საკითხავისურათებიუცნაური

წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში (ნაწილი 1)


სუსტი გულის ადამიანებს გაგრძელებას არ ვურჩევ

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში. მიუხედავად იმისა, რამდენად ამაზრზენი და ბარბაროსული ჩანს ისინი დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ დროს ამ მეთოდების გამოყენება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მის მარწუხებში შეიძლებოდა, უბრალოდ განსხვავებული აზრის ქონის გამო აღმოჩენილიყავით.


თავის მსრესავი
ნიკაპი მაგიდას ეყრდნობოდა, თავის ქალა კი გუმბათოვან სახურავში თავსდებოდა. ჯალათი ხრახნის ტრიალს იწყებდა, რაც სახურავს სწევდა ქვემოთ. ჯერ კბილები იმსხვრეოდა და ღრძილები სკდებოდა, შემდეგ ყბა ნაქუცდებოდა, ბოლოს თვალები ვარდებოდა ბუდიდან, რასაც ტვინის ყურებიდან გადმოჟონვა აგვირგვინებდა. თავის მსრესავის ზოგიერთ ვერსიას სპეციალური სათავსოც კი ჰქონდა, რომელიც გადმოცვენილ თვალებს იჭერდა. საწყის პერიოდში ამ მოწყობილობის გამოყენებისას წამების პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო – ჯალათი ხრახნს ზემოთ ასწევდა ხოლმე, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ქვემოთ სწევდა. ყოველ მოჭერაზე საბრალო მსხვერპლს მთელ სხეულში ტკივილის საშინელი ტალღა უვლიდა.


კატის თათი
მართალია, ყოველთვის სიკვდილს არ იწვევდა, მაგრამ არანაკლები ტკივილის მოყენება შეეძლო. კატის თათს ზოგჯერ სპეციალურ სახელურს უკეთებდნენ, არსებობდა მისი სხვადასხვა ვერსია ზომისა და გარეგნობის მიხედვით, რაც ჯალათის ხელის ფორმაზე იყო დამოკიდებული. მორგების შემდეგ იწყებოდა დამნაშავის სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან ქსოვილების მოგლეჯა, გაპობა, ჭრილობის მიყენება და დასახიჩრება. კატის თათის ბასრი კბილანები ძვლამდე აღწევდნენ და მსხვერპლს არაადამიანურ ტკივილს აყენებდნენ.


მუხლების მხლეჩავი
მოქმედების პრინციპი სახელიდანაც გასაგებია. მოწყობილობა იყო ხის და მოიცავდა ორ ნაჭერს, რომლებიც კბილანებით იყვნენ აღჭურვილნი. მსხვერპლის ფეხებს მათ შორის ათავსებდნენ, ისე რომ კბილანები წინიდან და უკნიდან მუხლებს შეხებოდა. ამის შემდეგ იწყებოდა ხრახნების ტრიალი. ხრახნები ხის ნაჭრებში იყო გაყრილი და კბილანები ერთმანეთისკენ მიიწევდნენ, სანამ არ შეეხებოდნენ. ამის შედეგად, ფეხების ნაწილი მუხლს ქვემოთ სრულიად უსარგებლო ხდებოდა. ხანდახან იყენებდნენ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც, მაგალითად მკლავებისთვის. მუხლების მხლეჩავი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ინკვიზიტორებში.


მენაგვის ქალიშვილი
ეს მოწყობილობა გამოიგონა ლონდონის თაუერის ლეიტენანტმა სერ უილიამ სკევინგტონმა ჰენრი VIII-ის მეფობის პერიოდში. მისი მეშვეობით სხეულის შეკუმშვას ახდენდნენ. ზედა ნაწილში თავსა და ხელებს უყრიდნენ, ქვედაში – ფეხებს. წამების დაწყებისთანავე მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა. ამის შემდეგ იწყებოდა სისხლდენები ცხვირიდან და ყურებიდან. თუკი ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, მიღებული შოკისგან სრული აშლილობა ემართებოდა.


იუდას სკამი/იუდას აკვანი
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და პირამიდის ფორმის მოწყობილობაზე ზემოდან სვამდნენ, საჯდომით ან ვაგინით წვეტზე. არის ვარაუდი, რომ ზოგჯერ ამ დროს ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ, რაც სხეულის ქვემოთ მოქაჩვას იწვევდა, წვეტი კი ღრმად შედიოდა ტანში და თანდათან შუაზე ყოფდა სხეულს. თუმცა ამის გარეშეც საკმაოდ ზიანდებოდა კანი, კუნთები, კიდურები და ძვლები, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო და ამ შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობა გარდაუვალი გახლდათ. გამომძიებელთა გემოვნების მიხედვით, ჯალათს შეიძლებოდა მსხვერპლი ექანავებინა კიდეც, რომ მეტად დატანჯულიყო.


ესპანური ვირი/ხის ცხენი
წამების ეს მეთოდი არამარტო ევროპაში, არამედ ცამეტი კოლონიის პერიოდის ამერიკაშიც (XVIII ს) გამოიყენებოდა. ის წარმოადგენდა სამკუთხა ფორმის ხის გრძელ ნაჭერს, რომელსაც ზედა მხარეს ბასრი კუთხე ჰქონდა. შიშველ მსხვერპლს მასზე სვამდნენ და ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ. აგონიის დადგომის მომენტი დამოკიდებული იყო იმაზე, ჯალათი რამდენად მძიმე ნაჭრებს შეაბამდა. წყაროები გვიამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში წონის გადაჭარბების გამო ბრალდებულის სხეული შუაზე იპობოდა.


მგუდავი მსხალი
ეს ინსტრუმენტი შედგებოდა წაწვეტებული რკინის ნაჭრისა და მასზე მიმაგრებული ფოთლის ფორმის სეგმენტებისგან. მას ძალის გამოყენებით ათავსებდნენ პირში, უკანალში ან საშოში, შემდეგ კი ნელ-ნელა გახსნა იწყებოდა. ცხადია, ეს პროცედურა საშინლად აუტანელი და გაუსაძლისი იყო. დასჯის მეთოდი დამოკიდებული იყო ბრალდებულის დანაშაულზე – ჰომოსექსუალებს ანუსში უკეთებდნენ, ღვთისმგმობელებსა და მატყუარებს – პირში, მსუბუქი ყოფაქცევის ან დემონებთან სექსუალური კონტაქტის დამამყარებელ ქალებს – საშოში. მგუდავი მსხალი იწვევდა საშინელ დასახიჩრებებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდებოდა.


ტყვიის მშხეფავი
ეს ინსტრუმენტი წარმოადგენდა გრძელი სახულურის ბოლოში მიმაგრებულ სფეროს, რომელსაც შიგნით სათავსო ჰქონდა. სფერო ორი ნაწილისგან შედგებოდა და მათი გაცალკევება შესაძლებელი იყო. წამების დაწყებამდე სფერო ივსებოდა გამდნარი მეტალით, ადუღებული ზეთით, მდუღარე წყლით ან გუდრონით. სფეროს მეორე ნაწილს ნახვრეტები ჰქონდა, ამიტომ დაბმული მსხვერპლის სხეულის ზემოდან გადატარებისას სითხე იღვრებოდა და უკიდურესად ცხელი მასა საბრალო ადამიანებს ესხმებოდათ.

გაგრძელებას შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ

წყარო: http://charliuss.wordpress.com

თეგები

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close