არქივი

პლაცებო – თვითშთაგონება

cfd33dcaec73

მრავალ კომიკურ ამონარიდს წავაწყდი ამ თემაზე (მაგ. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პროფესიით მედიცინის მუშაკი იყო, სასტიკად აკრიტიკებდა პლაცებოსა და ჰომეოპათიას და ასეთი რაღაც დაწერა: ალბათ 2000 წლის წინ ჰომეოპათი ან პლაცებოს დიდი მოყვარული იდგა გამოქვაბულის წინაშე და მანვე შესძახა: ლაზარე გამოდი გარეთო), იყო სამართლიანი და უსამართლო კრიტიკაც და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო დასკვნებიც დაიდო ჩემ წინაშე.

პლაცებო – ცვლილებები სუბიექტის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, გამოწვეული პლაცებოს მიღებით, რომელიც წარმოდაგენს უვნებელ პრეპარატს, დანიშნულს რაიმე სამკურალო საშუალების სახით. აღნიშნული მოვლენის მოქმედება დამოკიდებულია სიმულაციასა და გარეგნულად დაჯერებაზე (შთაგონება, რწმენა) და არა ჭეშმარიტად, მიწოდებული ნივთიერების ქიმიურ შედგენილობაზე.
თვითშთაგონება, თვირთრწმენა ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად მიღწევადი და გამომუშავებადი ფენომენია ფსიქოლოგიაში და შესაბამისად მედიცინაშიც. სანამ საკითხს უფრო გავავრცობდეთ მინდა აღვნიშნო, რომ რწმენის საკითხი ამ თემაში განიხილება არა, როგორც რელიგიურ ან მისტიკურ ჭრილში (რადგანაც ეს ძალიან შორს წაგვიყვას და იმდენად მრავლისმომცველი იქნება რამდენიმე თვე ან წელიწადი დაგვჭირდება მის შესაძლებლობებზე სალაპარაკოდ), არამედ მეცნიერული თვალსაზრისით შემოვიფარგლებით, უფრო კი ფსიქიკურ ჭრილში განვიხილავთ.

მედიცინაში თვითრწმენის ეფექტი გამოიყენება შემდეგი სახით: როდესაც ავადმყოფი საჭიროებს წამალს მას აწვდიან რაიმე სახის ნივთიერებას, რომელსაც უმეტესად არანაირი ქიმიური დანიშნულება არ აქვს, მაგრამ პაციენტს არწმუნებენ, რომ ეს სწორედ ის წამალია, რომელიც მას ესაჭიროებოდა და იგი ახლა განკურნებას დაიწყებს. რამდენად სასაცილო ან საოცარიც არ უნდა იყოს ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან ხშირად არათუ უკეთესი ხდება, არამედ სრულიად იკურნება კიდეც. ეს უდიდესი დარტყმაა მათთვის ვინც თავის ტვინს სკეპტიკურად უყურებს, რადგან ასეთ დროს ადამიანის განკურნების ერთადერთი მიზეზი სწორედ ტვინის მიერ გაცემული ბრძანებაა, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს და მთელ ორგანიზმს ერთგვარი ხელისკვრით აიძულებს გახდეს უკეთ, აამუშაოს საკუთარ თავში არსებული ყველა რეზერვი და დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება, რაც მრავალ დაავადებასა და ავადმყოფობას აჯობებს.

თვითშთაგონების ეფექტით ადამიანს უვითრადება არამხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ დასწავლის, მოძრაობის და სხვა მრავალი უნარი, რომელიც შეიძლებოდა აქამდე მოიწვდომელი ყოფილიყო. მაგალითად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა მოყოლილა ავტოკატასტროფაში და კიდურების დაზიანება იმ დონემდე იყო მისული, რომ მისი გავლის შანსები უმცირესი იყო. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავს შთააგონებდა, რომ უნდა ასეთი მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო და რომ იგი აუცილებლად შეძლებდა გავლას, მხოლოდ მონდომება და დაჯერება ქონოდა. 6 დღის შემდეგ, როდესაც მან გაიღვიძა და მასთან ტრავმატოლოგი მოვიდა მისი მდგომარეობა იმდენად სანუგეშო აღმოჩნდა, რომ სამედიცინო ჩარევის შემდეგ მან კიდეც შეძლო გავლა.

არის ასეთი შემთხვევაც: 16 წლის გოგონას სიცხეები ვერა და ვერ დაუგდეს ნორმალურ მაჩვენებლამდე. მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო, საქმეს ართულებდა ის გარემოება, რომ დიაგნოზი რამდენჯერმე სხვადასხვა დაისვა. აღნიშნული პაციენტი ახლა იხსენებს: “როდესაც უკანასკნელად ავხედე თეთრ ილუმინატორს, რომელიც ჩემი პალატის თავზე ეკიდა ვთქვი, რომ ეს დასასრული იყო, თვალები დავხუჭე და ვუსმენდი კარებთან მდგომი დედის ტირილს და კევინის (მამა) მანუგეშებელ რამდენიმე ფრაზას. იმ წუთას გამიელვა, რომ თუ მოვკვდებოდი მთელი ოჯახი დამენგრეოდა და ტრაგედიის მეტს არაფერს მოიტანდა ჩემი გარდაცვალება. თითქოს მთელ სხეულში დენმა დამარტყა, ერთბაშად ვიგრძენი როგორ გავოფლიანდი და გამეწურა მთელი პერანგი. ასე ვიწექი 5 წუთი და შემდეგ თვალები გავახილე და რამდენჯერმე ხმამაღლა შევყვირე. ეგონათ რომ ეს ჩემი ბოლო ამოსუნთქვა იქნებოდა. რეანიმაციის განყოფილებიდან ყველა შემოიკრიბა. ღრმად დავიწყე სუნთქვა, მათ პირბადის მოწოდება სცადეს. რამდენჯერმე უარვყავი. არ იყო გასული ნახევარი საათი, რომ დავმშვიდდი. როდესაც სიცხე გამიზომეს, ნახეს რომ იგი 38-ზე ნაკლები მქონდა. რამდენიმე დღეში სრულად გამოვჯანმრთელდი კიდეც”.

თვითშთაგონების/თვითრწმენისა და პლაცებოს მოწინააღმდეგე ექიმებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ექიმის მიერ მიწოდებული ხსნარი შეიცავს სხვადასხვა მინარევებს და ეს ნიშნავს, იმას, რომ ამ დროს ადამიანზე მოქმედებს წამალი და ფსიქიკა არაფერ შუაშია, მინდა მოვუყვე ასეთი შემთხვევა: ქალი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული მისცეს კონიაკი და უთხრეს, რომ ეს იყო სწორედ ის შეპირებული წამალი, რომელსაც ორი თვე ელოდა საზღვარგარეთიდან. ქალმა დალია იგი და, რამდენიმე დღეში, როდესაც შეამოწმეს, ნახეს, რომ პაციენტის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ხოლო კონიაკი ვერანაირად ვერ დაეხმარებოდა მთელ ორგანიზმს დაეწყო ანტისხეულების გამომუშავება და შებრძოლებოდნენ მეტასტაზებს, რომლებიც იწყებდნენ მთელ ორგანიზმში გავრცელებას.
როგორ მოხდა სიმსივნური წარმონაქმნის “უკანდახევა”? როგორ და ტვინმა გასცა ბრძანება, ეს არის წამალი, რომელიც მე განმკურნავს. სიგნალი მივიდა P53 გენთან, ამან კი გამოიწვია აპოპროზი – ანუ ორგანიზმმა დაიწყო სიმსივნური უჯრედების ლიკვიდაცია (თვითლიკვიდაცია). ამის შემდეგ ითრგუნება ლიპო და ციკოოქსიგენაზური დაჟანგვის რეაქციები და მცირდება ანთების მედიატორები, რაც საბოლოოდ ადამიანის განკურნებისა თუ არა, დროებით გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი არ მოხდება თუ არა ჰომეოსტაზის სისტემებში ცვლილება, ნერვული იმპულსების, ჰორმონების და მედიატორების რაოდენობრივი და ტიპობრივი ცვლილებების დაწყება. თავის მხრივ ეს ყველაფერი “ვერ შედგებოდა” რომ არ ყოფილიყო ადამიანის ორგანიზმი ფსიქოლოგიურად მომზადებული: “ეს ყველაფერი გადაგარჩენს შენ”!
ანუ პლაცებოს ეფექტურობა დამოკიდებულია თვითრწმენაზე რაშიც უმტავრეს როლს ადამიანის ფსიქიკა აკეთებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თავის ტვინის მნიშვნელობაზე ადამიანის ორგანიზმში.
პლაცებოს, როგორც ფსიქიკური მოვლენის სანუგეშოდ მოქმედებს ის გარემოებაც, რომ მისი ეფექტი არ არის შემჩნეული ცხოველებსა და სხვა არამოაზროვნე არსებებზე, რომელთა დარწმუნება, შთაგონებაც შეუძლებელია.
მაგრამ თვითრწმენა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა: მისი მეშვეობით შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ადამიანის განკურნება არამედ თვითლიკვიდაციაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს მიუღია წერილი, რომ იგი ამა და ამ დღის ამა და ამ საათზე გარდაიცვლებოდა და მართლაც, მიმღებმა ირწმუნა ამის შესახებ და გულის შეტევით გამოესალმა სიცოცხლეს. ანუ ტვინმა “გამორთო” ორგანიზმი და მეტი არაფერი.
თუმცა არც ეს არის ყველაფერი. თვითშთაგონებით ადამიანს შეუძლია გაიაროს ბაგირზე, რომელზეც გავლა აქამდე არ შეეძლო, გადაახტეს ღობეს, რომელიც ძალიან მაღალია და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება, რომ ექსტრემალურ ვიტარებებში ადამიანის მიეცემა ბევრად მეტის “ქმნის” უნარი. არადა მასში ეს ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ დაფარული და არადაკვირვებული იყო იგი.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანის თვითრწმენა არც თუ ისე უსაფუძვლოა, როგორც ამას სკეპტიკოსები გვისახავენ და არც ფსიქიკაა შესწავლილი და ამოწურული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ აქ იმალება იმდენი საიდუმლო იმპულსი, რომელსაც ძალუძს სიცოცხლის ბიძგის მიცემა ან წარმთმევა ადამიანისათვის.

წყარო: http://geword.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button