არქივი

სასარგებლო რჩევები (13 ნაწილი)

f4d4ce4dad17
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევს საჯაროდ გამოსვლა. ზოგისთვის ეს ყოველდღიური საქმიანობაა, ზოგისთვის კი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა. იმ მომენტში, როდესაც თქვენ გიყურებთ ათასობით ადამიანი, გინდათ აორთქლდეთ ჰაერში, მზად ხართ გააკეთოთ ყველაფერი, ოღონდაც არ გამოხვიდეთ ხალხის წინაშე. ეს სერიოზული პრობლემაა, მითუმეტეს თუ თქვენ ხშირად გიწევთ ასეთ სიტუაციაში ყოფნა.

როგორ მოვიპოვოთ თავდაჯერებულობა და დავკარგოთ აუდიტორიისადმი შიში?

ყველაზე კარგი ვარიანტი-ფსიგოლოგთან ვიზიტია. სპეციალისტი დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ შეიძლება ამ პრობლემასთან საკუთარი ძალებითაც გამკლავება.
პირველ რიგში, გამოსვლამდე საჭიროა კარგად მოემზადება და იმის გაანალიზება, თუ რისი გეშინიათ ყველაზე მაგრა. ყველაზე ხშირად შფოთვა გამოწვეულია იმით, რომ თქვენ სერიოზულად არ მიგიღებენ და დაგცინებენ დაშვებულ შეცდომებზე.
საუკეთესო მეთოდი ასეთ შიშებთან ბრძოლაში-საგულდაგულოდ მომზადებაა გამოსვლის წინ. ირეპეტიციეთ მეგობრების ან ნაცნობების წრეში, აგრეთვე ეგიძლიათ სარკის წინ ვარჯიში. მთავარია “აწიოთ” თქვენი მომზადების დონე სრულყოფამდე, როცა უკვე ვეღარ შეძლებთ ეჭვის შეტანას თქვენს წარმატებაში.

მოიშორეთ თავიდან ნეგატიური აზრები. თუ თქვენ იფიქრებთ, რომ ვერ მოახერხებთ გამოსვლას, შეიძლება დააყენოთ თქვენი თავი წარუმატებლობისკენ, ეს კი ნამდვილად არაა ის, რისი მიღწევაც გსურთ.

სასურველია წინასწარ მოინახულოთ გამოსვლის ადგილი, მოდუნდეთ და წარმოიდგინოთ, თუ როგორი წარმატებით გამოდიხართ და როგორი დადებითი განწყობით გხვდებათ აუდიტორია.თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შეაფასებენ თქვენს გამოსვლას რეალურად და ჭეშმარიტად. მაგრამ თუ თქვენი გამოსვლა იქნება დანამდვილებით დამაჯერებელი, აზრი არ აქვს ამ თემაზე ნერვიულობას.

თვით ყველაზე გამორჩეული, საუკეთესო ორატორიც როდესღაც იწყებდა ამ შიშის დაძლევით. თუ თქვენ იქნებით თავდაჯერებული და დამაჯერებელი, მაშინ ხალხი მიგიღებთ და შეგიყვარებთ.

 

 

 

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება გამოცდების ჩაბარების დროც, რაც ბევრისთვის ნერვიულობასთან და სტრესთან ასოცირდება. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რას უნდა ავარიდოთ თავი, როგორ დავგეგმოთ დრო სწორად და ავიმაღლოთ მოტივაცია გამოცდების ჩაბარებამდე? ამ ყველაფერს შეიტყობთ მოცემულ სტატიაში.

პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ ის ღირებულება, რისთვისაც მოგვინდება არამარტო გამოცდების ჩაბარება, არამედ სწავლაც, უნდა ვიპოვოთ მოტივი.
პირველი მოტივი არის ინტერესი მოცემული საგნის მიმართ. შეეცადეთ მოიცილოთ თავიდან ფიქრი იმაზე, რომ მასალა მოსაწყენია. თუ იპოვით ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია თქვენი საგნით და დაელაპარაკებით მას, ინტერესი თქვენც გადმოგედებათ. გადაავლეთ თვალი მასალას და დაიწყეთ სწავლა იმითი, რაც ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ.
მეორე მოტივი – წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ გამოცდას ვერ ჩააბარებთ და მთელი ზაფხულის, თავისუფალი დროის გატარება ისევ წიგნებთან და მასწავლებლებთან მოგიწევთ. შესაძლებელია ამან გიბიძგოთ სწავლისაკენ. შემდეგ ყოველი პარაგრაფის, შესრულებული დავალების შემდეგ გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქრები.
მესამე მოტივი – გეგმის შედგენა. თუ თქვენ მოგწონთ ყველაფრის კონტროლი, მაშინ შეადგინეთ სასწავლი საგნების, ტექსტების, პარაგრაფების გეგმა და ცხრილი. შესრულებული დავალებების გვერდზე “პწიჩკების” დასმა თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი იქნება.
მეოთხე მოტივი – თუ თქვენ კომუნიკაბელური ნატურა ხართ და თქვენთვის ოთხ კედელს შუა მარტო მეცადინეობა ნამდვილი ჯოჯოხეთია, სამოთხის მოწყობა არაა ძნელი – იმეცადინეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თქვენთან ერთად აბარებენ გამოცდებს და უყვართ ურთიერთობა.
მეოთხე მოტივია ინტერესი სიძნელეებისადმი. არიან ადამიანები, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს სირთულეების გადალახვა და ეს პროცესი ყველაზე საინტერესოა მათთვის. ასეთი პიროვნებებისთვის უმჯობესია სწავლის დაწყება ყველაზე რთული მასალით. ხანდახან კარგია საკუთარ თავზე გაბრაზებაც: <ნუთუ მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ვერ შევძლებ ამ ქიმიის სწავლას?! დაჯექი და ისწავლე!

აუხსენით საკუთარ თავს, თუ რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი

ყველა მოტივი იყოფა ორ კატეგორიად: შინაგანი და გარეგანი. თუ გარეგანი მოტივები (შექება, წახალისება და ა.შ.) არ იძლევიან დადებით შედეგებს, მაშინ საჭიროა საქმეში ჩავრთოთ შინაგანი მოტივები.
აუცილებელია გავიაზროთ, თუ რისთვისაა საჭირო გამოცდებისთვის მომზადება, რა დადებით შედეგს მოგვიტანს გამოცდის წარმატებულად ჩაბარება და რა მნიშვნელობა აქვს მას.
დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდები. ის მოგცემთ სასარგებლო რჩევებს და დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ეფექტურად მომზადებას.
და ბოლოს და ბოლოს, დაჯექით და დაიწყეთ სწავლა. მაგრამ დრო? ვაგრძელებთ…

დრო – მთავარი ხელმძღვანელი

სანამ დავიწყებთ უშუალოდ მასალის შესწავლას, საჭიროა სწორად დავგეგმოთ დრო. ამას დროის მენეჯმენტი ეწოდება. დროის დაგეგმვის მრავალი მეთოდი არსებობს, თქვენ უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომელიც ყველაზე კარგად შეგეფერებათ და შეუდგეთ მის 100%-იან განხორციელებას.
მაგალითად, გამოცდების ჩასაბარებლად გამოდგება ასეთი სქემა:
1. შეადგინეთ გეგმა თვეების, კვირეების და დღეების რაოდენობაზე დაყრდნობით.
მაგალითი: თვე – ისტორიაში მომზადება; კვირა – საქართველო დავით აღმაშენებლის და მისი მემკვიდრეების დროს; დღე – დავით აღმაშენებლის რეფორმები, საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

დროის დაგეგვმისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროის 40% უნდა გამოვყოთ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის და უგუნებობისთვის.
მათ, ვისაც უყვართ ყველაფრის მკაფიოდ შესრულება, შეუძლიათ გაანაწილონ შესასრულებელი პუნქტები კალენდარში დღეების მიხედვით. უფრო სპონტანურ პიროვნებებს გამოადგებათ უბრალოდ დასახული გეგმა დღეების და რიცხვების გარეშე.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საჩუქრის ჩანიშვნა, რომელსაც საკუთარ თავს აჩუქებთ გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემდეგ. თქვენ ის დაიმსახურეთ.

2. განალაგეთ პრიორიტეტები.
არის ფორმულები, წესები, წლები, რომლების ცოდნაც სავალდებულოა. მათი დამახსოვრებაა საჭირო პირველ რიგში.
მაგალითად, თქვენ არ იცით ქიმიაში რეაქციების გათანაბრება (ან ელემენტების სიმბოლოები, ატომის აღნაგობა). ამის გარეშე გამოცდის ჩაბარება გაგიჭირდებათ, ამიტომ პირველ რიგში ამის სწავლა იქნება საჭირო.
ბოლოსთვის გადადეთ ისეთი მასალა, რასაც უბრალოდ წაკითხვა ან გადამეორება სჭირდება.

3. გეგმაში გაითვალისწინეთ დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.
არარსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია 24 საათის განმავლობაში ყოველ დღე რაღაცის სწავლა. მინიმუმ 2 საათი დღეში უნდა გქონდეთ განკუთვნილი საყვარელი საქმიანობისთვის: მუსიკა, კინო, მეგობრები, სპორტი და სხვ.

4. უყურეთ საათს
ბევრს შველის 15 წუთიანი მუშაობის პრინციპი. ყველა დავალება, რაც დღის განმავლობაში გაქვთ შესასრულებელი, დაყავით პატარა ქვედავალებებად, რომელთა შესრულებას სჭირდება 15 წუთი.
მაგალითად, ზემოთხსენებული დავით აღმაშენებელი – პირველი 15 წუთი კითხვა და თქვენი ცოდნა უკვე გაფართოებულია, შემდეგ 15 წუთი სწავლა. თუ დასვენება გინდათ, დაისვენეთ 5 წუთით.

თავიდან შესაძლებელია ეს დამქანცველად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად იგრძნობთ ასეთი მუშაობის ეფექტს.
ამასთან, ფსიქოლოგები გვირჩევენ: თუ არ გინდათ რაიმეს კეთება, დაინიშნეთ დრო და დაკავდით ამ საქმით მხოლოდ 15 წუთი.

5. გახსოვდეთ, რომ შექმნილი გეგმა შეიძლება არ აღმოჩნდეს ისეთი სწორი, როგორიც თქვენ გეგონათ (ცოდნა აღმოგაჩნდათ იმაზე ნაკლები, ვიდრე გეგონათ, გადმოიტანეს გამოცდის თარიღი და ა.შ.).
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის უნდა გამოყოთ დრო, რაზეც პირველ პუნქტში იყო საუბარი.
მაგალითად, თქვენ გაქვთ 15 დღე ქიმიის შესასწავლად. რაღაც იცით, რაღაც არა. გეგმა უნდა დასახოთ 9 დღეზე. დარჩენილი 6 დღე კი იქნება ის 40%, რაშიც შედის გაუთვალისწინებელი შემთხვევები და გეგმის ”გარეთა” მოვლენები.

და გახსოვდეთ, რომ ადამიანების მხოლოდ 20% ახორციელებს გეგმას დასახულ დროში. დანარჩენ 80%-ს კი არ აქვს გამოყოფილი დრო ყოველი შემთხვევისთვის.

როგორ ვისწავლოთ ხარისხიანად, სწრაფად და მხიარული განწყობით

გამოცდის წინ დიდი რაოდენობის მასალის დამახსოვრება ძალიან ძნელია, თუ გამოვიყენებთ უბრალოდ დაზეპირების ხერხს. ჯერ კიდევ იულიუს კეისარი ფლობდა ისეთ მეთოდებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მას საჭირო დროს საჭირო ინფორმაციის დამახსოვრებაში და გახსენებაში. მისი დაზეპირება და მრავალჯერ გამეორება არაა საჭირო. ტრადიციული კონსპექტირების, ამონაწერების და დაზეპირების გარდა არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებსაც ფსიქოლოგიის სპეციალური დარგი – ეიტედიკა (ეიდეტიკა, ინგლ. eidetic, effective memory techniques, ტერმინს ჩვენს შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გამოვიყენოთ ეიტედიკა) შეისწავლის.
იმისათვის, რომ ამ სფეროში ძალიან ღრმად არ ჩავეფლოთ, უნდა ავღნიშნოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:

1. ეიტედიკა ეხმარება ადამიანს ასოციაციების და გამოსახულების წარმოდგენით დაიმახსოვროს ნებისმიერი მასალა. იგი ანვითარებს მახსოვრობის სპეციფიკურ სახეს. ადამიანს, რომელსაც განვითარებული აქვს მახსოვრობის ეს ტიპი, იმახსოვრებს უფრო მეტს, ვიდრე ადამიანი, რომელიც უბრალოდ იზეპირებს.
2. ამ გზით დამახსოვრებული მოვლენები რჩება მეხსიერებაში თვეების, წლების და ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
3. ამ მეთოდით სწავლა გაცილებით მარტივი და საინტერესოა, ვიდრე დაზეპირება.
4. და რაც მთავარია, ეიტედიკის დახმარებით ვხარჯავთ გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე საჭიროა დაზეპირებისთვის და შემდგომი გადამეორებისთვის.

არსებობს მასალის დამახსოვრების 20-ზე მეტი ეიტედიკის მეთოდი. ყველას შეუძლია აირჩიოს ისეთი, რომელიც უფრო აინტერესებს და უადვილდება.

დამახსოვრების მეთოდები

იმის ახსნა, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის მეთოდი, ძალიან ძნელია მაგალითების გარეშე. იმისათვის, რომ მკითხველმა უკეთ გაიგოს მეთოდის არსი, შევეცდებით მოვიყვანოთ ყველაზე გავრცელებული დამახსოვრების ხერხები, რომლის საფუძველზეც თქვენ დამოუკიდებლად მოიფიქრებთ საკუთარ ვარიანტებს ტექსტების, უცხოური სიტყვების, წესების, ფორმულების, ლექსების და ა.შ. დასამახსოვრებლად.

1. ლოგიკური ჯაჭვი
თუ თქვენ მიეკუთვნებით ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებსაც უადვილდებათ ლოგიკასთან მუშაობა წარმოსახვასთან და ფანტაზიასთან შედარებით, მაშინ რიცხვების დამახსოვრება შეგიძლიათ ასე:
აფრიკის ყველაზე დიდი ყურე: გვინეის, 753 ათასი კვ.კმ. ფართობის დასამახსოვრებლად გაიაზრეთ, რომ თითოეული ციფრი წინისგან განსხვავდება 2-ით.
სამხრეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი: ჩიმბორასო, 6262მ. აქაც წარმოიდგინეთ, რომ 6-ს ჯერ აკლებთ, შემდეგ უმატებთ და ისევ აკლებთ 3-ს, ან უბრალოდ 62 და 62.
თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენთვის სასურველი და მარტივად აღსაქმელი ლოგიკური მიმდევრობა.

2. ვიზუალური წარმოსახვა
მაგალითად, ისევ გეოგრაფია: ევროპის ყველაზე გრძელი მდინარე: ვოლგა (3700კმ.) თუ სახელის დამახსოვრება გინდათ, წარმოიდგინეთ, რომ მდინარე გატენილია რუსეთში ერთ დროს პოპულარული ავტომანქანებით – ვოლგებით.
ან კიდევ აფრიკის ყველაზე დიდი ტბა: ვიქტორია, 69215კვ.კმ. წარმოიდგინეთ აფრიკაში მყოფი ვინმე ვიქტორია, ძალიან დიდ ტბაში, ნავში 69 პოზაში (იმედია მიხვდით) და 215 როგორც უბრალო რიცხვი.
აუცილებელი გადახვევა: ეიტედიკაში შეიძლება და აუცილებელია ფანტაზია, რაღაც არარეალურის წარმოდგენა. აქ შედის ბავშვობის ოცნებები, ზღაპრული და არალოგიკური შესაძლებლობები და მოვლენები. მოკლედ, არანაირი შეზღუდვა. ეს მხოლოდ თქვენი მეხსიერებაა და მარტო თქვენ იცით, როგორი წარმოსახვით დაიმახსოვრებთ მოვლენებს, მათი დიდი ხნით დამახსოვრების მიზნით.

3. გრძნობათა ორგანოების გამოყენება
თუ გინდათ დაიმახსოვროთ რაიმე ფორმულა, სიტყვა, თარიღი, სცადეთ დაწეროთ ისინი ფურცელზე დიდი ასოებით, გააფერადოთ, ამოჭრათ ან გამოძერწოთ პლასტელინისგან, გამოსახოთ ფერადი ფანქრებით, ამოკაწროთ რაიმე ფიცარზე და ა.შ. დასაწყისისთვის ამის გაკეთება აუცილებელია რეალურად, შემდეგ მხოლოდ წარმოსახვაში. თუ შეიგრძნობთ მასალას, იგრძნობთ მის გემოს, სუნს, იგი დიდი ხნით ჩაჯდება მეხსიერებაში.

4. ტექსტების სწორად წაკითხვა
პარაგრაფის წაკითხვის შემდეგ მისი ეფექტურად დამახსოვრება შეიძლება შემდეგი მეთოდით – ორიენტირება, წაკითხვა, მიმოხილვა, მთავარი.
პრაქტიკაში ზემოთხსენებული ასე გამოიყურება: პირველ რიგში საჭიროა თვალი გადავავლოთ პარაგრაფს, ტექსტს, ანუ მოვახდინოთ ორიენტაცია. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. შემდეგ – წაკითხვა, ღრმა გააზრება, ანალიზი და მიმოხილვა. ბოლოს მთავარი აზრის გამოტანა.

ბოლოს კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ მთავარია გასაქანი მივცეთ საკუთარ ფანტაზიას, იუმორის შეგრძნებას და წარმოსახვის უნარს.

ბაზა

დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანს პირველ რიგში ესაჭიროება კვება, მოძრაობა და ძილი. თუ ამაში თავს შეიზღუდავთ, თქვენი შესაძლებლობა ეფექტურად მომზადებაში დიდად შემცირდება. მომზადებისას სრულფასოვნად იკვებეთ, იძინეთ არანაკლებ 6-7 საათისა, ივარჯიშეთ, ისეირნეთ, გაერთეთ მეგობრებთან ერთად.
როდესაც მეცადინეობას შეუდგებით, გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო ადგილი თავისუფალი უნდა იყოს არასაჭირო ნივთებისგან. გადაიტანეთ ის წიგნები, რომლებიც ამ მომენტში არ გჭირდებათ, დაალაგეთ ოთახი. რაც უფრო მეტი აურზაური იქნება, მით უფრო დიდი იქნება ფსიქიკური დატვირთვა.
სასურველია თქვენი ხედვის არეალში იყოს საჭირო ნივთების მინიმუმი და ნივთი, რომელიც გაიმედებთ და სიამოვნებას განიჭებთ.

შედეგი

თუ თქვენ გაიაზრებთ ზემოთ მოყვანილ რჩევებს და რაც მთავარია, გამოიყენებთ პრაქტიკაში, თქვენ ჩააბარებთ გამოცდას. თუ ვერ გაიაზრებთ, მაინც ჩააბარებთ, ოღონდ მეტი ძალისხმევის შედეგად.
ბოლოს, ჩვენ გვაქ მომზადების 3 ეტაპი:

1. მოტივაცია და განწყობა. იმის გააზრება, თუ რატომ უნდა ისწავლოთ და როგორ;
2. დროის მართვა. დროის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების დაცვით თქვენ გაზრდით მომზადების სისწრაფეს;
3. დამახსოვრება. ეიტედიკის მეთოდების გამოყენებით თქვენ ეფექტურად დაიმახსოვრებთ მასალას . ამასთან, ეს პროცესი გახდება საინტერესო და გასართობი საქმიანობა.

 

 
73e81b66cc8f
როგორ გავიუნჯობესოთ გონება და მეხსიერება ?

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ისე, რომ დავიმახსოვროთ რაც შეიძლება მეტი და არ გაგვაწვალოს დაბნეულობამ ? დღეს ცოტაა ისეთი ვინც დაიტრაბახებს შესანიშნავი მეხსიერებით. ჩვენ გვჯერა, რომ პრობლემები ჩვენი მეხსიერების ის ფაქტია, რომ ჩვენს მეხსიერებას არ შეუძლია ინფორმაციის დიდხანს შენარჩუნება. ეს არის ჩვენში თანდაყოლილი და მას ვეღარ გამოვასწორებთ. რეალურად კი თუ მეხსიერებას რეგულარულად ვავარჯიშებთ და სწორად ვიკვებებით, შევძლებთ მივაღწიოთ პროგრესს მის გაძლირერბაში.


როგორ გავიძლიეროთ მეხსიერება კვების მეშვეობით ?

ხშირ შემთხვევაში მეხსიერებას უჩივიან ისეთი ადამიანები, ვისაც უყვართ ექსპერიმენტები სხვადასხვა დიეტის და აქვთ დიეტური შეზღუდვები. მათ ყოველთვის აქვთ სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა, არ მუშაობს კარგად ნერვული სისტემა და იწყება მესიერების დარღვევა. თქვენი საკვები გამდიდრებული უნდა იტოს E ვიტამინით, რომელსაც შეიცავს კაკალი, კვერცხი, შვრია და ხორბალი. ვიტამინი C რომელიცაა მოცვსა და სმაროდინაში. კვირაში ერთხელ თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს ზღვის პროდუქტები, კერძოდ ცხიმიანი თევზი. კარგია მზესუმზირა და თხილი.

მეხსიერებისთვის კარგია ვარჯიში.

იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ მეხსიერება, როგორც კუნთებს ტვინსაც ასევე სჭირდება ვარჯიში. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ ჩვევა. ყოველდღე დაიმახსოვროთ პატარა ტექსტი. ეს შეიძლება იყოს ლექსი ან სხვა რამ. რეგულარულად გაიმეორეთ უკვე ნასწავლი ტექსტი და ამ ყოველდღიური ვარჯიშით თქვენი მეხსიერება ბევრად უკეთესი გახდება.

როგორ განვივითაროთ მეხსიერება და მოვიკრიბოთ ყურადღება ?

ყველა ადამიანი არ დაბადებულა ფენომენალური მეხსიერებით.ზოგისთვის ადვილია ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, ზოგს კი უწევს იმეოროს და იმეოროს, რომ დაიმახსოვროს იგი. ახალგაზრდობაში ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს მეტი, ვიდრე შემდეგ. ბავშვის ტვინი ღრუბელივითაა, იწოვს ყველაფერს ახალ ინფორმაციებს, მოთხრობებს, ნახატებს… ასეთი მეხსიერება აქვს ადამიანს 25 წლამდე. მას შემდეგ კი უკვე შეუძლიათ დაიწყონ ცვლილებები იმისთვის, რომ ავარჯიშონ გონება და ყურადღების კონცენტრირება. თუ გსურთ გქონდეთ კარგი მეხსიერება გაიტვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.
იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ გარკვეული რაოდენობის ციფრები, მაგალითად ტელეფონის ნომრები ან მნიშვნელოვანი თარიღები, გამოიყენეთ ასოციაციური რიგი. ყველა ციფრს აქვს ნომერი, რომელიც სეიძლება დავიმახსოვროთ მსგავსი ასოციაციებით(დაბადების დღის თარიღი, სახლის ნომერი, მანქანის ნომერი) ასევე შეგიძლიათ გონებაში ეს ციფრები დაინახოტ დიდად წითელ ფერში და უკეთ დაგამახსოვრდებათ.
ყოველი დღის დასასრულს ავარჯიშეთ მეხსიერება და ყურადღება. გაიხსენეთ მთელი დღის მოვლენები, ცადეთ გაიხსენოთ ყველა დეტალი გაღვიძებიდან დაძინებამდე. ეცადეთ გაიხსენოთ საჭმლის სუნი რაც მიიღეთ იმ დღეს, მიმიკა და ჟესტები თქვენი თანამოსაუბრეების, ყველა სატელეფონო საუბარი და ასე შემდეგ…
ბავშვობის წლებში მშობლები გვასწავლინენ უამრავ ლექსებს. არაფერი ისე არ აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრირებას, როგორც ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. ყოველ საღამოს ისწავლეთ რაიმე ახალი ლექსი, გამოთქმა ან აფორიზმები.
ხშირად გავიწყდებათ ყიდვა მნიშვნელოვანი ნივთების, პროდუქტების ან ქიმიის ? – ყოველ საღამოს შეადგინეთ სია იმისა, რაც უნდა იყიდოთ მეორე დღეს. დილით წაიკითხეთ და შეინახეთ, მის გარეშე წადით მაღაზიაში და სცადეთ გაიხსენოთ ყველაფერი თანმიმდევრობით, რაც გიწერიათ სიაში.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ხალხური საშუალებებით ?

ხალხური რჩევები გვაძლევს ნატურალურ საშუალებებს რათა გავიუმჯობესოთ მეხსიერება.

ორ ჭიქა ,,კლევერის” თავს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააფარეთ კაპრონის თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად აურიეთ და შეანჯღრიეთ ნაყრნი. მას შემდეგ რაც გავა 14 დღე, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ყოველ საღამოს. კურსი გააგრძელეთ სამ თვეს, შემდეგ შეისვენეთ სამი კვირა და ისავ ჩაიტარეთ სამ თვიანი მკურნალობა. ხალხური გადმოცემის თანახმად ეს კურსი არამარტო მეხსიერებას შველის, ასევე იცავს ატეროსკლეროზისა და თავის ტკივილისგან.

სასარგებლო პროდუქტებია: თაფლი,ნიგოზი, რძე, თხილი, ზღვის პროდუქტები…

 

 

როგორ გავიუნჯობესოთ მახსოვრობა ?

ბევრი ადამიანი ლაპარაკობს იმაზე , რომ მას არ აქვს კარგი მახსოვრობა, ეს ასე არ არის. უმეტეს შემთხვევაში ის ყველას სხვადასხვანაირად უმუშავებს, ასე რომ ყველა ფლობს კარგ მახსოვრობას და ეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ნათქვამი.

იმისათვის რომ მახსოვრობა გავაუმჯობესოთ მას სჭირდება ვარჯიში, რა ხერხები არსებობს ამისთვის? რა თქმა უნდა ხერხი ბევრია და ამავდროულად ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ამას ყოველდღიურობაში ვაკეთებთ, ისე რომ ვერც კი ვხვდებით.

სინამდვილეში კი ჩვენი მახსოვრობის მარაგი ამოუწურავია, უბრალოდ მას ყოველთვის სწორად არ ვიყენებთ. ხერხი რომელიც სკოლებში გამოიყენებე, ‘’ზეპირობა’’ არცთუ ისე კარგი ხერხია რამის დასამახსოვრებლად და მითუმეტეს გონების გავარჯიშებისთვის

როგორ დავიმახსოვროთ რაიმე კონკრეტული სწრაფად?

მაშ ასე, თუ რაიმე კონკრეტულის დამახსოვრება გინდათ უბრალოდ მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

1) კონცენტრაცია გაუკეთეთ თქვენს ყურადღებას – თუ გინდათ რაიმე კონკრეტულის დამახსოვრება, მაშინ გამოყავით მხოლოდ 1 წუთი და მთლიანად მოანდომეთ ამ საგანზე ან ნივთზე ფიქრს, ისე რომ ყურადღება არაფერზე გაგეფანტოთ

2) შექმენით ასოციაცია – დაუკავშირეთ ერთი ნივთი სხვადასხვა რამეს, ეს შეიძლება იყოს კორპუსი, რიცხვი, წიგნი, ნებისმიერი რამე რაც მასთან შეიძლება ახლოს იყოს

3) გამეორება – ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი თქვენს მიერ შექმნილ ასოციაციას და გონებაში რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ

ეს სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ დაიმახსოვორთ ნებისმიერი , რამ ისე რომ არ მოგიწიოთ რაიმეს დაზეპირება

როგორ გავაუმჯობესოთ მახსოვრობა?

თუ გინდათ გააუმჯობესოთ თქვენი მახსოვრობა, როგორც მანამდე ავღნიშნე მას ვარჯიში უნდა. აი რამოდენიმე სავარჯიშო:

პირველი სავარჯიშო – ასოციაცია

ამ სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ დამხმარე, სთხოვეთ მას ჩუმად და ნელა გითხრათ სიტყვების წყვილები, შეეცადეთ დაიმახსოვროთ ისინი, შემდეგ კი სთხოვეთ გითხრათ მხოლოდ პირველი სიტყვა წყვილებიდან, ისევ ნელა და ჩუმად, მეორე სიტყვა კი უკვე თქვენ უნდა დაასახელოთ

მაგალითისთვის: ყვირილი–ქათამი , პეპელა–ნაძვის ხე, მელანი–ოთახი. (არ არის აუცილებელი ეს სიტყვები კავშირში იყოს ერთმანეთთან,ასე სავარჯიშო გაუფასურდება)

მეორე სავარჯიშო–წარმოდგენა

 

შეეცადეთ დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თქვენი თავი ბუნებაში ან უბრალოდ კალათბურთის მატჩზე. დაიწყეთ სიტუაციის აღწერა 5 წინადადებით. მაგალითად : 1) გამყიდველი პოპ–კორნს ყიდის 2) კალათბურთელები გახურებას იწყებენ… ჩამოაყალიბეთ ასეთი 5 წინადადება , შემდეგ კი აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ისინი ოღონდ არა თანმიმდევრობით, არამედ 5 დან ქვემოთ.

მესამე სავარნაჯიშო – სმენა

აქ კვლავ ვინმეს დახმარება დაგჭირდებათ, სთხოვეთ მას გითხრათ სიტყვები თანმიმდევრობით, მაგალითად : დღე, კომპიუტერი, კალამი, მანქანა და ა.შ თქვენ კი შეეცადეთ წამროთქვათ იგივე სიტყვები თანმიმდევრობით

თუ ახლოს არავინ არ არის შეგიძლიათ გადაშალოთ წიგნი და წაიკითხოთ ყველა აბზაცის პირველი სიტყვა

მეოთხე სავარჯიშო – საყიდლები

ეს ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ყველაზე პრაქტიკული სავარჯიშოა. ჩამოწერეთ პროდუქტები რაც საყიდელი გაქვთ, დამიახსოვრეთ ისინი, რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ გონებაში, დაუკავშირეთ ისინი ერთმანეთს შემდეგ კი წადიდ საყიდლებზე, ისე რომ ჩამონათვალი სახლში დატოვოთ.

 

 

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button