სტუდენტური მინი-ბინა
ყველას სურს იცხოვროს ლამაზ და კომფორტულ სახლში და ამასთანავე არ გაკოტრდეს მისი მოწყობით.
პატარა ფართის ბინის რეკონსტრუქცია – ეს ხომ უეჭველად დიდი პრობლემაა.
ასეთი ბინის მოწყობაში ნებისმიერი სახის კონსულტაციას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური დიზაინერები… თუ თქვენი ბინის ფართობი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გინდოდათ, მაშინ აუცილებლად დაათვალიერეთ საუკეთესო დიზაინერთა კოლექციების ნაკრები;
დიზაინერების რჩევით, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად, შეიძლება თქვენი პატარა ფართის ბინა უფრო მოხერხებული და ვრცელი გახადოთ.
შესაძლებელია თქვენი ბინის გადაკეთება ეგრეთწოდებულ “სტუდიად”, ასეთ ვარიანტში სამზარეულო გაერთიანებული იქნება მეზობელ ოთახთან და კორიდორთან. ამ შემთხვევაში სასარგებლო ფართიც საგრძნობლად გაიზრდება და შედეგად ერთიანი ვრცელი სივრცე შეიქმნება.
ხოლო სააბაზანოსა და საპირფარეშოს გაერთიანებით მეტ სივრცეს მიიღებთ. ცოტაც შეგიძლიათ კორიდორის ხარჯზე მიუმატოთ. მგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ფერები… ვიზუალური ზომების ოპტიკურად გადიდება ან შემცირება ფერებითაც შეიძლება. მაგალითად ღია ცისფერ ტონალობაში შეღებილი ოთახი, უფრო დიდი მოცულობის ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. და პირიქით, წითელ, ან ინტენსიურ ნარინჯისფერში შეღებილი კედლები, ოპტიკურად უფრო მცირე ზომისას აჩენს ოთახს.
სურათებში მოცემული ინტერიერის მცირედი ელემენტების წყალობით, შეიძლება შექმნათ ოთახების სრულყოფილი გარემო ძალიან მცირე საცხოვრებელ ფართზე… მაგრამ, აუცილებლად გაითვალისწინეთ დიზაინერთა რჩევები …