არქივი

ბიზნეს გამონათქვამები

a4c818c16148
საუკეთესო ბიზნესმენია ის, ვინც ინარჩუნებს ძველს სანამ ის კარგია და იტაცებს ახალს, როცა ის საუკეთესოა (ლი იაკოკა).

ბიზნესის დანიშნულებაა შექმნას და შეინარჩუნოს მყიდველი (პიტერ დრაკერი).

მართე ბიზნესი, თუ არა და, ის გმართავს შენ (ფრანკლინი).

ბიზნესი ჰგავს კაცს, რომელიც ნავში ზის და დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მას არჩევანი არა აქვს, თუ გაჩერდება, დინება უკან წაიღებს (ლუის პირსონი – ამერიკელი ფინანსისტი).

ყველაფერს, რაც გაგაჩნია, ან ინარჩუნებ, ან კარგავ (ფორდი).

წარმატების მისაღწევად გული ბიზნესს უნდა ეკუთვნოდეს და ბიზნესი გულს (თომას უოტსონი – ამერიკელი ბიზნესმენი).

კაცი, რომელიც საქმეს  აკეთებს მხოლოდ ფულის და არა სიყვარულის გამო, ვერც გამდიდრდება და ვერც სიამოვნებას მიიღებს (ჩარლზ შვაბი).

ბიზნესი ყველაზე აზარტული თამაშია (უილიამ მაქსუელი – კანადელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი).

მკაცრად პატიოსანი ბიზნესის შექმნა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი (განდი).

ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი (ჯონ როკფელერი).

დრო ყველაზე მთავარი რესურსია. თუ მას ვერ მართავ, ვერ მართავ ვერაფერს (პიტერ დრაკერი).

პირველი წესია, არ დამარცხდე, მეორე წესია, არ დაგავიწყდეს პირველი წესი (უორენ ბაფეტი).

კაცი, რომელიც ბრმა ცხენს ყიდის, ყოველთვის მისი ფეხების ქებაშია (გერმანული ანდაზა).

არ არსებობს დიდი პრობლემები, არსებობს ბევრი პატარა პრობლემა (ფორდი).

როდესაც ბიზნესი გადაწყვეტს, რომ წარმატება მიღწეულია, პროგრესი წყდება (თომას უოტსონი).

მარცხი, ეს არის შესაძლებლობა, რომ თავიდან დაიწყო, ოღონდ უფრო ჭკვიანურად (ფორდი).

თუ ზედმეტად დიდ დროს დახარჯავ საუკეთესო შესაძლებლობის ამორჩევაზე, შესაძლოა კარგიც ვერ აარჩიო (მაიკლ დელი).

ფიქრი ადვილია, კეთება ძნელი. აკეთო ის, რასაც სხვები ფიქრობენ, ყველაზე ძნელი (გოეთე).

ყურადღების გამახვილება პატარა დეტალებზე, რომლებიც  შეუმჩნეველია უმრავლესობისთვის, უმცირესობას ამდიდრებს (ფორდი).

ბიზნესი არის თამაში, ყველაზე დიდი თამაში სამყაროში, მაგრამ მისი წესების ცოდნაა საჭირო (თომას უოტსონი).

თომას უოტსონი (1874-1956) 
df88ebc9b71f

კაცი, რომელიც დაკავებულია ბიზნესით, შეუძლია ილაპარაკოს ფილოსოფიაზე, ხოლო კაცს, რომელსაც ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს, შეუძლია ის გამოსცადოს (ალექსანდრე პოუპი – ინგლისელი პოეტი).

ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ფულს აკეთებს, ღარიბი ბიზნესია (ფორდი).

ლიდერობა, ეს არის ხელოვნება, გააკეთებინო სხვას ის, რაც შენ გინდა, იმიტომ, რომ მას ეს უნდა (დუაით ეიზენჰაუერი – აშშ-ის34-ე პრეზიდენტი).

ის, ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასდროს უცდია, შეექმნა რამე ახალი (აინშტაინი).

ბანკირი – ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და  წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს (მარკ ტვენი).

მომავლის პროგნოზის საუკეთესო გზა მისი შექმნაა (პიტერ დრაკერი).

მყიდველი უფრო მეტია ბრიყვი, ვიდრე გამყიდველი – აი, რა არის ბიზნესი (ფრანგული ანდაზა).

გაერთიანება – ესაა დასაწყისი, ერთიანობის შენარჩუნება – ესაა პროგრესი, ერთად მუშაობა – ეს არის წარმატება (ფორდი).

ბიზნეს სამყაროში მანქანის სარკეები უფრო სუფთაა, ვიდრე საქარე მინა (უორენ ბაფეტი).

განათლებით იცხოვრებ, გამოცდილებით მიაღწევ წარმატებას (ჯიმ რონი – ამერიკელი ბიზნესმენი).

მაღაზიის გახსნა ადვილია, მისი შენარჩუნება – ხელოვნება (ჩინური ანდაზა).

რასაც ჩვენ მენეჯმენტი დავარქვით, მეტწილად ადამიანებისთვის საკუთარი საქმის შესრულების გართულებას ნიშნავს (პიტერ დრაკერი).

ჩემი დაკვირვებით, ადამიანების უმეტესობა დროს მაშინ იყენებს საუკეთესოდ, როცა დანარჩენები მას კარგავენ (ფორდი).

ჰენრი ფორდი (1863-1947) 
f598d4f64077

დაუჭირეთ კაცს თევზი და შემდეგ მიჰყიდეთ. ასწავლეთ კაცს თევზის ჭერა და მოსპეთ შესანიშნავი ბიზნეს შესაძლებლობა (კარლ მარქსი).

როგორც დამწყებ ბიზნესმენს, არ გაგაჩნია იმაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, ვიდრე სიმართლე (ჯონ გრინლიფ უიტიერი – ამერიკელი პოეტი).

თქვენი ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი, თქვენი ცოდნის საუკეთესო წყაროა (ბილ გეითსი).

ბიზნესს ორი მთავარი ფუნქცია აქვს: მარკეტინგი და ინოვაცია (პიტერ დრაკერი).

მარკეტინგი მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მხოლოდ მარკეტინგის განყოფილებას მიანდო (დევიდ პაკარდი).

ნუ გახსნი მაღაზიას, სანამ ღიმილს არ ისწავლი (ჩინური ანდაზა).

იმ დროისათვის, როცა ფინიშის ხაზს ვუახლოვდებით, ვიღაც მას მუდმივად კიდევ უფრო შორს სწევს (ჰერბერტ ჰუვერი – აშშ-ის 31-ე პრეზიდენტი).

წარმატებას ხშირად ისინი აღწევენ, ვინც არ იციან, რომ მარცხი გარდაუვალია (კოკო შანელი).

გამოცდილება ყველაზე მკაცრი მასწავლებელია, იმიტომ, რომ ის ჯერ გცდის და შემდეგ გიტარებს გაკვეთილს (ვერნონ ლოუ – ამერიკელი ბეიზბოლისტი).

ბიზნესში არსებობს ორი მომაკვდინებელი ცოდვა: პირველი – იმოქმედო წინდაუხედავად და მეორე – საერთოდ არ იმოქმედო (კარლ აიკანი – ამერიკელი ბიზნესმენი).

კრედიტორი დებიტორისგან იმით განსხვავდება, რომ მას უკეთესი მეხსიერება აქვს (ჯეიმს ჰოუელი – ინგლისელი მწერალი).

წაბორძიკებით შეიძლება წაქცევას გადაურჩე (ინგლისური ანდაზა).

მოტივაცია – ეს არის ის, რაც გაწყებინებს, ჩვევა არის ის რაც გაკეთებინებს (ჯიმ რაიანი – ამერიკელი პოლიტიკოსი).

ბანკი არის ადგილი, სადაც ფულს გასესხებენ, თუ იმის დამტკიცებას შეძლებ, რომ ის არ გჭირდება (ბობ ჰოუპი – ინგლისელი კომიკოსი).

თუ ბანკის 100$ გმართებს, ეს შენი პრობლემაა, ხოლო თუ 1000000$ გმართებს, ეს უკვე ბანკის პრობლემაა (ჟან პოლ გეტი).

თანხის ნახევარი, რომელსაც რეკლამაზე ვხარჯავ, გაფლანგულია. პრობლემა ის არის, რომ არ ვიცი, რომელი ნახევარი (ჯონ უონამეიკერი – ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი).

როცა ხედავ წარმატებულ ბიზნესს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას თავის დროზე გაბედული ნაბიჯი გადაუდგამს (პიტერ დრაკერი).

პიტერ დრაკერი (1909-2005) 
b88c9a3ae3df

ბიზნეს შესაძლებლობები ავტობუსებივითაა: მუდმივად ერთმანეთს ენაცვლებიან (რიჩარდ ბრენსონი).

თითოეული გადაწყვეტილება ისე მიიღე, თითქოს მთელი კომპანიის მმართველი იყო (რობერტ თაუნსენდი – ამერიკელი ეკონომისტი).

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე ჰგონია (ფორდი).

ნუ შეგეშინდება, შეწყვიტო კარგი და დაიწყო დიდებული (ჯონ როკფელერი).

ყოველ დილით ხელში ვიღებ Forbes-ს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას ვკითხულობ. იქ ჩემს თავს ვერ ვპოულობ და მეც სამსახურში მივდივარ (რობერტ ორბენი – ამერიკელი მწერალი).

 

მსგავსი ამბები

Back to top button