მისტიკაუცნაური

სულის გამოძახება, სპირიტუალური სეანსები


სულის გამოძახება,სპირიტუალური სეანსები და რიტუალები,ყოველთვის ინტერესის საგანი იყო.დარწმუნებული ვარ,რომ ბევრ თქვენგანს მსგავსი სეანსები ან ჩატარებული გაქვთ,ან მეგობრისგან და მათი მეგობრის მეგობრებისგან მაინც გაგიგიათ.პატარა გამოკითხვის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ეს საკითხი დღესაც,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ძალზედ აქტუალურია.მიუხედავად იმისა,რომ ეკლესიურად ეს მიუღებელია.ამიტომაც,გადავწყვიტე დღევანდელი პოსტი დამეწერა.გადავხედე სხვადასხვა ფორუმებსა და სტატიებს და საზოგადოების აზრს გავეცანი ამასთან დაკავშირებით.ზოგს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის,ზოგი თამამად აღიარებს, რომ სულის გამოძახებსი მხდელობა ჰქონია,ზოგს კი უბრალოდ ასეთების არ სჯერა.ასეა თუ ისე,ეს საკითხი მაინც საინტერესოა და მისტიკურია.

არსებობს სხვადასხვანაირი რიტუალები.ალბათ,გსმენაით სულის გამოძახება,როდესაც თეფში ტრიალებს,ან ღამით,სარკის წინ დადგომა და რაღაც სიტყვების თქმა,თუნდაც კოვზზე ქაღალდის ”თავისით”გახსნა და ა.შ.ბერჯერ მსმენია,რომ ამგავრი პროცედურების ჩატარების შედეგად,ბევრს ”უცნაურობები”დაეწყო….ღამით ხმების ხმა,კარების თავისით დაკეტვა,ნივთების “‘თავისით” გადააადგილება და სხვა.

ბავშვიბაში მეც მაქვს გაკეთებული ერთ-ერთი ასეთი სეანსი…მაკრატელზე ნაჭერი უნდა შემოახვიო და წიგნში ჩადო და შემდეგ მაკრატელი ტრიალებს…მოკლედ ძალიან ვნანობ,მაგრამ რას ვიზამ ახლა…პატარა ვიყავი მაშინ…

  • ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რიტუალი ასეთია: სიბნელეში აანთებ სანთელს, ფურცელზე დაწერ 33 ასოს, და თეფშს გაუკეთებ ისარს, სულის გამოძახების დროს ჩაკიდებთ ხელებს თანამონაწილენი, და ამბობთ შემდეგს. “სულთა მბრძანებელო გთხოვთ გამოგვიგზავნოთ … სული, მრ.წერტილის ადგილას ვისი სულიც გნებავთ, სახ.გვარი. თეფში დაიწყებს სიარულს

ეს კი სხვადასხვა ადამიანების მიერ მონაყოლი ამბები:

  • ”ჩემს ბიძაშვილს როდესაც 1წლისაც არ იქნებოდა დედა გარდაეცვალა,დაკრძალვის დღეს ღამით,როდესაც ყველა დასაძინებლად
    წავიდა,სამჯერ გაისმა სტვენის ხმა,ეს ყველამ გაიგონა.”
  • ”ერთ ღამეს გარეთ გამოვედი მარტო,ისეთ ადგილას ვიყაი,რომ ჩემს ირგვლივ არავინ იყო და უცებ
    სამჯერ დაუსტვინა
    რაღაცამ,კინაღამ გული გამისკდა,ასეთი რამ თუ შეგმთხვევიათ?”
  • ”არვიცი რა ხდება ჩემს თავს,სამჯერ გამეღვიძა შუაღამეს და სამჯერვე გავიგონე რაღაც ხმა,
    ვერაფრით ვერ მიხვდი რას
    ნიშნავდა,პირველად ტელეფონი მეგონა,მაგრამ მე2 და მესამემ მიმახვედრა,რომ რაღაც ხდებოდა,თითქოს
    ისმოდა როგორც ხარვეზები და სუსტი
    ხმა,მე-4 დღეს ტელეფონში ჩავრთე ჩამწერი თუმცა,იმდღის შემდეგ ასეტი ხმები აღარ გამიგონია.”
  • ”ერთხელ,ტელევიზორს ვუყურებდი,დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა,ჩამეძინა,როცა გამომეღვიძა ტელევზორი გამორთული დამხვდა.გამოვრიცხავ შუქის
    გამორთვას,რადგან  მაგ დროს სატელიტის reciveric-იც გამოირთვებოდა.მეკიდე ეგ ჩართული დამხვდა.”
  • ”ერთ გოგონას,რომელსაც ჰყავდა დაქალი დაკავებული იყო მაგიით.მასაც დააინტერესდა და
    დაიწყო შესწავლა თავისი
    მეგობრისგან.მას შემდეგ აღმოაჩინა,რომ მის სახლში ხდებოდა უცნაური რაღაცები.მან თავისი
    დაინტერესებით გააჩინა სახლში პოლტერგეისტი,
    რომელსაც მხოლოდ ქალის ნივთები გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე.გოგონა მიხვდა,რომ
    თავი უნდა დაენებებინა ამ საქმიანობისთვის
    და ასეც მოიქცა,მაგრამ ხმაური მაინც არ წყდებოდა.დაიწყო ნივტების მასობრივი დაკარგვა…”
  • ”რაც შეეხება სულის გამოძახებას,შავი მაგიის წიგნში დაწვრილებითაა ახსნილი,გამოძახების
    შემდეგ სული უკან ვეღარ
    ბრუნდება და შურის ძიებას იწყებს”
  • ”ერთხელ მეგობრები სოფელში წავედით…ვიქეიფეთ და როდესაც დავწექით,ღამით,ერთ-ერთმა გაიგონა,რომ შემოსასვლელის კარი თავისით გაიღო,არადა ჩვენს მეტი სახლში არავინ
    არ იმყოფებოდა.
    კარები ჩაკეტა,მაგრამ
    ასე განმეორდა სამჯერ…”

გთხოვთ პოსტს ცუდად ნუ გაიგებთ…მე პირიქით მინდა,თუნდაც გართობის მიზნით… დაინტერესებულ პირებს ხელი ავაღებინო ამ ”შავ საქმიანობაზე”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close