გართობა

ფილმები ცხოვრებაზე და რამოდენიმე უბრალოდ საინტერესო ფილმი

806d572223ab

დაახლოებით ვხვდები როგორი ფილმების ნახვის იმედი გაქვთ ამ ბლოგში, მე პირადად მიყვარს ადამიანების ცხოვრებაზე ფილმების ყურება (წიგნების კითხვაც, მაგრამ სამწუხაროდ წიგნებს ვერ ვშოულობ და თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ეგეთი წიგნის ყიდვა გთხოვთ შემატყობინოთ), ასე რომ ამ პოსტში რამოდენიმე ფილმს დავწერ რომლის ნახვა მართლა ღირს და იმედგაცრუებულები ნამდვილად არ დარჩებით. 

სპორტული ფილმებიდან მინდა ეს ორი გამოვყო : The Blind Side, Coach Carter.

THE BLIND SIDE, ეს ფილმი ჩემი აზრით არის არა მარტო თავის ჟანრში საუკეთესო, არამედ მთელ კინოსამყაროში ერთერთი საუკეთესოა. მთავარი გმირი ახლანდელი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა, ასერომ ეს ფილმი რეალურ ფაკტებზეა დაფუძნებული. ბიჭი, რომელიც ძალიან გაჭირვებულია ერთი მდიდარი ოჯახი აიყვანს პატრონობის ქვეშ და ნაჩვენებია თუ რა წინაღმდეგობები შეხვდათ მათ და რა სირთულეები გამოიარეს. დამიჯერეთ, არ არსებობს ადამიანი რომელსაც ეს არ მოეწონება

COACH CARTER, ეს ფილმი განსაკუთრებით კალათბურთის მოყვარულებს მოეწონებათ ( და Channing Tatumis). აქ ერთერთი მთავარი გმირი არის მწვრთნელი კენ კარტერი, რომელიც ღარიბი უბნის სკოლის კალათბურთის გუნდის მწვრთნელობას შეუდგება, პირველ ვარჯიშზე მას დახვდება უდისტიპლინო ხულიგნების გუნდი, რომლებისგანაც ის მაქსიმუმს ამოწურავს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს ფილმი არის ამ კალათბურთელების და მწვრთნელის ცხოვრებაზე მოედანზე და მოედნის გარეთ.

რათქმაუნდა რეპერების ცხოვრებაზე: get rich or die tryin, belly 2 millionaire boyz club, notorious, 8 mile.
აქ არ დავიწყებ წერას რომელ ფილმში რა ხდება, უბრალოდ გეტყვით რომელი ფილმი რომელ რეპერზეა.
get rich or die tryin – ეს ფილმი 50 cent ზეა (დამიჯერეთ ძალიან მაგარია)

Notorious – ეს ფილმი Notorious B.I.G.ზეა, საკმაოდ კარგადაა გაკეთებული

8 mile – ალბათ ყველამ იცით რომ ეს eminem ის ფილმია.

და რამოდენიმე ფილმი რომელიც ყველამ უნდა ნახოთ – The Goodfather, Pursuit of Happyness, Once Upon a Time in America, The good the bad and the ugly, One flew over the cuckoo’s nest, The Shawshank Redemption.

მადლობთ წაკითხვისთვის და გთხოვთ თქვენი აზრები ან საყვარელი ფილმები კომენტარებში დაწეროთ. ან რას ფიქრობთ ზემოთ მოხსენებულ ამათუიმ ფილმზე.

gums

13

მსგავსი ამბები

Back to top button