როგორ შევაყვაროთ ხალხს ხილი?
ზაფხული განსაკუთრებით მდიდარია ხილით. ეს ის დროა, როცა ადამიანს შეუძლია, მაქსიმალურად ისარგებლოს ბუნების ამ ნობათით. რად უნდა ხალხს ხილის შეყვარება? ვინც იცის ხილის ძალა, ის ძალაუნებურად მიირთმევს ამ ღვთის ნობათს…
ფორთოხლის წვენი ხელს უშლის ცხიმიანი და კალორიული საკვების მავნე ზეგავლენას; უზმოზე ხილი კანს ასუფთავებს;
მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბროწეული… ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას, წიდებისგან წმენდს სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავსორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება.
ყველაზე სასარგებლო ხილი – ვაშლი. ჰოლანდიელი და შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში Thorax, ბავშვები, რომელთა დედები ორსულობისას ღებულობდნენ ვაშლს, გაცილებით ნაკლებად ავადდებიან ასთმით…
კივი ასპირინის ნაცვლად- გულ-სისხლძარღვთ სისტემის დაავადებებისადმი მიდრეკილ ადამიანებს ექიმები ურჩევენ ყოველდღე მიიღონ ასპირინი;
მიიღეთ ლეღვი. ლეღვი უძველესი კულტურაა, ხოლო მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი; ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე – პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე – პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს.
ფეიხოა ებრძვის გრიპს და ამაღლებს იმუნიტეტს. ფეიხოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. სწორედ იქ აღმოაჩინა ეს მცენარე XIX საუკუნეში მეცნიერმა სელოვმა. თუმცა მისი დასახელება ბრაზილიელ მეცნიერს ჯოან დე სილვა ფეიხოს გვარს უკავშირდება.
ევროპაში ფეიხოა პირველად საფრანგეთში გამოჩნდა 1890 წელს. იქიდან კი 1900 წელს კავკასიისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა.ფეიხოას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე ეთერზეთს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით იოდს.
კავკასიური პანდა-
მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. 20 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ტოტები ეკლიანი აქვს,
ფერად ნაცრისფერი, ეკლიანი. ფოთლები მომრგვალო ან კვერცხისებრია, ზის გრძელ ყუნწზე, პრიალაა, კიდემთლიანი, განლაგებულია ჯგუფურად ან მოპირდაპირედ ყვავილები თოვლივით თეთრია, იშვიათად მოვარდისფრო ,დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ყვავილედებშია შეკრებილი.
ნაყოფი მსხლისებრ…
რომელი ერთი ჩამოვთვალო, ჩვენი ბუნება ფასდაუდებელია ხილით და ისიამოვნეთ ხშირად…..