10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად.
ალბათ, ყველას თუ არა ბევრ თქვენგანს მაინც აქვს სურვილი, რომ ახალ წელს სადმე, ლამაზ ადგილას შეხვდეს. მსოფლიო სავსეა ულამაზესი ადგილებით. ყოველ მათგანს თავისი ხიბლი აქვს,რაც მისკენ მიგიზიდავს. ახალი წელი, ეს ის დროა, როცა ყველფერი იმაზე გაცილებით ლამაზი ხდება ვიდრე სხვა დროს არის ხოლმე. რა ჯობია იმას, რომ დადიხარ ქუჩებში და შენდაუნებურად გრძნობ, რომ ახალი წელი მოდის ?! მართალია ყველა ქალაქში აღინიშნება ეს დღესასწაული, მაგრამ ზოგიერთში მას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მოდით გადავხედოთ მსოფლიოს იმ 10 ადგილს,
სადაც ახალი წელი დიდი გრანდიოზულობით აღინიშნება.
შეიძლება ითქვას, რომ ლას ვეგასში მუდმივად ახალი წელია, მაგრამ 31 დეკემბერს
ყველაფერი გაცილებით გრანდიოზული ხდება. აქ დაახლოებით 320,000 ადამიანი
იკრიბება და აღნიშნავს ამ დღესასწაულს.
სიდნეი ავსტრალია
სიდნეის ახალი წელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაული.
აქ მყოფი ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ ყველაზე დიდი ფეიერვერკები. ბოლო
წლებში ავსტრალიაში დაიხარჯა 4 მილიონი დოლარი ამ ერთი ღამის გაფორმებებზე.
რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია
ყოველი წლის 31 დეკემბერს, კოპაკაბანის პლაჟზე ახალი წლის აღსანიშნავად 2,5 მლნ ადამიანი იყრის
თავს. ხალხის ეს ბრბო, ძირითადად თეთრებში ჩაცმული, მთელი ღამის განმავლობაში პლაჟის გასწვრივ
ასობით სხვადასხვა შოუსა და ღონისძიებას მართავს. ეს დღესასწაული მეორე უდიდესია რიოში და
მხოლოდ კარნავალს ჩამოუვარდება. ხალხი ერთმანეთს ახალ წელს შამპანურით ულოცავს.
პარიზი საფრანგეთი
ახალ წელს პარიზში უამრავი ადამიანი იყრის თავს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მთავარი შოუ
ეიფელის კოშკის გარშემო იმართება, სწორედ აქედან უშვებენ ულამაზეს ფეიერვერკებს.
ნიუ-იორკი აშშ
ნიუ-იორკში, Times Square-ზე იმართება გრანდიოზული შოუ რომელსაც მილიონობით ადამიანი
ადევნებს თვალყურს. მას 100 წლიანი ტრადიცია აქვს. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გიგანტური
ბურთის ანთებაა.
მაიამი ფლორიდა
ახალ წელი მაიამიში მზეზე, ქვიშასა და სიცხეში აღინიშნება. მას დაახლოებით 250,000 ადამიანი
სტუმრობს. აქ იმართება სამ დღიანი მუსიკის ფესტივალი, რომელიც 30 დეკემბერს იწყება.
ლონდონი დიდი ბრიტანეთი
ლონდონში ხალხი London Eye-ს (ეშმაკის ბორბალი) ირგვლივ იკრიბება და ელოდება თუ როდის
ჩამოკრავს ბიგ ბენზე საათის ისარი 12-ს, რადგან მაშინ იწყება ულამაზესი ფეიერვერკების გაშვება.
ჰონგკონგი ჩინეთი
ჩინური ახალი წელი ასევე ცნობილია როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი.
ის ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოიცავს
დღესასწაულთა მთელ სერიას.
დისნეილენდი კალიფორნია
დისნეილენდი ძირითადად ბავშვებს იზიდავს, მაგრამ ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი
იპოვის გასართობს. აქ დიდი შოუები იმართება: მუსიკა, ფეიერვერკები, ლაზერები და სხვ…
ბერლინი გერმანია
ვისაც ევროპა და ევროპული დღესასწაულები უყვარს, მას ახალი წლის გატარებაც ბერლინში მოეწონება.
ახალ წელს აქ უამრავი ადამიანი იკრიბება მთელი მსოფლიოდან. სხვა ქალაქებთან შედარებით ბერლინში
ნაკლები დეკორაციებია, მაგრამ ამავდროულად არის გრანდიოზული ფეიერვერკები.
P.S თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ურჩევიათ, რომ თავიანთ სახლებში დარჩნენ
და ახლობელ ადამიანებთან ერთად შეხვდნენ ამ გრანდიოზულ დღესასწაულს.
Ucnauri.Com-ის სახელით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.
(ამოღებულია angel.ge-დან)