გასართობისაკითხავი

3 პატარა ისტორია


როგორ გადაარჩინა თოჯინამ ოჯახი კვამლისგან გაგუდვას

ამერიკული და ევროპული მედია აშშ-ში მომხდარი კიდევ ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ იუწყება: 17 წლის კრისტიან დისონმა სკოლიდან სახლში თოჯინა-ჩვილი მოიტანა. თოჯინის გამოყენება მოზარდთა შორის ფეხმძიმობის პრობლემებზე პროგრამით იყო გათვალისწინებული და იგი პედაგოგების მიერ დღე-ღამის სხავადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ხმაურის გამოცემაზე იყო დაპროგრამებული. 

ღამის სამ საათზე, თოჯინამ მოულოდნელად ტირილი მორთო. გოგონამ, რომელმაც მის ხმაზე გაიღვიძა, დაინახა, რომ სახლი კვამლით იყო სავსე, დედა გააღვიძა და სასწრაფოდ ქუჩაში გავარდა, რის შემდეგაც დედა-შვილმა მეხანძრეები გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით მოზარდის დედამ განაცხადა, სახლში ხანზარსაწინააღმდეგო დეტექტორები არ მუშაობდა და, რომ არა თოჯინა, ისინი კვამლით გაიგუდებოდნენ.


ლოს-ანჯელესში ძაღლებს ”უფასოდ ყეფა” მხოლოდ 10 წუთით შეუძლიათ

ლოს-ანჯელესის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, ძაღლების პატრონები დაჯარიმდებიან, თუ მათი შინაური ცხოველი გაბმულად 10 წუთზე დიდხანს იყეფებს. ყოველი გადაცდენილი წუთი ძაღლების პატრონებს 1000 დოლარი დაუჯდებათ.

ახალი კანონის ინიციატორი ლოს-ანჯელესში მცხოვრები ჰერი ლეონარდია. მას მოსვენებას უკარგავდა მეზობლის ძაღლი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ყეფდა.

შეწუხებულმა ამერიკელმა ცხოველთა კონტროლის ადგილობრივ დეპარტამენტში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ადგილობრივ მთავრობას ახალი კანონის მიღება მოსთხოვა.

შედეგად ძაღლებს “უფასოდ” ყეფა გაბმულად მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. ახალი კანონი ტურისტებსაც ეხება.


კატა ლომისგან კაქტუსმა იხსნა

69 წლის ამერიკელი ფოტოგრაფი კურტ ფონგერი სონორას უდაბნოში (ჩრდილოეთ ამერიკა) უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა – კატას მშიერი ლომი გამოეკიდა, შინაურმა ცხოველმა კი 15 მეტრიან კაქტუსზე აძრომით უშველა თავს. ფოტოგრაფმა ამ ყოველივეს ფირზე აღბეჭდვა მოახერხა. მისივე თქმით, კატამ კაქტუსზე, რომელსაც 5 სანტიმეტრიანი ეკლები ჰქონდა ზუსტად 6 საათი გაატარა, ანუ ვიდრე ლომი საკუთარ ბუნაგს დაუბრუნდებოდა. ამ ისტორიაში კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტია, კატა მიწაზე ყოველგვარი ნაკაწრების გარეშე დაეშვა.

წყარო: http://www.facebook.com/GeorgianDailyNews

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close