ზოგ ქვეყანაში გაზაფხული უკვე მყარად შევიდა, ზოგან კი ისევ ცივა , თითქოს ზამთარიაო. აი, მაგალითად, იაპონიაში საკურა შარშანდელზე ადრე დაიწყო, ტოკიო კი ყვავილოვან ხეებში იძირება. ჰონკგონკგში, ვიქტორიას პარკში გაიხსნა ყვავილების გამოფენა “Hong Kong Flower Show 2013”, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. აქ უკვე შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი ყვავილოვანი ინსტალაციები, კომპოზიციები, პანოები, ბუკეტები, რომელთა შექმნაზეც დეკორატორებმა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ფლორისტებმა იზრუნეს