არქივი

აუტოსუგესტია ანუ თვითშთაგონება

db7322c7b0a6

თვითშთგონება ისეთ ტერმინთა რიგს მიეკუთვნება, როგორიცაა თვითრეგულაცია და თვითათღზრდა.

თვითშთაგონების (აუტოსუგესტიის) სუბიექტიც და ობიექტიც ერთიდაიგივე პიროვნებაა. ადამიანი შთააგონებს საკუთარ თავს გარკვეულ ფორმულას, აზრს, ემოციას, განწყობას, რომელიც მის ფსიქიკურ და სომატურ პროცესებს და ქცევას წარმართავს. თვითრეგულაციის ერთი ცნობილი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თვითშთაგონება არის ნებისყოფის რთული პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვრული ქცევის მიმართ ორგანიზმის მზაობის მიზანმიმართულ ფორმირებას და, საჭიროების შემთხვევაში – მის რეალიზაციას. ეს განმარტება ძალზე ახლოს არის გაწყობის თეორიის განმარტებიდან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქართული ფსიქოლოგიური სკოლა თვლის რომ ნებისმიერი შთაგონება არის განწყობის, ანუ ქცევის მიმართ პიროვნების ფსიქოფიზიკური სისტემის მზაობის ფორმირება. როცა განწყობის ფორმირებას ადამიანი ცნობიერად ისახავს მიზნად და ცდილობს ამ მიზნის მიღწევას, ეს უკვე თვითშთაგონება იქნება.

f74603aa40ed

თვითშთაგონება შეიძლება იყოს უნებლიე და ნებისმიერი. უნებლიე თვითშთაგონება ხშირად ხდება ემოციური აღგზნების დროს და გარე ფაქტორებით არის ხოლმე სტიმულირებული. ნებისმიერი თვითშთაგონება გულისხმობს ყურადღების კონცენტრაციას და ემოციისგან განთავისუფლებას. იგი მხოლოდ პიროვნების ცნობიერი განზრახვით არის სტიმულირებული.

ემილ კუე 1910 წლამდე აფთიაქარი იყო. მან შეამჩნია, რომ წამლის მოქმედება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ თვისებებზე არაა დამოკიდებული და იმასაც აქვს მნიშვნელობა, სჯერა თუ არა ადამიანს ამ წამლით გამოჯანმრთელების. თავის დაკვირვებების საფუძველზე კუემ შექმნა ფსიქოთერაპიული დახმარების სისტემა, რომელსაც უწოდა “ცნობიერი თვითშთაგონების გზით საკუთარი თავის ფლობის სკოლა”.

ასე რომ, შთააგონეთ საკუთარ თავს ყველაფერი კარგი და ყველაფერი კარგად იქნება :lol2:

a18ea316bc7c

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button