გამოგონება

Sony Ericsson XPERIA X10

Sony Ericsson XPERIA X10, ასევე ცნობილი როგორც Rachael, რომელსაც ასე დიდი ხანია ელოდება მობილური სამყარო, გაყიდვაში 2010 წლის დასაწყისში გამოვა და იმუშავებს ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე, ასე დაანონსეს კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რამდენად კარგი და ძლიერი ტელეფონი გამოუვიდა შვედურ-იაპონურ კომპანიას. გვერდს ვერ ავუვლით ტელეფონის ვიზუალურ მხარეს, რომელიც არცთუ პატარა გაბარიტების ფონზე შესანიშნავად გამოიყურება. ხოლო ქვემოთ მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები უკვე ყველაფერზე მეტყველებს:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 1900 / 2100 მეგაჰერცი სიხშირე
  • 4 დუიმის მქონე TFT ტიპის სენსორული ეკრანი 256 ათასი ფერით
  • 854 x 480 პიქსელი
  • Android OS 1.6 ოპერაციული სისტემა
  • 1 გიგაჰერცი Qualcomm QSD8250 Snapdragon ტიპის პროცესორი
  • 256 MB ოპერატიული მეხსიერება
  • 1 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება
  • Micro SD ბარათის სლოტი (კომპლექტში 8GB)
  • 8 მეგაპიქსელი კამერა სახის და ღიმილის ამოცნობის ფუნქციით
  • HSDPA 10.2 მბ/წმ მესამე თაობის სტანდარტი
  • Wi-Fi უკაბელო ინტერნეტი
  • Bluetooth v2.1A2DP მხარდაჭერით
  • GPS ნავიგაცია (A-GPS)
  • აქსელერომეტრის სენსორი
  • სტერეო დინამიკები (საკმაოდ კარგი ჟღერადობით)
  • 3,5 მმ. აუდიო გამომსვლელი
  • Li-Po 1500 mAh აკუმულატორი

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი X10 ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდება არა მარტო სონიერიქსონის მოყვარულთა შორის, არამედ სხვა ბრენდების თაყვანისმცემლებისთვისაც.

loading...
თეგები
Close
Close