გასართობიკრეატივიუცნაური

ტოპ-25 ინფორმაციული ფაქტების კოლექცია, რომლებიც თქვენ შეიძლება არც კი იცოდეთ

8eba5e89979f
ტოპ-25 ინფორმაციული ფაქტების კოლექცია, რომლებიც თქვენ შეიძლება არც კი იცოდეთ:
1. არსებობს უფრო მეტი ვარსკვლავი კოსმოსურ სივრცეში, ვიდრე ქვიშის მარცვალი მსოფლიოს ყველა პლაჟზე.
c3bd95cf03ae
2. იუპიტერზე და სატურნზე მოდის ალმასების წვიმა, სასწაულია, მაგრამ დედამიწაზე რომ წამოსულიყო, იქნებოდა საშინელება, რადგანაც ყველაზე დიდი ალმასის დიამეტრი დაახლოებით 1 სმ-ს ან ხანდახან 2 სანტიმეტრსაც კი აღწევს.
a41e4a77d49c

ამერიკელი მეცნიერების კვლევების თანახმად, სატურნზე ან იუპიტერზე შესაძლოა ალმასების წვიმა მოდიოდეს, ამ პლანეტებზე დიდი რაოდენობით მოიპოვება კრისტალური ფორმის ნახშირდბადი.
ნახეთ:

ელვები მეთანს ნახშირბადად აქცევს, რომელიც დაცემის დროს მაგრდება და 1600 კმ-ს გავლის შემდეგ გრაფიტის ლოდებად იქცევა. კიდევ 6000 კმ-ს შემდეგ ეს ლოდები იღებს ალმასების სახეს.

3. რვაფეხას სამი გული აქვს… ეს ძალიან ბევრია ნებისმიერი ცხოველისათვის. გარდა ამისა, რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. თუ ბიოლოგებს შევეკითხებით , რომელი ცხოველია დედამიწაზე ყველაზე გონებამახვილი, ბიოლოგების მიერ ასებულ ლისტს შეემატა უჭკვიანესი ზღვის ბინადარი – რვაფეხა. გარდა სანი გულისა რვაფეხას აქვს რთული აგებულების თვალები. რის გამოც უფრო ძუძუმწოვართა კლასს მიაკუთვნებენ ვიდრე ზღვის ქმნილებას.
და კიდევ… 1950 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების Air Force-მა დააფინანსა მეცნიერები, იმისათვის რომ შეესწავლათ იყო თუ არა გამოსადეგი რვაფეხას ტვინი. ისინი ფიქრობდნენ რომ რვაფეხას ტვინი იმ განვითარების ზღვარზე იყო, რომლის გამოყენებისას შესაძლო ყოფილიყო კმპიუტერული ტექნიკის წინსვლა.
a39e10bb2dd0
რვაფეხა ბაძავს (იმიტირებს) ბრტყელ თევს- ქამბალას
ნახეთ:

რვაფეხას “შეუყვარდა სათამაშო დათუნია” : ნახეთ:

4. რუსეთის ფართობის ზედაპირი უფრო მეტია, ვიდრე პლუტონის ზედაპირის ფართობი… 1930-დან 2006 წლამდე ითვლებოდა, რომ მზის სისტემა შედგებოდა 9 პლანეტისგან. თუმცა, 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (IAU ) მსოფლიოს ასტრონომთა ყველაზე დიდმა და ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლო ცთომილი – პლუტონი – ამიერიდან აღარ ჩაითვალოს პლანეტად. ის გადაიყვანეს მცირე (ჯუჯა) პლანეტების კატეგორიაში…
პლანეტა პლუტონს მას შემდეგ, რაც ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, არასოდეს განუხორციელებია მზის ირგვლივ ერთი მთლიანი ბრუნი.პლუტონის მზის ირგვლივ სრულს ბრუნს 248 წელს და 1 თვეს ანდომებს. ანუ იქაური 1 წელი ჩვენებურ 248 წელსა და 1 თთვეს უდრის. ციური სხეული პლანეტად რომ იწოდებოდეს უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ: 1. უნდა ასრულებდეს ბრუნს მზის გარშემო. 2. უნდა იყოს საკმარისად დიდი, და ჰქონდეს საკმარისად მძლავრი გრავიტაცია, რომ მიიღოს სფერული ფორმა. 3. უნდა იყოს დომინანტი თავის ორბიტაზე ანუ არ უნდა იყოფდეს საკუთარ ორბიტას სხვა ციურ სხეულებთან. აი , ეს ბოლო მოთხოვნა გახდა საბაბი, რომ არ ყოფილიყო პლუტონი –პლანეტა

f74e87f620d6
5. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე უფრო დიდი ხნისაა.
უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. სწავლება ოქსფორდში მიმდინარეობდა 1096 წლიდან.
აცტეკები იყვნენ ნაუტლის ხალხთა ერთი განშტოება. ისინი მექსიკის ტერიტორიაზე მე-13 ს-ის შუა ხანებში შევიდნენ. მათ დიდი სოციალური და რელიგიური რეფორმები ჩაატარეს. მიაჩნდათ, რომ იყვნენ მზის რჩეული ხალხი. აცტეკების გამოჩენამდე მექსიკის ტერიტორიის ცენტრალური პლატოზე გაჩნდა მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი თეოტიუტაკანი- “ღმერთების ქალაქი”. მართლაც, ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე უფრო დიდი ხნისაა.

abb43903c156
6. მსოფლიოში, ფოტოსურათების 10 % გაკეთდა ბოლო 12 თვის განმავლობაში.
0440277b893b
7. ჩვენს სხეულზე არის 10-ჯერ უფრო მეტი ბაქტერია, ვიდრე რეალური სხეულის უჯრედები.
471faa2542b1
8. შოტლანდიის ეროვნულ ცხოველად აღიარებულია ერთ რქიანი ცხენი…
22fc0f6628a7
ნახეთ ვიდეო: ჩრდილოეთ კორეაში, მინდორ-ველებზე დარბის Unicorn -ერთ რქიანი ცხენი… სასწაულია არა?

მერილენდშიც (Maryland):

9. თუ მზე იქნებოდა ლეიკოციტის ხელა, მაშინ ირმის ნახტომი, რომელიც ცნობილია როგორც „რძიანი გზა“ ( გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს) იქნებოდა ზომით -შეერთებული შტატების ხელა.
ღამით მოწმენდილ ცაზე მკაფიოდ ჩანს თეთრი ზოლი, რომელიც ცამრგვალს კვეთს. ეს ირმის ნახტომია – ვარსკვლავთა უზარმაზარი ერთობლიობა . ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰერშელმა დაადგინა, რომ ჩვენი მზის სისტემა შედის ვარსკვლავთა უზარმაზარ სისტემაში – გალაქტიკაში, რომლის ყველაზე მკვრივი ნაწილის ხილული კვალი ცაზე ირმის ნახტომია.

7d34a5e43999
10. ჯონ ტაილერი — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-10 პრეზიდენტი 1841-1845 წლებში. ჯონ ტეილერი დაიბადა 1790 წელს, მას ყავს შვილიშვილი, რომელიც ცოცხალია დღემდე…
a7a241ae02b3
11. «Nintendo» დაარსდა კიოტოში, იაპონიაში იამაუჩის მიერ, იმისათვის რომ გამოეცა ხელით ნაკეთი ჰანაფუდას კარტები. საბოლოოდ, ნინტენდო ვიდეო თამაშების ინდუსრიაზე გადაერთო და ჩამოყალიბდა ერთერთ გავლენიან კომპანიად. დღესდღეობით ის შეფასებულია როგორც იაპონიის მესამე ძვირადღირებული კომპანია $ 85 მილიარდი შემოსავლით. ვიდეო თამაშების გარდა, „ნინტენდო“ არის გუნდ Seattle Mariners-ის მთავარი მფლობელი; სახელი Nintendo ითარგმნება იაპონური ენიდან — “დატოვეთ იღბალი სამოთხისთვის”. 2012 წლის მონაცემებით, ნინტენდოს სულ გაყიდული აქვს 565 მილიონი მოწყობილობა და 3.4 მილიარდი პროგრამა.

900a10301659
12. ჩრდილოეთ კორეა და ფინეთი გამოყოფილია მხოლოდ ერთი ქვეყნით
bb7b4e0f606f
13. „ზემო ტბაში“ წყლის საკმარისი რაოდენობაა, რომ დაფაროს მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 330 სანტიმეტრიანი წყლის ფენით.
ზემო ტბა (Lake Superior) არის ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში, ერთ-ერთი დიდ ტბებს შორის. „ზემო ტბის“ სანაპიროზე გაშენებულია კანადის პროვინცია ონტარიო და აშშ-ის შტატები: მინესოტა, უისკონსინი და მიჩიგანი. ტბის ფართობი შეადგენს 82,7 ათას. კმ²-ს. ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია. ტბის მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 408 მეტრს. „ზემო ტბაში“ წყლის საკმარისი რაოდენობაა, რომ დაფაროს მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 330 სანტიმეტრიანი წყლის ფენით.

23801d6916b3
14. დამტკიცებულია, რომ მარწყვი არ არის კენკრა; მარწყვი კენკრისებრთა ოჯახს არ მიეკუთვნება, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავოკადო, ბანანი და საზამთრო კენკროვნებია.
625085902cc7
15. ბანანი კი კენკრაა. საინტერესოა ის ფაქტიც, რრომ ადამიანებისა და ბანანის დნმ 50%-ით ემთხვევა ერთმანეთს.
77c31ec4d748
16. ჯავშნოსნისებრნი თითქმის ყოველთვის მშობიარობენ ოთხ ნაშიერს. მათი სხეული (12-100 სმ) ზემოდან და გვერდებიდან დაფარულია სქელი ჯავშნით, რომელიც შედგება რქოვანი ფარებისაგან. ჯავშნოსნისებრნს აქვს ცუდი მხედველობა, მაგრამ აქვთ ძლიერი ყნოსვის შეგრძნება
1fb48b3c9cdd
17. საინტერესოა: ალბანეთში პირიქითაა, თავის დაქნევა ნიშნავს “არას”, ხოლო თავის გაქნევა “ხოს”.
a60c4ca448f7
18. შექსპირმა მოიფიქრა სახელი „Jessica” (ჯესიკა) თავისი პიესისათვის „ვენეციელი ვაჭარი“, და მას შემდეგ, ეს სახელი გახდა ძალიან პოპულარული.
47977ee93b7e
19. უინსტონ ჩერჩილი წვეულების დროს, ტუალეტში დაიბადა
დღეში 15 სიგრას ეწეოდა და 1 ბოთლ კონიაკს სვამდა, მიუხედავად ამისა ჩერჩილი დიდხანს ცოცხლობდა: 90 წელზე მეტს.

f21981e6d7fc
20. ჭრიჭინობელა Magicada კვერცხიდან იჩეკება და ნიადაგში ეფლობა, სადაც ხეების წვენით იკვებება და ნელ-ნელა იზრდება. ასე ცხოვრობს ის წლები. დედამიწის ზედაპირზე მოზრდილი ჭრიჭინობელა 13-17 წლის შემდეგ უკვე გამოდის, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი თვე ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში ჭრიჭინობელა „სიყვარულს” ეძებს. შემდეგ სიცოცხლის ციკლი ისევ მეორდება, ოღონდ უკვე შემდგომ თაობასთან ერთად.
6a1737e06425
21. ამ სურათში, თემზი-კლოუნი ანემონის საცეცებს შორის იმალება
თევზი-კლოუნი ჰერმაფროდიტია, მაგრამ ერთი უნიკალური თავისებურებით
ცოცხალი ანემონის შიგნით წყალქვეშა სახლში ცხოვრობენ, ჩვეულებრივ, თევზი-კლოუნის მამრები და მხოლოდ ერთი მდედრი. მაგრამ თუ მდედრს რამე ემართება, ერთ-ერთი მამრი სქესს იცვლის და მდედრად გადაიქცევა. ამრიგად, უჩვეულო ჰორმონალური მექანიზმის მეშვეობით ხდება საოცარი მატრიარქატის შენარჩუნება.

e5bbde189259
22. თურმე ლოკოკინას დაახლოებით 25 000 კბილი აქვს
5f70fa7419d4
23. ვაცი-მამალი თხა
ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხხედვითაც თავიანთ ცოდვენს სიმბოლურად თხას აკიდებდნენ და უდაბნოში გზავნიდნენ. ამ წეს-ჩვეულების განხორციელების შემდეგ, ფიქრობდნენ, რომ თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებობნენ. სწორედ აღნიშნული ჩვეულების მიხედვით წარმოიშვა საყოველტაოდ ცნობილი გამოთქმა : „ განტევების ვაცი“.
20dc78f8ffda
aed77ffa2529

24. დიდი ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი და და ეიფელის კოშკი

გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. ის ამბობდა: ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო…..
გი დე ((სრული სახელი: ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი) დაავადებული იყო სიფილისით, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა მის ფსიქიკას და 43 წლის ასაკში დიდი ფრანგი მწერალი დაიღუაპა…
b564a075f6d4
25. ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც თვალის ზედა ქუთუთოს ახამხამებს
ბუს აქვს დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი და შეუძლია თავის შემობრუნება 270°. ძველად უელსში ხახლი ძალიან ცრუმორწმუნეები იყვნენ : თუ ბუ ჭყივის ესეიგი ვიღაც გოგო დაკარგავს ქალიშვილობას.

b26414a3ca27

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button