ALFA ROMEO 8C
წარმოგიდგენთ სერიულ პოსტებს მანქანების შესახებ , თითო პოსტში შემოგთავაზებთ თითო ავტომობილის , ეს პირველი პოსტია …
ALFA ROMEO 8C
ფასი : 230 000 აშშ დოლარი
ძრავა : 450 ცხენის ძალის მქონე 4.7 ლიტრის მოცულობის V8
0-100 კმ/სთ : 4,2 წამი
მაქსიმალური სიჩქარე : 291 კმ/სთ
ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ “ალფა რომეო” ავტოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივ საცემი ბრენდია. იტალიური საწარმოს ისტორია საბრძოლო და სპორტულ ავტომობილებთან არის გადაჯვარული. გარკვეული მიზეზების გამო სამწუხარო , ალფა 90იანების შუა რიცხვებამდე აშშ-ში არ გაყიდულა ახლა კი მისი არაშვეულებრივი და მომხიბლავი მოდელით “8c კომპეტიციონეთი” დაბრუნდა.
ამ მოდელის ექსტერიერი თანამედროვეა , მაგრამ ალფას ფანები მის ძარაზე წარსულის აჩრდილებსაც აღმოაჩენენ. მის ძარაზე კარბონის დეტალებია გამოყენებული , რაც მის ფასს კიდე უფრო ზრდის (250 000 $ სრული აღჭურვილობით). ამ მანქანის კუპე ვერსიას “8C სპაიდერი” ეწოდება , რომელიც ასევე სწრაფი და ელეგანტურია.
ალუმინის 32 სარქველიანი V8 “ფერარისა” და “მასერატის” დახმარებით არის შექმნილი და 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ბრუნვის მომენტია 354 ფუნტი/ფუტზე. ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ასევე “მასერატის” მსგავსია.
V8 ძრავის ანალოგიურად , 8C-ს სავალი ნაწილიც “მასერატის” ნაწილებისგან არის დამზადებული და ამაში არაფერი ცუდი არაა. ავტომობილის ძირი “კუატროპორტეს” მოდიფიცირებული ვერსიაა , ხოლო დაკიდება ასევე ამ ცნობილი სედანიდანაა აღებული. 8C მოდენაში , იტალიაში მდებარე “მასერატის” ქარხანაში აიწყო.
თანამედროვე ალფას მფლობელები ინსტრუმენტების პანელის ძირითად ფორმას ადვილად ცნობენ. პანელი ყველეა საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი. 8C-ს ექსტერიერი ლამაზი და მარტივია , ხოლო რაც შეეხება ინტერიერს ზედმეთად გადატვირთული ჩანს პატარ პატარა ღილაკებით… თუმცა კარბონით , ალუმინით და ტყავით ლამაზად და სასიამოვნოდაა გაწყობილი.
იცოდით რომ ?
სახელწოდება 8C იტალიური ფრაზიდან “Otto Cilindri” მოდის , რაც რვა ცილინდრს ნიშნავს
კომენტარებში მიუთითეთ რომელ მანქანზე გინდათ იხილოთ შემდეგი პოსტი