გართობაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 12

2wfms9g

შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VIII

მზია დღიურში წერდა:
„უკვე მეორე კვირაა რაც ჩემი ოთახიდან ცხვირი არ გამიყვია, დღე როცა მზე ანათებს ისე ცუდად არ ვარ ხოლმე, ფანჯრიდან გავყურებ ბუნებას, საღამოობით კი ძალიან მიჭირს. მზევინარი ან ვეფხვია მიკაკუნებენ ზემოდან, ან მე ავუკაკუნებ. როცა რამე მჭრიდება ორჯერ ზედიზედ, თუ ერთხელ დავაკაუნე ე.ი. კარგად ვარ. ბუნება მენატრება, სუფთა ჰაერი. ადამიანები მენატრება, ვინმესთან ლაპარაკი. ვეფხვია საჭმელს ჩამომიტანს ხოლმე, მაგრამ არ მელაპარაკება, არც კი მიყურებს. მზევინარი მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, მგონი ჩემი ეშინია. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და წავიდა. თქვა, ვეფხვია შენი შვილისთვის საწოლს აკეთებსო.

რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო უკეთ ვგრძნობ თავს. აღარ მენატრებიან ადამიანები, პირიქით ასე ყოფნა მირჩევნია. ოღონდ ვერ ვიტან ჩემი ოთახის ზემოთ რომ დადიან ვეფხვია და მზევინარი, ხანდახან მათი ხმები მესმის. მესმის როგორ იცინის მზევინარი. როგორ უყვარს ის ვეფხვიას. ალბათ მოუთმენლად ელოდება თავის შვილს. ჩემი ბავშვი კი არ აინტერესებს, თითქოს მე ეშმაკი ვიყო, მზევინარი კი ანგელოზი. ჩემს შვილს ვერც კი გავზრდი, დედას არ დამიძახებს. მგონია, რომ ვეფხვიას არ ეყვარება ჩემი პატარა. არც დედამისი უყვარს და როგორ შეიყვარებს მას. ჩვენი შვილი ხომ ტყუილისა და შეცდომის შედეგია.
ჩემი შვილი მძულს. მის გამო გამომკეტეს ამ პატარა მიწურში. მძულს ჩემი და, ვეფხვია რომ გაიცნო და მძულს, რომ სამუდამოდ წამართვა იგი. მძულს მზევინარის ბავშვი. როგორ მინდა მოკვდეს. ორივე მოკვდეს, ჩემი დაც და დისშვილიც…
მუცელი მეზრდება, უკვე დამეტყო. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა.. დროს არ ვითვლი. ვეფხვია ვნახე გუშინ. მუცელზე შემომხედა და გავიდა. რა ხანია ჩემთვის არ შემოუხედავს..
ღამე ვეღარ ვიძინებ და სულ გული მერევა. წარმოვიდგენ როგორ წვანან ჩემს ზემოთ მზევინარი და ვეფხვია ერთად, რა ბედნიერები არიან და მინდა ორივე დავხოცო..
წუხელ სიზმარი ვნახე. ვითომ ჩემს მიწურში ვიყავი გამოკეტილი. ფანჯარაში კაკუნის ხმა მომესმა. გამეღვიძა. სრული სიბნელე იყო. ვერაფერს ვხედავდი. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. ჩემს ოთახში ორი წითელი თვალი შემოფრინდა.. სიბნელეში მხოლოდ წითელ თვალებს ვამჩნევდი. სწორედ ის, იმ სარკოფაგში რომ ვნახე. სიბნელეს თვალი რომ მივაჩვიე, გავარჩიე რომ ეს მე ვიყავი, ოღონდ წითელი თვალები მქონდა, თმა გამწეწვოდა, პირი უცნაურად მქონდა გაღებული, წინა კბილები გამომჩროდა და ისე უცნაურად ვიღიმოდი, არასდროს არც ერთ ადამიანზე რომ არ მინახავს. წითელი მოჩვენება მომიახლოვდა. მხარზე ხელი დამადო და მითხრ: „როდემდე უნდა იყო აქ?“ მერე ჩემი მიწურის კარი გაიღო თავისით. მე გავედი. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. წითელ თვალება მოჩვენება გაქრა, მაგრამ მე უკვე ვიცოდი რაც უნდა მექნა. სახლში ავედი. ვეფხვიასა და მზევინარის ოთახში ჩუმად შევიპარე. იქვე საიდანღაც ნაჯახი გაჩნდა, რომელიც ხელში ავიღე და მთელი ძალით დავცხე ლოგინს. რამდენჯერ ჩავარტყი არ მახსოვს. ძვლების მტვრევის ხმა მესმოდა. რაც უფრო მეტს ვურტყამდი, მით მეტს სიამოვნებას მგვრიდა.. ზეწარი სისხლით შეიღება.. მაინტერესებდა მოკვდა თუ არა ბოლოს და ბოლოს ჩემი და. ზეწარი გადავხადე და..
იქ იწვნენ ჩვილი ბავშვები. სულ მთლად დაჩეხილი, ზოგს თავი ჰქონდა მოჭრილი, ზოგს ფეხი, ზოგს ხელი. პატარა ნეკა თითი ავიღე. ალბათ ჩემს შვილსაც ასეთი ექნებოდა..
გამომეღვიძა.. ჯერ ისევ სრული სიბნელე იყო.

 

შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი IX


მერვე თვეში ვარ. კოშმარები მტანჯავენ. ყოველ ღამე ჩემთან წითელ თვალება მოჩვენება მოფრინავს. ზოგჯერ ძალით მიმათრევს გარეთ და მაიძულებს რომ ჩემი და და სიძე დავხოცო. მეც ვხედავ მზევინარსა და ვეფხვიას, ნაჯახს ვუქნევ, მაგრამ ისინი მაშინვე ჩვილ ბავშვებად იქცევიან. ტირიან მომკვდავნი და უმწეონი. ჩემკენ იშვერენ პაწია ხელებს… აღარ შემიძლია ამის ატანა. ღამე დაძინების მეშინია. კვლავ ჩემს მიწურში ვარ გამოკეტილი. ვეფხვიამ პატარა აკვანი ჩამოიტანა ჩემს ოთახში. მე თოჯინა შევუკერე ჩემს პატარას. მგონია რომ გოგო იქნება.
დღეს მთელი ძალით ვაბრახუნე ჭერზე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. არა და საკუთარ ნარწყევში ვეგდე. უკვე ვიგუდებოდი მზევინარი, რომ მოვიდა. თქვა ვეფხვია სახლში არ არის. მე შეუძლოდ ვიყავი, ადგომა არ შემეძლო, მაგრამ მაინც ავდექიო. მუცელი მასაც ჩემსავით გაზრდია. მუცელზე რომ შევხედე უცებ ის წითელ თვალება მოჩვენება გამახსენდა. მთელი ძალით ვკარი ხელი. მერე თმაში ვწვდი. მუცელშიც ჩავარტყი. მისი დახრჩობა მსურდა. ალბათ კიდეც დავაღრჩობდი, ვეფხვია რომ არ მოსულიყო. უხეშად მომაშორა მზევინარს და გაიყვანა. სიტყვა არ უთქვამს. მერე დიდხანს მესმოდა სიარულის ხმა ზემოთ. არ ვიცი როგორ არის მზევინარი. იქნებ მოეშალა მუცელი.
წუხელ წითელ თვალება მოჩვენება არ გამომცხადებია. ასე ტკბილად უკვე რამდენიმე თვეა არ მიძინია.
გუშინ ტკივილები დამეწყო.. მგონი მალე ვიმშობიარებ…

გუშინწინ ვიმშობიარე. საშინლად მტკიოდა. ვეფხვია დამეხმარა. მხოლოდ ვეფხვია იყო. კინაღმ მოვკვდი. ალბათ ყველასთვის აჯობებდა მოვმკვდარიყავი. ალბათ გაეხარდებოდათ ჩემს დას და სიძეს. გოგო მყავს. ისეთი პატარაა. იმ ჩვილებს ჰგავს სიზმარში რომ ვხოცავდი. არ ვიცი მზევინარმა იმშობიარა თუ არა. მგონი ჯერ არა. ვეფხვიას მოღუშული სახე ჰქონდა, სიტყვა არ უთვამს მთელი ეს დრო. თვალებში არც კი შემოუხედავს.
..
წუხელ დამესიზმრა წითელ თვალება მოჩვენება.. ბავშვის აკვანთან იდგა და სათამაშოს არ აძლევდა, პატარა ტიროდა, ჩაბჟირდა. მე წამოვვარდი. მისი გაგდება მსურდა. ვებრძოდი. წითლ თვალება ალქაჯი კი საზარლად ხარხარებდა. აი ვინ იქნება ისო, თითი გაიშვირა ჩემს პატარაზე. მე დავინახე, რომ აკვნიდან პატარა მზევინარი მიყურებდა, მერე უცებ გაიზარდა. დავინახე ვეფხვია. მესმოდა როგორ დამცინოდნენ ის და ვეხვია ზურგს უკან. გავცოფდი, მზევინარს ვეცი მოსაკლავად, მაგრამ ხელში ჩემი შვილი შემრჩა.
რომ გამეღვიძა, დავინახე რომ ბავშვის აკვანთან ვიდექი, მისი სათამაშო მეკავა ხელში. მეორეში კი ჩანგალი.. არ ვიცი ეს ჩანგალი საიდან გაჩნდა ჩემს ხელში.

რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მძულს ჩემი შვილი. მალე წამართმევენ კიდეც. დედას მზევინარს დაუძახებს. მე ვინ ვიქნები.. საძაგელი დეიდა, რომელიც მის მშობლებს სძულთ.

ორი კვირა გავიდა და მხოლოდ ახლა შევძელი წერა. ლოგინად ჩავვარდი. მანამდე კი უფრო დიდი საშინელება შემემთხვა.
სიზმარში ვნახე, რომ ჩემს ლოგინზე ვიწექი. რაღაც ხმა შემომესმა. თვალი რომ გავახილე, დავინახე ჩემი გოგო თავის აკვანში წამომჯდარიყო და თოჯინით თამაშობდა. ჩემკენ გამოიხედა გამიღიმა. მეც მაშინვე წამოვდექი ლოგინიდან და ხელგაშლილი გავემართე მისკენ. უეცრად გვერდზე მზევინარმა ჩამიარა, რომელმაც ხელში აიტაცა ჩემი გოგო. ჩემი პატარაც მოეხვია კისერზე და დაუძახა „დედა“. მაშინ უნდა მომეკალი პატარა რომ იყავი, მე გშობე, ჩემი ხარ, მე ვარ დედაშენი, ვუყვიროდი. იქვე პატარა მაკრატელი იდო ჩემს საწოლთან, ვეფხვიამ რომ ჩამომიტანა ფრჩხილებისა და თმის მოსაჭრელად. მაკრატელს ხელი დავტაცე და მათკენ გავქანდი. მზევინარსა და ჩემს პატარას გამეტებით ვცემდი მაკრატელს, მანამ სანამ ხელი არ მეტკინა..

 

შეშლილი ქალის დღიურები
დასასრული

მეორე დილით ღრიალმა გამომაღვიძა, თითქოს დათვი დაუჭრიათო. ვეფხვიას ხმა იყო. გრგვინავდა. არასდროს მსმენია ვეფხვიას ხმამაღალი სიტყვაც კი. ვეფხვია აკვანს დამხობოდა და დაჭრილი ვეფხვივით ღრიალებდა. ვერ მივხვდი რა მოხდა. რა დაემართა ვეფხვიას. ავდექი. ვეფხვია მობრუნდა. თვალებში შემომხედა პირველად ამდენი ხნის შემდეგ და მითხრა: „რა ჩაიდინე?“
მეტი არაფერი უთქვამს. ოთახიდან გავიდა. მე აკვანთან მისვლას ვერ ვბედავდი. მერე როგორც იქნა ძალ-ღონე მოვიკრიბე და მივედი. აკვანი სულ მთალდ გასისხლიანებული იყო. ჩემი პატარა კი დასახიჩრებული, სულ მთლად აკუწული.. ვინ, ვინ ჩაიდინა ეს? ავღრიალდი და უცებ გამახსენდა ჩემი სიზმარი, როცა იქვე სისხლიან პატარა მაკრატელს მოვკარი თვალი.
ვეფხვიამ ბარი მოიტანა. იქვე აკვნის ქვემოთ ორმო ამოთხარა და ჩემი პატარა დამარხა.
ერთი სიტყვა მაინც მითხარი-მეთქი ვევედრებოდი ვეფხვიას. არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
შემდეგ დაიწყო უსასრულობის და უარაფრობის დღეები, როცა სინათლე ვერ გინათებს, როცა მზის სხივი არ გათბობს, როცა პური ვერ გაპურებს, როცა წყალი ვერ გიკლავს წყურვილს. მალე სულ შევწყვიტე ჭამა.
ვეფხვიას დატოვებული საჭმელი ხელუხლებელი რომ დახვდა რამდენიმე დღე, მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა ჩემს სანახავად. რამდენიმე დღე ძალით მაჭმევდა. მე ხელის გატოკებაც აღარ შემეძლო უკვე.
ახლა მოვმჯობინდი და წერაც დავიწყე კვლავ..
წითელ თვალება ალქაჯი კვლავ გამომეცხადა. ამჯერად ჩემი პატარას საფლავიდან ამოვიდა, თავს დამადგა და მითხრა, ეს საქმეც უნდა გაათავო თუ გინდა გაგანთავისუფლოო. რა საქმე-მეთქი, რომ ვკითხე. მითხრა აი ეს უნდა მოკლაო და სარკე მომიტანა თვალებთან.
წითელ ეშმაკს ჩემი მოკვლა სურს.. ყოველ ღამე მოდის.. უკვე ვეღარ ვგრძნობ ის ნამდვილია თუ მხოლოდ სიზმარი. თავს მესხმის. მჩხაპნის, მახრჩობს, ფრჩხილებით მკაწრავს, თმით მითრევს. დილაობით ჩემს სხეულზე იარებს ვამჩნევ, რომლებიც წინა ღამეს არ მქონდა.. წითელი ეშმაკი ისე გათამამდა დღისითაც მაკითხავს უკვე. თუ არ მეჩხუბება, თავისთვის ზის კუთხეში და თავის საძაგელი წითელი თვალებით შემომცქერის. როცა ვებრძვი და ვცდილობ გავაგდო, თითქოს უფრო ძალა ეძლევა, ძლიერდება და მეტად მაზიანებს.

გუშინ ვეფხვია იყო ჩემთან ჩამოსული. ახალი ტანსაცმელი ჩამომიტანა. წითელი ეშმაკიც იქვე იჯდა კუთხეში. ვეფხვია რომ ჩამოვიდა, თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, თვალს მიკრავდა, იჯღანებოდა. ვეფხვია ვერ ხედავდა მას. წითელმა ეშმამ ჩანგალი აიღო, ვეფხვიას ეპარებოდა, ზურგში უნდა ჩაეცა მისთვის, როცა საწოლიდან წამოვვარდი და ვეცი. არ მოგაკლვევინებ-მეთქი მას, ვყვიროდი. შვილი შენ მომიკალი და ვეფხვიას აღარ მოგაკვლევინებ-მეთქი. რომ გამოვფხიზლდი ხელში ჩანგალი მეჭირა. ვეფხვიას ვყავდი გაკავებული, ხელი დაეჭირა და მაკავებდა. ჩანგალი დავაგდე. რა მოხდა?-მეთქი ვკითხე. ჩემი მოკვლა გინდოდა, ზურგიდან მომეპარე, ჩანგლის ჩარტყმას მიპირებდი.-მიპასუხა ვეფხვიამ. ეს მეორედ დამელაპარაკა ვეფხვია ამ 1 წლის მანძილზე. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან გამეხარდა ადამიანის ხმის გაგონება…

ამის შემდეგ დღიური წყდებოდა, აღარ იყო არც ერთი ჩანაწერი. ძალიან დამაინტერესა, რა ბედი ეწვია მზიას,ა მიტომ დაჟინებით ვქექავდი დღიურებს. მაგრამ არაფერი იყო..

მე კვლავ მიწურს მივაშურე, იქ მეგულებოდა ამოცანის საბოლოო პასუხი, რადგან ახლა არც ვეფხვია იყო ცოცხალი და აღარც მზევინარი, ამიტომ ვერავინ მეტყოდა რა მოხდა ბოლოს. პატარა ოთახი კვლავ საგულდაგულოდ გავჩხრიკე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, რაც დამეხმარებოდა იმის გარკვევაში რა ბედი ეწია მზიას.
ამ ამბის შემდეგ მოუსვენრად ვიყავი, სიმართლე ვთქვა ისეთი შეშინებული, რომ ერთ ხანს ისიც კი დავაპირე მეზობლის ბიჭისთვის მეთხოვა ჩემთან დარჩენა. მაგრამ საბოლოოდ გადავიფიქრე და ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა.
სიზმარში ვნახე პატარა მიწური ოთახი. საწოლზე ქალს ეძინა. მაშინვე მივხვდი მზია იყო, ბებიაჩემ მზევინარს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, მაგრამ თვალები უელავდა სხვანაირად, ავადმყოფურად. მზია ადგა. თავისი თეთრეული აიღო, დაგრიხა, მერე ფანჯრის ჩარჩოს გამოაბა, მჭიდროდ განასკვა. ყულფი თავზე ჩამოიცვა. ფანჯარაზე ავიდა და ქვემოთ გადაეშვა, იქ საითაც კლდე იყო. მერე ვნახე ვეფხვია, რომელიც ოთახში შემოვიდა. საბრალო მზია ძლივს ამოათრია. მოიტანა ბარი და იქვე შუა ოთახში გათხრილ ორმოში დამარხა. ვნახე როგორ ამოაშენა ვეფხვიამ ამ ავადსახსენებელი ოთახის კარი.
დილით რომ გავიღვიძე მთლად ოფლში ვცურავდი. გამაოგნა ჩემმა სიზმარმა. მაგრამ ყველაზე უფრო დიდი სიგიჟე ის იყო, რომ გადავწყვიტე შემემოწმებინა და მზიას საფლავი გამეთხარა.
არც მიჭამია, მაშინვე იმ ავადსახსენებელ ოთახს მივაშურე. ვეფხვიას ბარი ავიღე და თხრა დავიწყე. უკვე საკმაოდ ღრმა ორმო მქონდა გათხრილი, ვიფიქრე კიდეც რომ ჩემი სიზმარი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი იყო, როცა ბარი რაღაც მაგარს მოხვდა.. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წვივის ძვალი მომყვა. თავის ქალა, ნეკნები.. ადამიანის ჩონჩხი იყო იქ. ძალიან შემეშინდა. ბარი დავაგდე და გავვარდი.
საღამომდე სადღაც ვხეტიალობდი. შეძრული ვიყავი. იმ სახლში მისვლა არ შემეძლო. ჩემს ბედად იმ საღამოს ვარსკვლავიანი ცა იყო. ამიტომ არ გამჭირვებია ღამის გარეთ გათენება. უთენია დავბრუნდი სახლში. იმ ოთახში აღარ შევსულვარ. როგორც შემეძლო აგურებით ამოვავსე შემავალი კარი. მზიას დღიურები დავწვი. მე კი თბილისში გამოვემგზავრე. მას შემდეგ აღარასდროს ჩავსულვარ ჩემს სოფელში, რომელიც ძალზედ მიყვარდა ბავშვობაში.
იშვიათად კი, სიზმარში მეცხადება აჩრდილი, რომელსაც წითელი თვალები აქვს. ის სადღაც შორს არის, სიბნელეში. საზარლად ხარხარებს და მეძახის. მე გავრბივარ. ის კი კვლავ ხარხარებს და მიყვირის, სადაც უნდა წახვიდე მაინც გიპოვი.. მე მოვდივარ!..

 

წყარო: facebook.com-ის გვერდი- იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome

მსგავსი ამბები

Back to top button