კულტურა

სენსაციური აღმოჩენა მარტვილში

548917d9158e

ივლისის თვეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს, მარტვილის რაიონში, მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი აღმოაჩინეს. აგვისტოში ილიას უნივერსიტეტმა საველე დაზვერვითი ექსპედიცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პალეონტოლოგებმა ვიაჩესლავ ჩხიკვაძემ და ვასო გაბუნიამ. მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენა სენსაციურია.

პირველ ნაკვალევს სრულიად შემთხევით გადააწყდნენ.კირქვოვან შრეზე, ჩამავალი მზის შუქზე, მკაფიოდ ჩანდა მცირე ზომის მტაცებელი დინოზავრის უკანა ფეხის სამთითა ნატერფალი. რამდენიმე მეტრში ამ ადგილიდან აღმოჩნდა მეორე ნატერფალიც, რომელიც, სავარაუდოდ, ბალახისმჭამელ დინოზავრს ეკუთვნის. აღმოჩენის შესახებ ილიას უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ გიგი თევზაძეს უამბეს .ამავე უნივერსიტეტის დაფინანსებით, აგვისტოს შუა რიცხვებში დაზვერვითი ექსპედიცია მოეწყო. პროფესიონალ პალეონტოლოგებს სპელეოლოგი ამირან ჯამრიშვილი და კინორეჟისორი დავით გოგუაძე ეხმარებოდნენ. ადგილი საფუძვლიანად დაათვალიერეს და ახალ არტეფაქტებსაც მიაგნეს.შედარებით დიდი ზომის ბალახისმჭამელი დინოზავრის კარგად დაცული ნაკვალევი ჩანჩქერის კიდეზე აღმოჩნდა. აქვე აღმოაჩინეს ზღვის ზღარბების ნიჟარებიც. ეს ნიჟარები კარგად არის გამოკვლეული და მათი ასაკიც ცნობილია – მეზოზოური ერის ზედაცარცული პერიოდი, ანუ დაახლოებით 100 მილიონი წელი ჩვენს ერამდე. აღმოაჩინეს ასევე კირქვაში დიდი ზომის ქვეწარმავლის მალები,და შემდგომ მისი მთელი სხეული,ტუმცა ძვლების ამოგება ვერ მოახერხეს  რადგან იყო საფრთხე  დაზიანების.

მეცნიერების თქმით, წინასწარი შესწავლის საფუძველზე, სწორედ ზღვის გიგანტური ბინადარი მტაცებელი ქვეწარმავლის – მოზაზავრის ნაშთებია მარტვილის მახლობელ კლდეებში განმარხული.მდინარე აბაშის ხეობაში დატოვებული ნატერფალები ხმელეთის დინოზავრებს ეკუთვნით. ბალახისმჭამელ და მათზე მონადირე მტაცებელ დინოზავრებს ზღვის სანაპიროზე გაუვლიათ და ლამზე ღრმა ნაკვალევი დაუტოვებიათ. ნაფეხურები მზეზე გამოშრა და გამაგრდა. შემდეგ იგი ზღვის ქვიშის მრავალმეტრიანი ფენით დაიფარა. ათეულობით მილიონი წლის შემდეგ ზღვამ უკან დაიწია. ნალექები კლდოვან მასივად გადაიქცა. მომდევნო გეოლოგიური პროცესების შედეგად კი ნაკვალევიანი შრე გაშიშვლდა. ნაკვალევთა უნიკალურობა იმაშია, რომ მზის, ქარისა და წვიმის ზემოქმედებით მათი წაშლა მხოლოდ ათწლეულების საქმეა. დროის სწორედ ამ მონაკვეთში უნდა გადააწყდეს მას მეცნიერი.

რაც შეეხება მოზაზავრის განმარხულ ძვლებს – ისინი ნაკვალევიდან 4-5 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კირქვოვან ნალექებშია ნაპოვნი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოზაზავრები ღრმა ზღვის ბინადარნი იყვნენ. მას შემდეგ, რაც აქ ხმელეთის დინოზავრებმა პრეისტორიული ოკეანის “პლაჟზე გაისეირნეს”, ეს ადგილები ოკეანის წყლით დაიფარა. სწორედ პრეისტორიულ ზღვაში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა გიგანტური ქვეწარმავალი. მისი გვამი ფსკერზე დაეშვა და ლამით დაიფარა. ცხოველის რბილი ქსოვილები რამდენიმე კვირაში დაიშალა, ხოლო ჩონჩხმა ფოსილიზაციის (განამარხება) რთული პროცესი გაიარა. მთათაწარმოქმნის მძლავრმა კატაკლიზმებმა ზღვის ფსკერი ზემოთ ამოსტყორცნა. მდინარე აბაშამ კი ათასწლეულების მანძილზე ღრმა კანიონი გაჭრა და სწორედ ამ კანიონის კლდოვან კედლებში გამოჩნდა პრეისტორიული მტაცებელი ქვეწარმავლის ნაშთები.

a4f883751bf4

b05a06b896f5

5ea0f746fad0

bc40b71c12a0

d7772769ba9d

მეტი სურათი ვერ ვნახე არ იყო  :cry:

წყარო: გაზეთი რეზონანსი

მსგავსი ამბები

Back to top button