გართობაკულტურა

საინტერესო ფაქტები

261b307d6fda
გაგრძელებაში იხილავთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს

1. მე-17 და მე-18 საუკუნეებში ევროპაში მონარქების საყვარელი გართობა იყო- “მელის სროლა”.  სასახლეში შეჯიბრებისათვის მზადება დიდი ზარ-ზეიმით იწყებოდა, მეფეები და წარჩინებულები ცოცხალ არსებებს რაც შეიძლება ზევით, ცისკენ ისროდნენ და ფიზიკური ძალის დემონსტრირებით თავს იწონებდნენ. ის , ვინც ცხოველს 7 მეტრზე მაღლა ააგდებდა გამარჯვებულად ითვლებოდა. რათქმა უნდა, ცხოველთა ბედი არავის აღელვებდა.                                                                                                1648 წელს დრეზდენში ავგუსტ ძლიერის მიერ გამართულ შეჯიბრში 647 მელა, 533 კურდღელი და 34 მაჩვი დახოცეს.    :(

2. მექსიკის უდაბნოში არსებობს ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი  ანომალური ზონა “ტესტის ზღვა”. 400 მილზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე, ქალაქ ელ-პასოს მახლობლად, აუხსნელი მაგნიტური ძალა მოქმედებს რომელიც ახშობს რადიოტალღებს. აქ არ მუშაობს არც რადიომიმრები, არც ტელევიზორი. თუმცა აქ მაინც ცხოვრობს ადამიანთა მცირე ჯგუფი. “სიჩუმის ზონის” სახელით ცნობილი ეს ადგილი პარანორმალური მოვლენებით აკვირვებს მსოფლიოს.  მაცხოვრებლები ხშირად ხედავენ ცაზე მოცურავე ცეცხლის ფერად ბურთებს.
3. 1913 წლის 21 დეკემბერს ამერიკული გაზეთის “ნიუ იორკ ვორდის” ფურცლებზე გამოჩნდა იმ დროისათვის მეტად უცნაური ნახაზი,  რომელიც მკითხველის გასართობად შეიქმნა: კროსვორდი.  პირველი კროსვორდის ავტორია ინგლისიდან ემიგრირებული ახალგაზრდა ჟურნალისტი -არტურ უინნი. მან ჟურნალის გასახალისებლად რედაქტორს შესთავაზა იმ თამაშის ჩადება, რომელსაც იგი ბაბუასთან ერთად თამაშობდა ბავშვობაში და მას  “მაგიური კვადრატები” ერქვა. ნოვაციამ გაზეთი ორმაგად უფრო გაყიდვადი გახადა.

4. რუმინეთში, სოფელ სეპინეცში არდებობს მხიარული სასაფლაო.  დადარდიანებული რუმინელები ხშირად დადიან ამ სასაფლაოზე,  კითხულობენ ეპიგრამებს,  ათვალიერებენ უცნაურ, ღიმილისმომგვრელ ქანდაკებებს, იცლებიან უარყოფითი ენერგიისაგან და სახლში კმაყოფილი ბრუნდებიან. აქვეა დასაფლავებული  ამ იდეის ავტორი და სასაფლაოს დამაარსებელი: იონ პეტრიმმა თავად გაიმზადა წარწერა სასაფლაოზე: აქ განისვენებს ადამიანი,  რომელსაც არასოდეს და არავისთვის არ მიუყენებია ბოროტება.

5.  მსოფლიოში ყველზე ძვირი ყავის სახეობაა არაბიკას ყავა “კოპი ლუაკ”. მაგრამ ყველამ როდი იცის ამ ყავის მიღების პროცესი:  მანგუსტი ჭამს ყავის მარცვლებს, ადამიანები მის ნაჭამ და მუცელში გადამუშავებულ  ყავას აგროვებენ, რეცხავენ გამდინარე წყლით, აშრობენ მზეზე და  იყენებენ უნიკალური ყავის მოსამზადებლად. ყავას განსაკუთრებულ გემოს  მანგუსტის კუჭის წვენი აძლევს, ეს ყავა ძალიან არომატულია და ერთი ფუტი 150 დოლარი ღირს.    

6. 4 აპრილს მთელი კათოლიკური სამყარო აღნიშნავს წმინდა  ისიდორე სევილიელის დღეს. 1999 წელს პაპმა იოანე პავლე მეორემ წმ. ისიდორე ოფიციალურად აღიარა “მსოფლიო ქსელის” -ინტერნეტის მფარველად. დღესდღეობით ინტერნეტს მფარველი ამ წმინდანის სახით ყავს. კათოლიკებს ასევე აქვთ ლოცვა, რომელსაც ინტერნეტში შესვლის წინ კითხულობენ.  

7. პირველი სარკე არქეოლოგებმა ეგვიპტეში, 150 წლის წინ იპოვეს, რომელიცლითონისაგან მზადდებოდა, იგი სინესტისაგან მალე იბურებოდა და არ იძლეოდა კარგ გამოსახულებას. მომდევნო ეტაპზე სარკის დამზადება ვერცხლისაგან სცადეს,  თუმცა ბრინჯაოს მსგავსად, ისიც მალე ფერმკრთალდებოდა. მე-16 საუკუნის ვენეციაში   შეიქმნა თანამედროვე სარკის პროტოტიპი. ვენეცია 200 წელი ინახავდა სარკის დამზადების საიდუმლოს და ამიტომ მთელი ევროპა  ვენეციიდან იწერდა სარკეებს.

8. ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობს უცნაური ხალხი-ტიარეგები, რომლებიც სხეულს ინდიგოთი იღებავენ, რის გამოც  კანს ცისფერი შეფერილობა ეძლევა, ამიტომ მათ “ცისფერ ხალხსაც” უწოდებენ. თუმცა უფრო უცნაურია ამ ხალხის ერთი ტრადიცია, რომელსაც ყველა ემორჩილება: ტიარეგი მამაკაცები ვალდებულნი არიან სახე რიდეთი დაიფარონ. ისინი სახეს ვერ გამოაჩენენ ვერც სახალხოდ  და ვერც შინაურ წრეში, თუ მათთან ცოლის ნათესავები იმყოფებიან. ამ ხალხში  დღემდე  მატრიარქატია და ცოდნის მატარებლები მხოლოდ ქალები არიან. 

9. პირველი ასანთი გამოიგონა გერმანელმა გამომგონებელმა იოჰან კამერერმა 1833 წელს. თუმცა, თავისი გამოგონების დაპატენტება ვერ შეძლო, რადგან იმ  დროს დაპატენტების კანონი არ არსებობდა.  კამარერმა ასანთის ღერებზე თეთრი ფოსფორი წაუსვა. რადგან ფორფორი მომწამვლელი ნივთიერებაა, მალე, 1835 წელს აიკრძალა ასანთის წარმოება ხანძრის გაჩენის საშიშროების საბაბით.  მოგვიანებით ავსტრიაში კვლავ გამოჩნდა ასანთის ახალი ვარიანტი-ამჯერად წითელი ფოსფორის თავით, რომელიც უსაფრთხო და სასარგებლო ნივთად აღიარეს და ევროპაში მისი წარმოება დაუშვეს.  :papa:

10. ახალი წლის ღამეს ნიდერლანდელი ბავშვები ელიან თოვლის ბაბუის დამხმარის- “შავი პიტერის” მოსვლას. იგი ცელქი ბავშვების დასასჯელად ახალი წლის ღამეს იცლის  ხოლმე, ხოლო თუკი ის არ გამოჩნდა- ესე იგი დილით პატარებს საჩუქრები დახვდებათ საწოლთან.

ეს ჩემი პირველი პოსტია, თუ მომიწონებთ, გაგრძელებები იქნება  და აბააა…. ველი კომენტარეეებს  :love:  :

მსგავსი ამბები

Back to top button