რეალური ფოტოები, რომლებიც ერთი შეხედვით ფოტოშოპში გაკეთებულს გავს :) ნაწილი III
და ნაწილი II
——————————–
თავზეხელაღებული დენ პოტერის გავლა ბაგირზე, იოსემიტის ხეობაში (კალიფორნია). ფოტოგრაფია ჯეფ კანინგემი.
ბუზის სკეიტბორდი. ბუზი მკვდარია :lol2:
დესკტოპზე დაყენებული ოთახის სურათი, რომელიც გამჭირვალეობის ეფექტს ქმნის.
<
ეს არის ჰიბრიდი სახელად ზებროიდი – ზებრისა და ცხენის ნაჯვარი.
14 წლის ნიკი ჯეინმა დაინახა, როგორ ირეკლებოდა ღრუბლები ტბორში, წამოწვა მის ნაპირზე და საკუთარ თავს გადაუღო სურათი. შედეგად შეიქმნა ილუზია, რომ ის ღრუბლებზე წევს :)
ახსნა მარტივია – მოდელი უბრალოდ საწოლზე ხტუნაობდა და კადრიც ამ დროსაა დაჭერილი
მარცხნივ სარკეა, მარჯვნივ კი მინა. ფოტოგრაფმა მოახერხა და სხვადასხვა ადგილას მდგომი ორი ადამიანი ერთ კადრში გააერთიანა.
ამ ადგილას ჩანჩქერი ვიქტორია 110 მ სიმაღლისაა, მაგრამ წყლის დინება მშვიდია. სექტემბრიდან დეკემბერში აქ ცურვაც შესაძლებელია.
ტრიუკების ოსტატი რიკ როჯატი დგას “Douglas DC-8”-ის თავზე, რომელიც 500 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს.
ეს ცხენი არც უთავოა და არც ფიტული. ის უბრალოდ მარჯვნივ იყურება.