არქივი

თრეშ მეტალის ისტორია

07806fd84588

ამ პოსტში ვისაუბრებთ მეტალის ერთ-ერთ ჟანრზე სახელად თრეშ მეტალზე

ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, გიჟური და სწრაფი ჟანრი მეტალ მუსიკის ისტორიაში. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე დღეს თრეშ მეტალზე ვისაუბრებ ^_^ ვინ მოთვალოს ამერიკის სხვადასხვა ბარებში დაღვრილი სისხლი, მოშპიტებისა და ჰედბენგის დროს, ვინ დათვალოს იქ გაჟღერებული გიჟური რიფები და ქაოტური სოლოები…(ეს ყველაფერი 80-90-იან წლებში ხდებოდა რათქმაუნდა). თრეშ მეტალს მსოფლიოში ბევრი მსმენელი ჰყავს და აგრეთვე ბევრი ჯგუფიც არსებობს რომლებიც ამ ჟანრს უკრავენ და დიდ პატივს სცემენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ჟანრი მარადიულია ისევე როგორც სიყვარული და დავიწყებას არ მიეცემა სხვა ჟანრებისგან განსხვავებით. სიამოვნებით დავიწყებდი ამ ჟანრზე ლაპარაკს, ამერიკული თრეშ-მეტალის დიდი ოთხეულით, ისეთები როგორებიც არიან: Metallica, Megadeth, Slayer, Anthrax.

da3b7af3ff1e
მეტალიკაზე შეიძლება დაუსრულებლად ვისაუბროთ, როგორც სხვა დანარჩენ ჯგუფებზე, რადგან მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ ჟანრის განვითარებაში, კერძოდ მათი საუკეთესო ალბომებით როგორებიცაა: Kill’em All(1983),Ride The Lightning(1984), Master Of Puppets (1986) ეს უკანასკნელი კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად ითვლება და თრეშ მეტალის ნომერ პირველ ალბომად ითვლება. 86 წლის მერე, მეტალიკას დიდი დანაკარგი აქვს, იღუპება მათი საუკეთესო ბასისტი კლიფ ბარტონი (ღმერთმა აცხონოს მისი სული.ამინ), და ჯგუფი თითქმის სასოწარკვეთაში ჩავარდა რომ არა ჩემი საყვარელი ბასისტი ჯეისონ ნიუსტიდი. როგორც კი ჯგუფმა ახალი ბასისტი აიყვანა, მათ ჩაწერეს ახალი ალბომი And Justice For All…(1988),რომელიც გაჟღენთილი იყო აგრესიითა და ანტიპოლიტიკური ტექსტებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალბომში საერთოდ არ ისმის ბასი(ბასის ხმის გასაგონად მოუსმინეთ ამ ალბომის Remastered Edition-ს). რაც შეეხება 90-იანებს, მეტალიკის მოღვაწეობაში საინტერესო აღარაფერია, ჩაწერეს პაპსა ალბომი The Black Album (1991), რომელშიც რამოდენიმე სიმღერა ჰიტი გახდა, მათ შორის Nothing Else Matters(რომელიც თითქმის ყველა ცოცხალმა არსებამ იცის თბილისში) და Enter Sandman. 91 წლის მერე ჯგუფი საერთოდ იცვლის იმიჯსა და სტილს, იჭრიან თმებს, და წერენ პაპსა ალბომებს (Load, Reload), 2003 წელს ნიუსტიდიც მიდის ჯგუფიდან, და მეტალიკა კრიზისშია, ამას ნაპსტერთან ჩხუბიც დაემატა და ჯეიმს ჰეთფილდი ვერც წარმოიდგენდა, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდოდა, მაგრამ მან ეს შეძლო, ჯგუფმა აიყვანა ახალი ბასისტი Robert Trujilo, ჩაწერეს ახალი ალბომი St.Anger (2003),რომელსაც აკლდა კარგი სტუდიური დამუშავება (დრამს, ტაშტის ხმა აქვს). ამ ალბომმა ჯგუფს ბევრი ფანი დააკარგვინა. დგება 2008 წელი და ტურნეებისგან დაღლილი ჭაბუკები წერენ ახალ და ერთობ საინტერესო ალბომს Death Magnetic(2008)-ს რომელსაც კარგი ჟღერადობაც აქვს და რაც მთავარია მათი ჰიტის The Unforgiven-ის მესამე ნაწილი ჩაიწერა. 2011 წელს მე მოველოდი მათ ახალ ნამუშევარს, თუმცაღა მათ ჩაწერეს კოლაბორიტიული(ერთობლივი) ალბომი ლოუ რიდთან სახელად Lulu(2011),რომელმაც იმედი გამიცრუა და მეტალიკაზე ხელი ჩავიქნიე საბოლოოდ(მაგრამ ეს არ ეწერება მათ სტუდიურ ალბომთა რიცხვს, ეს მხოლოდ ერთობლივი ნამუშევარია), რომ არა მათი (ნუ ჩვენთვის ახალი) სინგლი Beyond Magnetic (2011).როგორც გაირკვა, ეს ნამუშევრები დეს მაგნეტიკში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა არა, მათ ეს სიმღერები თაროზე შემოდეს და მხოლოდ ახლა იხილეს დღის სინათლე.
523564ca62ba
მეორე ჯგუფი ოთხეულიდან (პირადად ჩემთვის უსაყვარლესი და ფავორიტი) ეს Megadeth-ია. მათ ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ამ ჟანრზე. ჯგუფის ვოკალისტი/გიტარისტი დეივ მასტეინი, თავიდან მეტალიკაში უკრავდა და ბევრი მათი სიმღერის ავტორი გახლდათ, მაგრამ ვნებებმა ალკოჰოლისადმი, აიძულა ჯეიმს ჰეთფილდი, გაეგდოთ ჩვენი დეივი მეტალიკიდან,და მათ ადგილას სხვა ვინმე მოეძებნათ(დეივი, კირკ ჰამეტმა ჩაანაცვლა). მეტალიკაზე და სამყაროზე გაბოროტებულმა დეივმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ჯგუფი რომელიც მეტალიკას ასი თავით აჯობებდა და ეს შეძლო კიდეც. იგი გაიცნობს შემდგომში უკვე ბასისტს დეივ ელეფსონს, და ახალ ბასისტთან, დრამერთან და გიტარისტთან ერთად ისინი წერენ სადებიუტო ალბომს Killing Is My Business…And Business Is Good !(1985), რომელშიც სხვათაშორის სიმღერა Mechanix ჰგავდა მეტალიკის სიმღერას The Four Horseman მათი პირველი ალბომიდან, ეს სიმღერა დეივის დაწერილი იყო,(უბრალოდ სახელებია შეცვლილი :\) იგი ასევე იბრალებდა მეტალიკის მეორე ალბომიდან რამოდენიმე სიმღერის ავტორობას. 1986 წელს ჯგუფი წერს შესანიშნავ ალბომს Peace Sells..But Who’s Buying?(1986),რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა თრეშერებში და საკმაოდ ძლიერ ალბომად ითვლება. რაც შეეხება მათ შემდეგ ალბომს So Far, So Good…So What ! (1988)-ს, დეივმა ამ ალბომში ერთ-ერთი უძლიერესი სიმღერა შეიტანა In My Darkest Hour რომელიც კლიფის დაღუპვას მიუძღვნა. დგება 1990 წელი (მეგადესისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელი, ჩემი აზრით) და ახალი Line-Up-ით (დრამი-ნიკ მენზა, გიტარა-მარტი ფრიდმენი) წერს ერთ-ერთ საუკეთესო და შედევრ ალბომს თრეშ მეტალის და კაცობრიობის ისტორიაში(Master Of Puppets-ისა და Reign In Blood-ის შემდეგ) Rust In Peace, რომელშიც შევიდა ისეთი შედევრი ჰიტები როგორიცაა Holy Wars…The Punishment Due და Hangar 18. ალბომმა ჯგუფს ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ჯგუფს სახელი გაუთქვა თრეშ მეტალში. 92 წელი ისევე როგორც 90 წელი მეგადესისთვის წარმატებული და მომგებიანი გამოდგა, რადგან მათ ჩაწერეს შემდეგი, შესანიშნავი ალბომი Countdown To Extinction (1992), რომელშიც ისეთი შედევრი სიმღერებია როგორიცაა: Symphony Of Destruction, Sweating Bullets და Foreclosure Of A Dream. 94 წელს, ჯგუფმა გადაწყვიტა წინა პლანზე წამოეწიათ გიტარის კრისტალური ჟღერადობა და ცოტა მელოდიური გაეხადათ მათი სიმღერები. მათ ალბომს Youthanasia(1994)-ს დიდი წარმატება მოჰყვა ისეთი ჰიტით როგორიცაა A Tout Le Monde. მაგრამ ალბომიც ცოტა გამოვიდა თრეშის ჩარჩოებიდან, და უფრო მელოდიური გახდა, თუმცა ეს ჯგუფს ავტორიტეტს არ ულახავს თრეშერთა შორის. 95 წელს საინტერესო არაფერი მომხდარა მეგადესის მოღვაწეობაში, მათ ჩაწერეს ალბომი Hidden Treasures (1995), რომელშიც მოხვდა ელის კუპერის ქოვერი სიმღერაზე No More Mr.Nice Guy და ბლექ საბათის ქოვერი სიმღერაზე Paranoid. 1997 წელს ჯგუფი უშვებს ალბომს Cryptic Writings(1997)რომელშიც საინტერესო არაფერია რამოდენიმე ჰიტის გარდა She-Wolf, Trust და Almost Honest. რომელიც ასევე პაპსას ჩარჩოებში მოხვდა, თუმცა ცოტა თრეშის ელემენტებიც შეინარჩუნა. 1999 წელს მეგადესი უშვებს ალბომს Risk(1999)-ს, რომელიც ასევე პაპსას ჩარჩოებში მოხვდა. 2001 წელს დეივი წერს ახალ ალბომს The Wolrd Needs A Hero(2001)-ს, და სიმღერაზე Moto Psycho-ზე იღებენ კლიპს. თრეშერთა გასაოცრად, 2004 წლამდე მეგადესსზე არაფერი არ ისმოდა, რადგან 2001 წლის შემდეგ დეივმა განაცხადა რომ მეგადესი დაიშალა. მაგრამ 2004 წელს მეგადესი ისევ დგება ფორმაში, უშვებს გენიაულურ ალბომს The System Has Failed (2004) და 2006 წელს Gigantour(ტურნე)-ის შემდეგ წერს ახალ ალბომს United Abominations(2006). უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც რომ, 2004-2006 წლებში ბასსზე დეივ ელეფსონის მაგივრად Jimmie Lee Sloas უკრავდა. და აი საოცრებაც: 2009 წელს ელეფსონი ბრუნდება მეგადესსში, და მასტეინი განახლებული ლაინ-აპით (შონ დროვერი დრამზე, გიტარაზე კი კრის ბროდერიკი) უშვებს შესანიშნავ ალბომს Endgame(2009)-ს, 2009 წლის მერე კი, 2011 წელს გვაჩუქა შემდეგი შედევრი Th1rte3n(2011).
940bb4fbef85
მესამე გავლენიანი და ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი Slayer, რომელიც თრეშ მეტალში საკმაოდ პოპულარული და ეპოქალური ჯგუფია. ყველაფერი კი დაიწყო სლეირის გიტარისტ კერი კინგის მამის ნასესხები ფულით, რომლითაც სლეიერმა სადებიუტო ალბომი ჩაწერა Show No Mercy (1983) და სახელი გაითქვა თრეშში. ტომ არაიას გიჟური ყვირილი, კერი კინგის და ჯეფ ჰანემენის ქაოუტორი სოლოები, დეივ ლომბარდოს გიჟური დრამინგი, ეს ის მახასიათებლებია რომელიც სლეიერს ჰქონდა, აქვს და ექნება. 1983 წლის შემდეგ ჩვენმა ჭაბუკებმა გამოუშვეს 4 სიმღერიანი EP სახელად Haunting The Chapel(1984), რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურთა თრეშერთა საზოგადოებაში, 1985 წელს ჯგუფი უშვებს ახალ ალბომს Hell Awaits(1985).სლეიერის სიმღერები გაჟღენთილი იყო აგრესიითა, სატანიზმით და ნაციზმით, რის გამოც ბევრ ქვეყანაში აიკრძალა ამ ალბომების შემოტანა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჯგუფისთვის წარმატების მიღწევაში. აი დგება 1986 წელიც და კაცობრიობის ისტორიაში და ზოგადად თრეშ მეტალ მუსიკაში იწერება სლეიერის ალბომი Reign In Blood(1986) რომელიც თრეშის ბიბლიად ითვლება. ალბომმა უზარმაზარი წარმატება და მოწონება დაიმსახურა თრეშში და შედევრ ალბომად ითვლება. ეს ალბომი ყოველთვის შედევრად დარჩება, მაგალითი იმისა რომ თრეში უკვდავია. 88-90 წლებში სლეიერი აგრძელებს შედევრი ალბომების გამოშვებას ისეთების როგორიცაა: South Of Heaven (1988) და Seasons In The Abyss(1990), რაც შეეხება 94 წლიდან 98 წლამდე სლეირის მოღვაწეობაში საინტერესო არაფერია. 2001-2006 წლებში კი სლეირი თითქოს ფორმაში ჩადგა და გამოუშვა ალბომები God Hates Us All(2001) და Christ Illusion(2006),რომელმაც ფანებში დიდი მოწონება დაიმსახურა და სლეიერს წარმატებაც მოუტანა. 2009 წელს ისინი უშვებენ შემდეგ ალბომს World Painted Blood(2009).
9770f1779a94
და ბოლო, მეოთხე ბანდა, რომელიც ამ ოთხეულს ამშვენებს, გახლავთ გენიალური ბანდა Anthrax. რომელთაც სახელი გაითქვეს თრეშში, თავიანთი სასაცილო ტექსტებით კომიქსებზე, საშინელებათა ფილმებზე და სხვადასხვა საშინელებათა ჟანრის ნოველებზე. ყველაფერი დაიწყო მათი სადებიუტო ალბომით Fistful Of Metal(1984), რომელმაც მალევე დაიმკვიდრა თრეშში ადგილი. მაგრამ 1984 წლის შემდეგ მათი პირველი ვოკალისტი Neil Turbin-ი ტოვებს ჯგუფს, და 1985 წელს ჯგუფს უერთდება ვოკალისტი Joey Belladona და ენთრექსი წერს ალბომს Spreading The Disease (1986), ჯოი, ძალიან ქარიზმატული ვოკალისტი იყო და ზუსტად ჯდებოდა ენთრექსის ჩარჩოებში. 1987 წელს ჯგუფი წერს ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს Among The Living(1987) რომელმაც ძალიან დიდი წარმატება და პოპულარულობა მოუტანა ჯგუფს. 88-90 წელს ჯგუფი საინტერესო ალბომებს გვთავაზობს: State Of Euphoria (1988) და Persistence Of Time(1990). ამ უკანასკნელში სიმღერების ხანგრძლივობა გაიზარდა და მათ დიდი ყურადღება გადაიტანეს ტექნიკაზე. მაგრამ 92 წელს ბელადონა ტოვებს ჯგუფს, და Anthrax-ში მოდის ახალი ვოკალისტი John Bush. ბელადონას ქარიზმის გარეშე, ენთრექსი არაფერი იყო. ბუშის პერიოდში, ენთრექსის ალბომები არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარულობით. ჰოი საოცრებავ და 2010 წელს ბელადონა ისევ ბრუნდება ენთრექსში და ისინი ერთად წერენ ახალ ალბომს Worship Music (2011), რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა და საუკეთესო ალბომი გამოვიდა. და აი აქ მთავრდება ამერიკული თრეშ-მეტალის გენიალური ოთხეულის ისტორია. თუმცა თრეში მხოლოდ ამერიკაში არ იყო პოპულარული. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრებთ გერმანიის ტეუტონიკური თრეშ-მეტალის ოთხეულზე.

მაშინ, როცა ამდენი ჯგუფი ამერიკაში მწვერვალს აღწევდა და ვარსკვლავებს ეთამაშებოდა, გერმანიაშიც ვითარდებოდა თრეში. კერძოდ, მე მინდა ვისაუბრო გერმანიის ტეუტონიკური თრეშ-მეტალის ოთხეულით(გერმანიას შეუძლია იამაყოს არა მარტო ამ ოთხეულით, არამედ სხვა გენიალური ჯგუფებითაც). მაშ ასე, ეს ოთხეული ასე გამოიყურება:
Kreator,
ec1e8d65768b
Sodom,
20d482c810ec

Destruction,
17606160d7be
Tankard.
d520ac7fc515

 

მსგავსი ამბები

Back to top button