ანიე ლეიბოვიცი
ანიე ლეიბოვიცი – ამერიკელი პორტრეტისტი ფოტოგრაფი. მართლაც ძალიან გამორჩეული და ცნობილი ფოტოების ავტორი.
ანიე დაიბადა 1949 წლის 2 ოქტომბერს კონექტიკუტში, 6 შვილიან ოჯახში. მისი დიდი ბაბუა რუსი ემიგრანტი იყო. ანიეს მამა საჰაერო ფლოტში მსახურობდა. ვიეტნამის ომის დროს, ოჯახს მოუწია ფილადელფიაში გადასვლა მამის სამსახურის გამო. სწორედ ამ პერიოდში გადაიღო ანიემ თავისი პირველი ფოტოები.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას, ახალგაზრდა ანიე ზოგადად ხელოვნებამ გაიტაცა. დასაწყისისათვის მან მუსიკის წერას მიჰყო ხელი, შემდგომში კი მხატვრობით დაინტერესდა. ამიტომ განათლება სან ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო. ისრაელში მოგზაურობისას, იგი თავის ბავშვობის გატაცებას, ფოტოგრაფიას დაუბრუნდა. იგი სწავლობა ებრაელების ცხოვრების წესსა და ფილოსოფიას და ამ ყველაფრისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ფოტოგრაფიით გამოხატავდა.
აშშ–ში დაბრუნების შემდეგ, ანიემ ჟურნალ Rolling Stone–ისათვის დაიწყო ფოტოების გადღება. იმ პერიოდში მისმა მუშაობამ ჟურნალის რეიტინგი ერთი ორად გაზარდა. მის გარეკანს, როგორც წესი, ანიეს ნამუშევრები ამშვენებდა. ანიეს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ასევე ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა – რიჩარდ ევედონმა. ეს უკანასკნელი ანიესათვის იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემუშავა ჟურნალისათვის და პარალელურად არ მოწყვეტილიყო თავისუფალ ფოტოგრაფიას.
არატრადიციული ორიენტაციის ენიე 1989 წელს შეხვდა სუზან სონტაჟს, იმ დორისათვის საკმაოდ პოპულარულ მწერალ ქალსა და პოლიტიკოსს. მათ ურთიერთობა, პირველ ეტაპზე, საქმიანი იყო. ენიე მისი წიგნისათვის ილუსტრაციებს ამზადებდა. მოგვიანებით, ერთმანეთის ახლო მეგობრები გახდნენ, შემდგომში კი ეს ურთიერთობა გაცილებით სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. მათ ერთად არასდროს უცხოვრიათ, მაგრამ მათი სახლის ფანჯრები ერთმანეთს უყურებდნენ. მათი ურთიერთობა 2004 წელს დასრულდა სუზანის გარდაცვალების გამო.
დღეს ანიე 3 შვილის დედაა. იგი 52 წლის იყო როდესაც პირველი შვილი,სარა კამერონი შეეძლინა. 4 წლის შემდეგ კი ტყუპები, სუზანა და სამუელი, რომელიც სუროგატი დედისგან გაჩნდნენ.
ანიეს შემოქმედება გამოირჩევა ცნობილი ადამიანიების პორტრეტებით. თავად ფოტოგრაფი ამაზე ამბობს: „მე ვერასდროს ვიტანდი სიტყვას “celebrity”–ს. მე ყოველთვის მეტად ვიყავი დაინტერესებული იმით, თუ რას აკეთებდნენ ისინი და არა იმით, თუ რამდენად ცნობილები იყვნენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ნამუშევრებიც ამავეს გამოხატავენ“.
როდესაც მას ეკითხებიან თუ რომელია მასთვის ყველაზე საყვარელი ფოტო, ის პასუხობს: „ ძნელია გითხრათ რომელი მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ ზუსტად ვიცი რომელია ყველაზე ემოციური ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჯონ ლენონის ფოტო.“ ეს მართლაც მეტად გამორჩეული ფოტოა მის კარიერაში. იგი 1980 წლის 8 დეკემბერს გადაიღო ენიემ. ზუსტად 5 საათით ადრე ჯონის სიკვდილამდე. ის არის ლენონის უკანასკნელი ფოტო, რომელიც სიცოცხლეში გადაუღეს.
1980 წლიდან ენიე ჟურნალ Vanity Fair–ისათვის მუშაობს. სწორედ აქ გამოქვეყნებლი ფოტოების სერიისათვის, მას 1987 წელს ქლიოს ჯილდო გადაეცა. 1991 წელს მან ნაციონალური პორტრეტების გალერეაში მოაწყო გამოფენა. ეს მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენაა მის კარიერაში. ის იყო პირველი ქალი და მეორე პორტრეტისტი, რომლის სიცოცხლეშიც, მისი ნამუშევრები ამ გალერეაში გამოიფინა.
2006 წელს ანიეს ნამუშევრების უმრავლესობა გამოიფინა ბრუკლინის მუზეუმში. მათში შედიოდა ცნობილი ადამიანების ფოტოები, მისი ოჯახის წევრები, მისი შვილებისა და სუზან სონტაჟის პორტრეტები. შემდგომში ამ გამოფენამ გადაინაცვლა ვაშინგტონის კონკორანის ხელოვნების გალერიაში, სან ფრანცისკოს ლეგიონის სასახლეში. 2009 წლის თებერვალში კი მან ბერლინამდეც ჩააღწია. ენიემ ამ გამოფენაზე თქვა: „მე არ მაქვს ჩემი ცხოვრება გაყოფილი, პირად ცხოვრებად და საქმედ. მაგრამ გაყოფილი მაქვს ჩემი საქმე, როგორც სამსახური და როგორც თავისუფალი ფოტოგრაფია.“
2007 წელს ენიამ, დისნეის დაკვეთით, შექმნა ფოტო სერია სახელწოდებით „Year of a Million Dreams“. (http://ucnauri.com/05/10/2010/fairytale/)
დღეს ანიე ითვლება თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ–ერთ განსაკუთრებულ წარმომადგენლად. მისთვის პოზირებდნენ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბეტ II, ბარაკ ობამა და სხვადასხვა პოლიტიკოსები, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები.
და ბოლოს ანიეს რამდენიმე ნამუშევარი: