არქივი

Hitman: Absolution

4f115581443c

ცნობილი მოქმედებითი ჟანრის თამაშის მეხუთე ნაწილი.

2011 წლის 10 მაისს ოფიციალურად დაანონსდა, რომ გამოდის ცნობილი stealth-action თამაშის Hitman-ის მეხუთე ნაწილი სახელწოდებით Hitman: Absolution. თამაშის მომდევნო ნაწილის შექმნა ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა დაწყებულიყო, 1 წლის შემდეგ, რაც გამოვიდა Hitman: Blood Money, თუმცა, მხოლოდ 2009 წელს დააანონსეს თამაშის გაგრძელებაზე მუშაობის დაწყება.

848ae2af61e1

Hitman: Absolution 2012 წელს გამოვა. დეველოპერი კვლავ IO Interactive იქნება, ხოლო გამომცემელი Square Enix. თამაშის შესახებ წინასწარ უკვე ბევრი რამაა ცნობილი. გარკვეულ ინფორმაციას თამაშის ავტორებიც ადასტურებენ:

  • აგენტი 47 აღარ ილაპარაკებს მსახიობ დევიდ ბეიტსონის ხმით, რომელიც მისი შეუცვლელი გამხმოვანებელი იყო თამაშის წინა ოთხ ნაწილში.

დევიდ ბეიტსონი
5eba9e281194

  • აგენტი 47-ის კოორდინატორს დაიანა ბარნვუდს კი ამჯერად მარშა ტომასონი გაახმოვანებს.

მარშა ტომასონი
db21f008c9c1

  • Hitman: Absolution-ის კომპოზიტორი აღარ იქნება ჯესპერ კიდი.
  • მოთამაშეს აღარ ექნება საშუალება თამაში თავის სასურველ ადგილას დაამახსოვროს. დამახსოვრება მხოლოდ მისიის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
  • რუკის ნაცვლად აგენტი 47 გამოიყენებს ახალ “ინსტინქტის” რეჟიმს.
  • მთავარი გმირის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება კაცი სახელად ბლეიკ დექსტერი.
  • Hitman: Absolution-ში აგენტი 47 დაამყარებს უფრო ახლო ურთიერთობას დაიანასთან.
  • პატარა ცვლილება იქნება სიმბოლიკაშიც – გველი აგენტი 47-ის იარაღთან ერთად.

8272e8cd4146

თამაშის სიუჟეტზეც უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. როგორც ცნობილია,  Hitman-ის წინა სერიებისგან განსხვავებით, ამ ნაწილში გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი პერსონაჟი იქნება, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ მოვლენების განვითარებაში. მათ ექნებათ საკუთარი სახელები, ისტორიები და სხვა მონაცემები. გარდა ამისა, ცნობილია, რომ აგენტი 47-ის მტრები გაცილებით “დაკვირვებულები” იქნებიან და მოთამაშეს გაუჭირდება მათი მოქმედებების წინასწარ ამოცნობა, რასაც ვერ ვიტყვით თამაშის წინა სერიებზე.

acd9fbc3c847

დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. ინსტინქტის რეჟიმი, რომლის მიხედვითაც იხელმძვანელებს მოთამაშე მისიის შესრულებისას. თამაშის შემქმნელების თქმით, Hitman: Absolotion კიდევ იმითაა საინტერესო, რომ მოთამაშეს ექნება საშუალება მოცემულ სიტუაციას აგენტი 47-ის “თვალით შეხედოს”. ეს თავისებურება მთავარ გმირს გარკვეული თვალსაზრისით “უკონტროლოს” გახდის. თამაში უფრო მეტად stealth ჟანრს განეკუთვნება, ვიდრე action-ს. ანუ სიუჟეტიდან გამომდინარე მოთამაშეს მოუწევს მეტი აზროვნება და ნაკლები სროლა.

ded8f2ce4428

ცნობილია, რომ Hitman: Absolution-ს ბევრად უკეთესი გრაფიკა ექნება Hitman: Blood Money-ისთან შედარებით. გარდა ამისა, თამაშში სრულიად ორიგინალური დიზაინია გამოყენებული. ცვლილება იქნება აგენტი 47-ის გარეგნობაშიც. ამჯერად მისი სახის  გამომეტყველებაში დევიდ ბეიტსონის ნაკვთები საერთოდ გაქრება.

3e03af4057d6

თამაშის ავტორების თქმით, სიუჟეტი ბევრად უფრო ჩახლართული იქნება, ვიდრე ეს Hitman-ის წინა სერიებში იყო და ამჯერად იგი უფრო მეტად იქნება დაკავშირებული უშუალოდ მთავარი გმირის “პირად ცხოვრებასთან”.

ცნობილია, რომ აგენტი 47 პირველ მისიას ჩიკაგოში იწყებს. იგი მიტოვებულ ბიბლიოთეკაშია, საიდანაც შეუმჩნევლად უნდა გაიქცეს იმ დროს, როცა ქუჩები პოლიციელებითაა გადაჭედილი.

c49527f65459

მან შეუმჩნევლად უნდა გაანეიტრალოს რომელიმე პოლიციელი და მისი ფორმა გადაიცვას, რათა გაპარვა შეძლოს. ერთი შეხედვით აქ Hitman-ის ტრადიციული “შორი გზა მოიარე” თავის თავს იმეორებს, თუმცა, ეს მისია ბევრად განსხვავებულია როგორც სიუჟეტით, ისე სირთულითაც.

ეს გახლავთ Hitman: Abolution-ის პირველი მისიის პრემიერა Youtube-ზე, რომელიც რვა დღის წინ გამოქვეყნდა.

ეს კი თრეილერი.

მსგავსი ამბები

Back to top button