ბურკა
გაინტერესებთ რა არის ბურკა? ან როდის შემოიღეს ის მუსულმანი ქალების სამოსად? მაშინ ნახეთ გაგრძელება ;)
ბურკა, მუსულმანურ ქვეყნებში ქალის შესამოსელი, პირველად ავღანეთში მეფე ჰაბიბულაჰის (1901-1919წწ) მმართველობის პერიოდში შემოიღეს. მან თავის ჰარემში მცხოვრებ ორას ქალს ჩადრის ტარება დაუწესა, რათა სასახლის გარეთ მოსეირნე ლამაზმანებს თავიანთი ეშხით სხვა მამაკაცები არ მოეხიბლათ და ეცდუნებინათ. მათთვის განკუთვნილი გრძელი ჩადრები ძვირფასი აბრეშუმისაგან მზადდებოდა და სხვადასხვა ნაქარგებით ირთვებოდა. ჰაბიბულაჰის პრინცესები ოქრომკერდით ნაქარგი ბურკებითაც კი დადიოდნენ. ამგვარად, გრძელი ჩადრი მაღალი კლასის წარმომადგენელ ქალთა ატრიბუტი გახდა, რისი საშუალებითაც ისინი თავს ცნობისმოყვარეთა მზერისაგან იცავდნენ.
ორმოცდაათიან წლეში ეს სამოსი მთელ ქვეყანაში გავრცელდა, მაგრამ ის ძირითადად მაინც მდიდარი ქალების პრეროგატივად ითვლებოდა.
ჩადრის ტარებას მოწინააღმდეგენიც გამოუჩდნენ. 1959 წელს ერთ-ერთ ეროვნულ დღესასწაულზე სახელმწიფო მინისტრმა – პრინცმა დაუდმა თავისი ცოლი თავდაუბურავად წარუდგინა საზოგადოებას, რითაც ყველა შოკში ჩააგდო. მან სხვა მინისტრებსაც მოუწოდა, თავიანთი ცოლებისთვის ბურკის ტარება აეკრძალათ. ქაბული ქუჩებში მეორე დღესვე გამოჩდნენ ქალები, რომელთაც ჩადრები მცირე ზომის ქალური ქუდებით ჩაენაცვლებინათ.
ასე რომ, ჩადრის ტარება მაღალი წრის ქალებმა შემოიღეს და შემდეგ მათვე თქვეს პირველებმა უარი მის ჩაცმაზე. ქალბატონების ბურკები მათმა მსახურებმა გადაიბარეს და ამგვარად, ეს სამოსი თანდათანობით დაბალი კლასის სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად პაშტუნმა (ავღანელების ერი შტო) კაცებმა მოსთხოვეს თავიანთ ქალებს ბურკის ტარება. შემდეგ მათ სხვა ეროვნების წარმომადგენლებაც მიბაძეს.
პრინც დაუდს სურდა ეს საშინელი სამოსი სრულიად მოეშორებინა ქვეყნიდან. 1961 წელს მან გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურში მყოფ ყველა ქალს სამუშაოზე თავდაბურული მისვლა ეკრძალებოდა. ამას გარდა, მათ თანამედროვე თანსაცმლის ხმარების უფლებაც მიეცათ. ამ კანონის გატარებას დიდი დრო დასჭირდა. მუსლიმი ფუნდამენტალისტებისგან დიდი აგრესია მოდიოდა. ისინი შილიფად ჩაცმულ ქალებს ფეხებში ტყვიის დახლით და სახეში მჟავის შესხმით ემუქრებოდნენ.
სამოქალაქო ომის შემდეგ, როცა ყვეყანაში ისლამისტური მმართველობა დამყარდა, ქალების ერთმა ნაწილმა კვლავ დაიწყო სახის დაფარვა და ბურკის ტარება. თალიბანის დამკვიდრების შემდეგ კი ქაბულის ქუჩებში ქალის ერთი რომელიმე ნაკვთის დანახვაც კი შეუძლებელი გახდა.