არქივი

რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბორი

hfhuw

კოცნა ერთ-ერთი საოცარი უნარია, რაც ყველა ადამიანს აქვს. ადამიანთა უმეტესობაც ხომ სწორედ კოცნის შედეგია (რასაც შემდეგ სხვა რამეები მოსდევს). ისტორიის მანძილზე რამდენიმე ამბორი გახდა გამორჩეული და დასამახსოვრებელი. ზოგი გადმოცემით მოვიდა ჩვენამდე, ზოგი ხელოვნების ნიმუშების სახით. გავეცნოთ 10 მათგანს.

62ve2
დასავლურ კულტურაში ერთ-ერთი ცნობილი ქანდაკებაა როდენის “კოცნა”. ის 1886 წელს გამოიძერწა. სკულპტურის თავდაპირველი სახელი იყო ფრანჩესკა და რამინი, მე-13 საუკუნის კეთილშობილი ქალბატონი, რომელიც ნახსენებია დანტეს ჯოჯოხეთში. მას ქმრის უმცროსი ძმა შეუყვარდა.

wh0dm
1837 წელს ბრიტანელი ჯენტლმენი, ტომას სავერლენდი შეეცადა, ეკოცნა კაროლინა ნიუტონისთვის. ეს უკანასკნელი დიდად არ მოიხიბლა იდეით და ცხვირის ბოლო მოაკვნიტა მას. ტომასმა სასამართლოში იჩივლა, მოსამართლემ კი მისდა გასაოცრად, განაცხადა, რომ თუკი ქალს კოცნა არ სურს, უფლება აქვს, ასე მოიქცეს.


მე-16 საუკუნის იტალიელი ჯარისკაცის მარმარილოს ქანდაკება, რომლის ავტორიც ტულიო ლომბარდოა, ცნობილი გახდა იმით, რომ მას ყველაზე მეტჯერ აკოცეს. მიზეზი ისაა, რომ 1800-იანებში გავრცელდა ცრურწმენა, რომ ვინც ამ ქანდაკებას აკოცებდა, საოცნებო ქმარი ეყოლებოდა. მინიმუმ 5 მილიონმა ქალმა აკოცა მას ტუჩებში, რის გამოც ეს ადგილი მოწითალოდ შეფერადდა.


1978 წელს ინდურ კინოში პირველად დაფიქსირდა კოცნა. შაში კაპურმა აკოცა ზინატ ამანს ფილმში “Satyam Shivam Sundaram: Love Sublime”. ფილმს მაშინვე მოხვდა ცენზურის მკაცრი ხელი. ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს სცენა იყო ინდური კინოს შეურაცხყოფა. მძვინვარე დაპირისპირებების შემდეგ როგორც იქნა, ფილმი გაქირავებაში ჩაეშვა და მოწონებაც დაიმსახურა.

1896 წლის ფილმი, The Kiss იყო პირველი, სადაც კოცნის სცენაც დაფიქსირდა. ფილმის ხანგრძლივობა სულ 47 წამია. მთავარ როლებში მეი ირვინი და ჯონ რაისი იყვნენ, ამიტომ ფილმის ალტერნატიული სახელები გახდა “მეი ირვინის კოცნა” და “რაის-ირვინის კოცნა”. ფილმმა, ცხადია, აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

7wdce
1968 წელს NBC-ის ეთერში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ “Star Trek”-ში რასათშორისი კოცნა დაფიქსირდა. ეს მაშინ უცხო ხილი და საინტერესო სიახლე იყო. თეთრკანიანმა კაპიტანმა კირკმა (William Schatner) აკოცა შავკანიან უჰურას (Michelle Nichols). თუმცა შემდგომში სერიის ორი ვერსია გამოუშვეს – ერთი კოცნით და მეორე მის გარეშე.

ui9gp
1941 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა კინოში – დაფიქსირდა ყველაზე ხანგრძლივი კოცნა. ჯეინ უაიმანი და რეგის ტომი 3 წუთისა და 5 წამის განმავლობაში კოცნიდნენ ერთმანეთს ფილმში “You’re In The Army Now”. ამ სცენამ ფილმის 1/25 შეადგინა.

kh028
1926 წელს გადაღებული ფილმი Don Juan შეიცავს კოცნის 191 სცენას, ხანგრძლივობა კი 2 სთ და 40 წუთია. სტატისტიკურად, ეს უდრის 1 კოცნას ყოველ 50 წამში. საინტერესო შედეგია.

e6g9y
2004 წელს ბაჰრეინში გაუშვეს სატელევიზიო შოუ “Big Brother”. პირველ ეპიზოდშივე მონაწილე აბდულ ჰაკიმმა აკოცა ტუნისელ კავტარს. ამან იმდენად შეურაცხყო მათი კულტურული ღირებულებები და ტრადიციები, რომ ორ კვირაში შოუ შეწყდა. ასობით პროტესტანტი (პროტესტის გამომხატველი) გამოვიდა ქუჩებში და აცხადებდა, რომ ეს იყო არაისლამური საქციელი და შოუ ცოდვის გავრცელებას უწყობდა ხელს, იმის მიუხედავად, რომ შოუში სპეციალურად შეიტანეს ცვლილებები – მონაწილეებს ჰქონდათ სალოცავი ოთახი. ბაჰრეინელების ძირითადი მოტივი იყო: “არა უხამსობას!” Big Brother-ის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, სხვა ქვეყნებში ეცადათ ბედი.

noh2c
დაახლოებით 20 საუკუნის წინ დედამიწაზე მოვლენილ მესიას გეთსიმანიის ბაღში ყოფნისას მისი ერთ-ერთი მოციქული ეამბორა, რითაც ხელი შეუწყო მის შეპყრობას და შემდგომში არაადამიანურ წამებას. დღესდღეობით გავრცელებულია გამოთქმა “იუდას ამბორი”, რაც აღნიშნავს ერთი შეხედვით მეგობრულ, მაგრამ სინამდვილეში მავნე, მზაკვრულ ქმედებას.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button