ხელოვნების მიმდინარეობები (ნაწილი II)
დღეს მინდა თხრობა გავაგრძელო (ვინც წაიკითხა პირველი ნაწილი) და მოგითხროთ ხელოვნების მიმდინარეობეებზე.
აბსტრაქციონიზმი
მიმდინარეობა სახვით ხელოვნებაში XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებსა და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისისნი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერებისა და ფორმების კომბინაციები უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისე, როგორც ადამიანში წარმოსშობილი განცდებისა და ემოციების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ვასილ კანდინსკი.
არტ-დეკო
არტ-დეკო არის მიმდინარეობა დეკორაციულ ხელოვნებაში. ჩაისახა საფრანგეთში XX საუკუნის 20-იან წლებში, შემდეგ კი აშშ-ში გავრცელდა. არტ-დეკომ დიდი ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე.
არტ-ნუვო
არტ-ნუვო (იგივე მოდერნი) არის მიმდინარეობა ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში. ჩაისახა XIX საუკუნის დასასრულს და პოპულარობის პიკს XX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. საქართველოში და კერძოდ თბილისში მრავლადაა ამ სტილით ნაგები შენობები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეროვნული ბანკის შენობა, თი-ბი-სი ბანკის ცენტრალური ოფისი.
ბაროკო
ბაროკო ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილიც, რომელიც ამ დროს დომინირებდა. ჩაისახა იტალიაში XVII საუკუნის დასაწყისში და შემდეგ მთელ ევროპას მოედო. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრისა და გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებული იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად.
დე შტეილი
დე შტეილი არის მიმდინარეობა ხელოვნებაში. ჩაისახა ჰოლანდიაში 1917 წელს. დე შტეილის პროპონენტები მიისწრაფვოდნენ სულიერი ჰარმონიისა და წესრიგის ახალი უტოპიური იდეალის გამოხატვისკენ. ისინი წმინდა აბსტრაქციასა და უნივერსალურობას ქადაქებდნენ ფორმისა და ფერის საწყისებამდე დაშლით, ამარტივებდნენ რა ვიზუალურ კომპოზიციებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მიმართულებამდე, უმთავრესად პირველადი ფერების გამოყენებით შავისა და თეთრის გვერდით.
კლასიციზმი
კლასიციზმი არის მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატრაში, წარმოიშვა ევროპაში XVII საუკუნეში. კლასიციზმი აბსოლიტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადდა. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. აქ შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებასა და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.