პატრიკ როჯერმა საფრანგეთში შექმნა 10 მეტრის სიმაღლის შოკოლადის ნაძვის ხე. როჯერი და მისი მთელი გუნდი ამ გემრიელი ნაძვის ხის შესაქმნელად ერთი თვე მუშაობდნენ, პარიზის შოკოლადის ქარხანაში.
ნაძვის ხე გაკეთდა 1 ტონა შოკოლადისაგან, რაც დაახლოებით 800 000 ჩვეულებრივი ზომის შოკოლადის ეკვივალენტია. პატრიკ როჯერმა ეს ყველაფერი ქველმოქმედებისთვის გააკეთა. ადამიანები, რომლებიც გაიღებენ შემოწირულობას მიიღებენ ამ უგემრიელესი საშობაო ნაძვის ხის ნაჭერს.