არქივი

რა სასწაულის მომსწრე გახდა მხატვარი და როგორ ისწავლა მან სიზმარში ხატვა

0ad960c39075

რა სასწაულის მომსწრე გახდა მხატვარი და როგორ ისწავლა მან სიზმარში ხატვა

თვითნასწავლმა მხატვარმა რეზო მექვაბიშვილმა საკუთარი ისტორია და შემოქმედება გაგვაცნო. დღეს ის ქალაქ გორში ცხოვრობს. ინსულტის მიღების შემდეგ ლოგინს მიჯაჭვულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებ, უჭირს მეტყველებაც. უსახსრობის გამო სრულ რეაბილიტაციას ვერ იტარებს.
_ ბატონო რეზო, როდიდან დაიწყეთ ხატვა?
_ ხატვა 29 წლისამ დავიწყე. ეს იყო 1987 წლის 6 ივნისი. შიზმრად შემოდგომა და ყვითელი ფოთლები ვნახე. გაღვიძებისთანავე ავიღე ჩემი პატარა შვილის თეთრი ზეწარი, ფანქრები და ეკლესია დავხატე. პროფესიით ინჟინერი ვარ და როდესაც ხატვა დავიწყე, ამ საქმიანობას დიდ დროს ვუთმობდი. ჩემი ოჯახი ამ ამბავს უარყოფითად შეხვდა. ხატვამ ისე გამიტაცა, რომ აღარაფერი აღარ მინდოდა ამ საქმიანობის გარდა. მანმადე სახვით ხელოვნებასთან არანაირი შეხება არ მქონია. არც ბავშვობაში გამომიხატავს ხატვის ნიჭი.
_ რა საქმიანობას ეწეოდით მანამ, სანამ ხატვას დაიწყებდით?
_ ინჟინრად ვმუშაობდი, რაც შეეხება ბავშვობას კარგად და სასიამოვნოდ მახსენდება.
_ აღმოგაჩინათ საზოგადოებამ როგორც მხატვარი?
_ მე არავის არ აღმოვუჩენივარ, მე ახლაც აღმოსაჩენი ვარ. ჩემს ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, ბიძაშვილი მყავდა საფრანგეთშ, მასთან სტუმრად ჩავედი. გზად ჩემი ნახატები გავიყოლე. თითქმის ყველას ვაჩვენებდი ჩემს ნამუშევრებს. ერთ-ერთი ასეთი ჩვენების დროსაც შემხვდა იაპონელი კაცი, რომელიც ჩემი ნახატებით დაინტერესდა. ახლაც მახსოვს მისი სახელი და გვარი: კლოდ მანი. საოცარი ის იყო, რომ ეს ადამიანი ფიზიკურად ძალიან მგავდა. ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მან დამიკვეთა ნახატების შექმნა. მე მას ვუხატავდი, მაგრამ კონტრაქტის თანახმად, უფლება მქონდა მხოლოდ მისთვის მიმეყიდა ნახატები და სხვა არავისთვის. საქართველოში დაბრუნების შემდეგრამდენჯერმე კიდევ გავუგზავნე ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ორმოცამდე ნახატი დამეკარგა. ადამიანი, რომელსაც ეს ნახატები გავატანე კლოდ მანთან, გზაში გარდაიცვალა. საფრანგეთში ყოფნის დროს რამდენჯერმე გამოფენებშიც მივიღე მონაწილობა. საკმაოდ სოლიდურ გალერეაში გამოიფინა ჩემი ნამუშევრები.
_ თქვენ ასევე აქტიურად იყავით დაკავებული ეკლესა-მონასტრების მოხატვითაც…
რა სასწაულის მომსწრე გახდა მხატვარი და როგორ ისწავლა მან სიზმარში ხატვა
დღეს, 1:30

a5af5773f835

_ 1989 წელს მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით უსანეთის ეკლესიის მოხატვა დავიწყე, რომელიც მანამადე მიტოვებული იყო. მოვხატე სხვა ეკლესიებიც: ახრისის, მეჯვრისხევის, ცხინვალის, ლომისის და სხვა.
_ დღეს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გაქვთ?
_ ყოფითი პრობლემების გამო სმა დავიწყე, ამან ხელი შეუწყო ჩემი ჯანმრთელობის გაუარესებას. ინსულტი მივიღე ძალიან მძიმე ფორმით. სანამ ეს დამემართებოდა, იმ პერიოდში ეკლესიის მოხატვით ვიყავი დაკავებული. როდესაც ღვთისმშობლის ხატის მოხატვა დავასრულე და ბოლო წერტილი დავსვი, ინსულტი სწორედ მაშინ დამემართა. მიწაზე დავეცი და გათიშული ნაცნობმა კაცმა შემამჩნია, რომელმაც სახლამდე მიმიყვანა. მაშინ სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობდით. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და სულ საწოლს ვარ მიჯაჭვული.
_ თქვენ ამის შემდეგ ვეღარ შეძელით მარჯვენა ხელის ამოძრავება და ხატვა მარცხენა ხელით დაიწყეთ. ეს როგორ მოხდა, რთული არ იყო?
_ თავიდან დავიბადე, როცა მარცხენა ხელით ხატვა დავიწყე. ეს პროცესი რთული არ იყო, რადგან უფალმა მოინდომა ეს საქმე მეკეთებინა და მანვე განახორციელა ჩემი ეს პროცესი. ექიმები იმედს მაძლევენ, რომ გამოვრჯანმრთელდები, მაგრამ ნორმალური რეაბილიტაციის ჩატარების საშუალება არ მაქვს. ექიმებისგან დანიშნულ მასაჟებს კი ვიკეთებ.
_ სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი?
_ ზუსტად ვერ გეტყვით ძალიან ბევრი გავყიდე, ბევრიც გავაჩუქე. ამჟამად ალბათ 50-მდე ნამუშევარი მექნება.
_ გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
_ ადრე უფრო ხშირად ვიღებდი მონაწილეობას, ახლა აღარავინ მეძახის.
_ არ გეძნელებათ თქვენი ნახატების გაყიდვა? როგორც წესი ეს პროცესი მხატვრებს ძალიან არ უყვართ ხოლმე.
_ რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან რთული პროცესია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, თუმცა ახლა წელიწადში ერთ ნახატს თუ გავყიდი.
_ ეკლესიის მოხატვისას თქვენ სასწაულის მომსწრე გახდით. მოგვიყევით. . .
_ როდესაც ღვთისმშობელს ვხატავდი, რომელსაც ცრემლები მოსდიოდა მეც ტირილი დავიწყე, რადგან რასაც ვხატავდი იმას მეც განვიცდიდი. მხოლოდ ხატთან და ჩემს გარშემო წვიმდა. ყველაზე დიდი სასწაული კი რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, იყო უსანეთის მონასტრის მოხატვა. მონასტერისთვის, რომელიც მიტოვებული იყო, გადავწყვიტე, რომ რეაბილიტაცია ჩამეტარებინა და ჩემი ხელით დავიწყე ერთ-ერთ კედელზე ქეთევან წამებულის დახატვა. დილიდან საღამომდე ვხატავდი და მეორე დღეს, როდესაც ტაძარში საქმის გასაგრძელებლად მივედი, ნახატი აღარ დამხვდა. მე კიდევ დავხატე, კიდევ წაიშალა და ეს შემთხვევა რამდენჯერმე განმეორადა. ცოტა ხნის შემდეგ კი 1991 წელს მიწისძვრა მოხდა და კედელი, რომელზეც ქეთევან დედოფლის გამოსახვას ვცდილობდი მთლიანად გაიპო. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ფაქტი სასწაული იყო და მონასტრის მოხატვას და რეაბილიტაციას თავი დავანებე. დღეს გაუარესებული ჯანმრთელობის გამო სახლში ვხატავ. სამწუხაროა ის, რომ დასახატად საჭირო მასალები არ გამაჩნია…

წყარო:intermedia.ge

R.V.P

dzaan magari kaci

მსგავსი ამბები

Back to top button