალებით მოცული მოვლენები

4e41f0c92c03
უცნაური მოვლენები, რომლებიც ძველად მოხდა…

● ვატერლოოს ბრძოლის დროს, 1815 წლის 18 ივნისს, ბელგიის ქალაქ ვერვიეს მოსახლეობა ცაზე შეიარაღებულ მეომრებს ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველიდან ქალაქამდე 105 კილომეტრია დაშორება. ამერიკის ქალაქ ბუფალოს მოსახლეობა ცაში ხანდახან ტორონტოს (კანადა) ეკლესიის ანარეკლს ხედავს, რომლამდეც 80 კილომეტრია.

● 1977 წლის 7 ივლისს, ციდან დაშვებულმა ცეცხლოვანმა სფერომ ჩინეთის პროვინცია ფუძიანის ღია კინოთეატრში ორი ბავშვი მოკლა. 1980 წელს ასეთივე თავხედმა ცეცხლოვანმა სფერომ კუალა-ლუმპურის მოსახლეობის აწიოკებაც სცადა. ადამიანებს ტანსაცმელს უწვავდა, და რამდენიმე სახლში ხანძარიც გააჩინა.

● 1838 წლის 30 ივლისსა და 1954 წლის 12 ივლისს, ლონდონში ბაყაყების წვიმა მოვიდა (ლოკოკინა გასრისეს ვითომ??? :dabneuli: ) . 1901 წელს გომბეშოების წვიმა მოვიდა მინეაპოლისშიც. 1956 წლის 10 მაისს თევზების წვიმა დაფიქსირდა ალაბამაში. 1972 წლიდან 1984 წლამე ავსტრალიაში თევზების წვიმა 50-ჯერ მოვიდა.

● 1848 წლის 13 აგვისტოს სკაის კუნძულზე (შოტლანდია) ციდან ყინულის ნახევარტონიანი ნაჭერი ჩამოვარდა. მეცნიერებმა ამ მოვლენას კრიომეტეორიტები უწოდეს. ანალოგიური შემთხვევა 1973 წლის 2 აპრილს დაფიხსირდა მანჩესტერში; 1969 წლის 25 აპრილს – ლეიკვუდში და 1970 წლის 8 მაისს იაგონიაში.

● 1986 წლის 21 აგვისტოს ტბა ნიოსის მახლობლად 1700 ადამიანი გაიგუდა. მსგავსი კატასტროფა 1984 წლის 15 აგვისტოს, ტბა მონოუნის მახლობლად მოხდა, და 37 ადამიანი იმსხვერპლა. მეცნიერების ვარაუდით, ტბა ნახშოროჟანგს გამოყოფს, რაც ადამიანების დაღუპვას იწვევს. ტბა ნიოსი 25 კილომეტრის რადიუსში “კლავს” ადამიანებს და ცხოველებს. მსგავსი ტბები აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც გხვდება.

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button