არქივი

ოპტიმისტი

aaf28b2136a8

ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე სტატია, ძალიან მომეწონა და მინდოდა რომ თქვენთვისაც მენახებინა. აი ასეთი უნდა იყოს ცხოვრებაზე მოაზროვნე ადამიანის ხედვა :D მე ვეთანხმები მას. P.S. სურათიც იგივეა… :(

ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი ცხოვრების აღწერა უჭირს. ეძებს სიტყვებს , იმ სიტყვებს რომელიც ასე კარგად აღწერს მის ცხვორების აზრს და იმ სიტყვებს რომელიც არ არსებობს…

არასდროს ვყოფილვარ უკმაყოფილო ჩემი ცხოვრებით, იმიტომ რომ მე მყავს ოჯახი და საყვარელი ადამიანები. და მეამაყება, რომ ყოველთვის იქნებიან ჩემს გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებიც მაფასებენ. მე ძალიან ბევრს ვფიქრობ მათზე, ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე როგორი იქნება ჩემი არსებობა დედამიწაზე, რომელიც ალბათ ვერც მამჩნევს… ძალიან მიყვარს იმაზე ფიქრიც, თუ რა მოხდება წლების შემდეგ. ყოველთვის ოპტიმისტურად განვსჭვრეტ ჩემს ცხოვრებას… მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელი დადებით მოვლენებზე მეტად უარყოფითს ავრცელებს, მე ვთვლი, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და იმ ცუდშიც უნდა დაინახოს ის კარგიც, რაც ნამდვილად და რეალურად არსებობს. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე ის ახალი, რაც წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას ამ ცხოვრებისა. ადამიანი დედამიწას ევლინება არა მხოლოდ იმიტომ რომ იარსებოს, არამედ უნდა დატოვოს ის კვალი რაც მასში ნამდვილადაა. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ვალდებულება ღმერთის წინაშე და როცა ღმერთი მათ ხიფათებითა და თავგადასავლებით სავსე გზას აჩვენებს, რომელიც დასასრულამდე ნამდვილად მიდის ადამიანები ამას სჯერდებიან და ვერ ხვდებიან რას სწავლობენ ამ გზის გავლის დროს და მათი კვალიც ასე უბრალოდ ქრება. ისინი ამას ბედს ეძახიან, რომელიც რეალურად არ არსებობს. ბედი ისაა რასაც შენ ქმნი შენთვის… მხოლოდ შენ შეგიძლია მართო საკუთარი ‘მე’… ამ ხანხმოკლე ცხოვრებაში რამდენ რამეს სწავლობს ადამიანი ვერ ხვდება… და უკმაყოფილოა ცხოვრებით. მათ ისწავლეს რას ნიშნავს სიყვარული, მეგობრობა, განცდა, დანაკარგი, მონატრება და უამრავი რამ რასაც ვერაფერი შეუცვლის… ვიცი ბანალურად ჟღერს ეს ყოველივე მაგრამ ეს მართლაც ასეა… წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა ცარიელი იქნებოდა. ჩვენს გარეშე…
თითოეული ადამიანი კმაყოფილი უნდა იყოს საკუთარი ცხოვრებით, რადგან არ იცის მომავალში რას უმზადებს ღმერთი… ყოველი პოზიტიურად დაწყებული დღე ადამიანისათვის დამახასიათებელია და არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიო… პირიქით ეს უნდა გახდეს სტიმული იმისა რომ შენ უკეთესი და უკეთესი აკეთო… ყოველ მომდევნო დღის განწყობას ადამიანი თვითონ იქმნის… ყოველთვის უნდა მოუწოდოს საკუთარ თავს რომ დღეს მისი დღეა! ეს წარმატებული დღე იქნება მისთვის!
მე ბედნიერი ვარ! რადგან ყველაფერი მაქვს იმისათვის რომ ჩემ ცხოვრებას მარტო არსებობა არ დავარქვა… მე მომწონს ჩემი ცხოვრების გზა და მიმაჩნია რომ ადამიანი იმის გამო რომ მხოლოდ ერთხელ მოდის უნდა იყოს ოპტიმისტურად განწყობილი… ის აუცილებლად მოიმკის იმას, რაც დათესა…

ბლოგი: www.themadword.wordpress.com

Back to top button