გართობა

ევროვიზია 2000 წლეულში..

a2dc00daf4a7
ევროვიზია ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსია ჩვენს პლანეტაზე. ამ კონკურსში თავიდან ევროპის მხოლოდ 4 ქვეყანა (გერმანია, იტალია, ინგლისი და ესპანეთი) მონაწილეობდნენ, დღეს კი უკვე აზიის წარმომადგენლებიც შეინიშნებიან მასში.
საქართველო პირველად 2007 წელს წარსდგა ევროვიზიის მაყურებლის წინაშე. კონკურსანტი სოფო ხალვაში გახლდათ, რომელმაც მე12 ადგილი დაიკავა..


შემდეგ 2008 წელს დიანა ღურცკაია გავიდა ჩვენი სახელით, რონელსაც მე11 ადგილი მიენიჭა. 2009 წელს ყველასთვის ცნობილი გახდა რომ საქართველო არ წარსდგა ევროვიზიაზე, ვინაიდან სტეფანესა და 3G-ს სიმღერა”we don’t want to put in” რუსეთმა პოლიტიკურად ჩათვალა და სიმღერის შეცვლა მოითხოვა, თუმცა ქართველები რისი ქართველები ვართ თუ ჯიქურ არ დავუდექით წინააღმდეგობებს და მაშასადამე დავრჩიტ ევროვიზიის მიღმა. წელს კი სოფო ნიჯარაძემ აიღო მე9 ადგილი სიმღერით “Shine”.
ევროვიზიაზე ხშირად ამბობენ რომ პოლიტიკური კონკურსია და პოლიტიკა წყვეტს თუ ვინ იქნება გამარჯვებული, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონკურსის პოპულარულობა დღითიდღე იზრდება.
ამ პოსტში შემოგთავაზებთ ევროვიზიას 2000 წლიდან დღემდე, გამარჯვებულ მონაწილეებსა და ქართველებს მათ შორის.
დანია 2000 წლის გამარჯვებული.


2001 წელი ესტონეთი

2002 წელი ლატვია

2003 წელი თურქეთი, აღმოსავლური ჰანგებით..

2004 წელი რუსლანა, უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც ველური ცეკვები წარმოგვიდგინა..

2005 წელი საბერძნეთი..

2006 წლის გამარჯვებული გახლავთ ფინური ჯგუფი ლორდი. ამ ჯგუფის წევრები გამოირჩევიან არაორდინალური გარეგნობით და საკმაოდ ძლიერი მეტალის ხმით.

2007 წლის გამარჯვებული მარია შერიფოვიჩი სიმღერით მოლიტვა, რომელიც ლოცვას ნიშნავს თუ არ ვცდები.. ამ გოგონას დანახვისას შეიძლება ცოტა ეჭვი შეგეპაროთ მის მანდილოსნობაში თუმცა თბილი და ლირიული სიმღერით მოახერხა მილიონობით მაყურებლის მოხიბლვა.

2007 წელი საქართველო, სოფო ხალვაში

2008 წლის გამარჯვებული გახდა დიმა ბილანი, სიმღერით believe, რომელიც 2006 წელსაც მონაწილეობდა ევროვიზიაზე და მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წელი საქართველო, დიანა ღურცკაია..

მაპატიეთ სუბიექტურობა, მაგრამ 2008 წლის მეორე ადგილის მფლობელი, უკრაინელი ანი ლორაკი აუცილებლად უნდა დამედო..

2009 წლის გამარჯვებული გახლავთ ნორვეგიელი ალექსანდრე რიბაკი, რომელმაც ვიოლინოზე დაკვრითა და ინდივიდუალურობით თავი მოაწონა მაყურებელს.

2009 წელი საქართველო, სტეფანე და 3G.

2010 წლის ევროვიზია მოიგო ლენა მეიერმა, გერმანიიდან, რასაც საკმაოდ ცუდი გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლებისგან, ვინაიდან გამარჯვებული სიმღერა გახლავთ უმარტივესი და ასევე ძალიან უბრალო, მას არ სჭირდება არც განსაკუთრებული მონაცემებიდა არც შოუს დადგმით შეუწუხებიათ თავი გერმანელებს. ლენამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც რომ მას ანგელა მერკერმა დაურეკა და უთხრა რომ წელს გამარჯვებული გერმანია იქნებოდა. ლენა მეიერი სკანდალურ ფაქტებშიც არის გახვეული, მაგალითად ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ლენა თავის ბოიფრედთან ერთად შიშველი ბანაობს მეზობლის აუზში, სადაც ჩუმად შეიპარა. მოკლედ რომ ვთქვათ თქვენ თვითონ შეაფასეთ.

2010 წელი საქართველო, უმშვენიერესი და უნიჭიერესი სოფო ნიჯარაძე.

2010 წლის ევროვიზიაზე სხვა სკანდალიც მოხდა, ეს იყო ჯიმი ჯამპი, რომელიც ჩუმად აიპარა სცენაზე და ესპანეთის წარმომადგენელს ჩაუშალა შოუ. კონკურსის დასასრულს ესპანეთი კვლავ წარსდგა მაყურებლის წინაშე, თუმცა მან მაინც ვეღარ მიაღწია წარმატებას.

სულ ეს იყო.. იმედია მუსიკის მოყვარულებში მოწონებას დაიმსახურებს ეს პოსტი..
PS. ასე თუ გავაგრძელებთ 8 წელში დამსახურებულ გამარჯვებას მოვიპოვებთ…

მსგავსი ამბები

Back to top button