მსოფლიოს 7 ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი
ჩემი გამოთვლებით საქართველოში მსგავსი ატრაქციონები უახლოესი 10 წელი არ გვეღირსება და სხვა რა დაგვჩენია ექსტრემის მოყვარულებს, უყუროთ როგორ კატაობენ და ერთობიან უცხოელები :sackali:
გირჩევთ რომ ყველა ვიდეოს უყუროთ :)
1. Kingda Ka – ყველაზე მაღალი და ყველაზე სწრაფი ამერიკული მთები
მხრები დაბლა, თავი უკან და ჩაეჭიდეთ :D მხოლოდ 28 წამი გრძელდება ეს სიამოვნება მაგრამ ამ მოკლე დროშიც კი გეუფლებათ საოცარი განცდა და გამოიყოფა ძალიან დიდი რაოდენობით ადრენალინი. მატარებელი ჰიდრავლიკურ მექანიზმზეა აგებული და იგი ანვითარებს 206 კმ/სთ სიჩქარეს. და როდესაც გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა იგი ადის 139მ სიმაღლეზე და ეშვება. აქვე სამწუხარო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. Kingda Ka გაიხსნა 2005 წლის 26 მაისს მაგრამ რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზების გამო დაიხურა, ხოლო 2009 წლის მაისის დასაწყისში განათების ბოძს შეეჯახა.
2. Dodonpa – ყველაზე ძლიერი აქსელერაცია
შიში გიპყრობს Dodonpa-ზე დაჯდომის თანავე რადგან მგზავები ატრაქციონის დაწყებას ბნელ გვირაბში ელოდებიან. 3 2 1 და ელვის სისწრაფით მიქრის მატარებელი მაღლა 52 მ-ზე და ეშვება. 2001 წელს როდესაც ეს ატრაქციონი გაიხსნა ის ყველაზე ჩქარი იყო მსოფლიოში. დღესდღეისობით ამ სტატუსით ვერ დაიკვეხნის მაგრამ სხვა ამერიკულ მთებს შორის გამოირჩევა ყველაზე ძლიერი აქსელერაციით. მისი სიჩქარე 172 კმ/სთ-ია რომელსაც 2 წამზე ნაკლებში ანვითარებს.
3. Steel Dragon 2000 – ყველაზე გრძელი ამერიკული მთები მსოფლიოში
მდებარეობს იაპონიაში. ატრაქციონის ავტორი არის Morgan Manufacturing. გაიხსნა 2000 წელს. ამ ატრაქციონის გახსნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იაპონიაში და 2000 წელს Steel Dragon-ის წელსაც კი უწოდებენ. მისი სიგრძე 2480 მეტრს შეადგენს.
4. Top Thrill Dragster
მისი სიმაღლე 122 მ-ს აღწევს. მდებარეობს აშშ-ი ოჰაიოს შტატში. სიჩქარე აღწევს 190 კმ/სთ-ს. და როდესაც ეს ატრაქციონი გაიხსნა, 2003 წელს, მან ერთდროულად სამი რეკორდი მოხსნა: ყველაზე მაღალი, ყველაზე სწრაფი და ამ ატრაქციონის თავისუფალი ვარდნის სიჩქარე იყო ყველაზე დიდი.
5. Thunder Dolphin – ყველაზე საშიში ატრაქციონი
მდებარეობს ქალაქ ტოკიოში და გამოირჩევა მისი უნიკალური დიზაინით. მისი სიგრძე 1067 მ-ია. ატრაქციონი LaQua-ს შენობაში განთავსებულ პატარა გვირაბს გაივლის. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 130 კმ/სთ.
6. Tower of Terror – ყველაზე მაღალი და ყველაზე ჩქარი ატრაქციონი
მდებარეობს ავსტრალიაში. 7 წამში ანვითარებს 160.9 კმ/სთ სიჩქარეს. კარუსელი 90 გრადუსით, ვერტიკალურად ადის ზევით და შემდეგ ეშვება. ეს ატრაქციონი არ ითვლება ამერიკული მთების ტიპის ატრაქციონად. ამიტომ ის არის ყველაზე მაღალი და ყველაზე ჩქარი მაგრამ არა ამერიკული მთები
7. Millennium Force – ყველაზე გრძელი ამერიკული მთები აშშ-ში.
ამ ატრაზციონმა მოღვაწეობა დაიწყო 2000 წელს. Millennium Force ყველაზე მაღალი წერტილიდან ეშვება 300მ-ზე. 2 ბნელი გვირაბი, 2 122 გრადუსიანი ბრუნი. მისი სიგრძე შეადგენს 2010მ-ს და მაქსიმალური სიჩქარე რომელსაც ეს ატრაქციონი აღწევს არის 150 კმ/სთ. ატრაქციონის ხანგრძლივობა არის 2 წუთი და 20 წამი.
ეს სურათი ისე :D თავბრუ რომ დაგეხვეთ იმისთვის :D :yvavili: