ყველა დროის საუკეთესო პორნო ვარსკვლავი (+18)

არ გჯერათ ხომ? მოგიწევთ დაჯერება :boli:

ახლა უკვე რთული დასაჯერებელია, მაგრამ რონ ჯერემი AVN-მა ყველა დროის საუკეთესო პორნო ვარსკვლავად დაასახელა.

AVN ამერიკული ჟურნალია, რომელიც ძირითადად იმ მოვლეებს განიხილავს, რაც პორნო ინდუსტრიაში ხდება. იგი მიმოიხილავს პორნო ფილმებს და ვიდეოებს და მსახიობების შესრულების დონეს აფასებს. აშშ-ში ასევე ყოველწლიურად იმართება AVN-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც ეს ჟურნალი ასპონსორებს. ამ ცერემონიალზე პორნო ფილმებს, მსახიობებებს, რეჟისორებს და ფილმებზე თუ ვიდეოებზე მომუშავე ადამიანებს აჯილდოებენ. ცერემონიალზე ნომინანტებს ძალიან ბევრ კატეგორიაში შეუძლიათ AVN-ის ჯილდო დაიმსახურონ, ეს კატეგორიებია: საუკეთესო ჯგუფური სექსი, საუეთესო ორალური სექსი, საუკეთესო შესრულება მამაკაცის და ქალის მიერ… ასევე არის ტექნიკური კატეგორიებიც, როგორებიცაა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო კინემატოგრაფია და სხვა.

აშშ-ში ასევე არსებობს XRCO – არასაბავშვო ფილმების კრიტიკოსთა ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციაც, ისევე, როგორც AVN, მართავს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს. რონ ჯერემიმ XRCO-სგან, ისევე როგორც AVN-სგან დიდი აღიარება დაიმსახურა. იგი ორივე მათგანის დიდების ხეივანის საპატიო წევრია.

რონ ჯერემი 1953 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ახლგაზრდობაში კარგად სწავლობდა და მოგვიანებით მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა, ცოტა ხანში ეს პროფესია მიატოვა და გადაწყვიტა, სამსახიობო კარიერა დაეწყო. მან პირველად გაიხადა ამერიკული ჟურნალისთვის “Playgirl”. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი პორნო ინდუსტრიაში. მისი პირველი პორნო იყო “Coed Teasers” 1978 წელს, ხოლო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, იყო “Olympic Fever” 1979 წელს.

ჯერემის პოპულარობის სწრაფად მოპოვებაში გარდა შესაშური ფიზიკური მონაცემებისა, ისიც დაეხმარა, რომ მისი პენისი თითქმის 25 სმ სიგრძისა იყო და კარგად გამოსდიოდა ავტოფელაციაც. მას ზედმეტსახელად “ზღარბი” შეარქვეს ჯერ კიდევ მისი კარიერის ადრეულ წლებში.

რონ ჯერემის სახელი გინესის რეკოდების წიგნშია შეტანილი, როგორც ადამიანისა, რომელსაც ყველაზე მეტ არასაბავშვო ფილმში მიუღია მონაწილეობა. ჯერემის თავის კარიერის მანძილზე 2 000-მდე ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა და 400-მდე ფილმის რეჟისორია. თავად ამბობს, რომ დაახლოებით, 4 000 ქალთან ჰქონია სექსი.

1980-90 წლებში ჯერემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პორნო ვარსკვლავი იყო.

ჯერემი ეპიზოდურ როლს ასრულებს 1986 წლის ფილმში “9-ნახევარი კვირა”. იგი ასევე გამოჩნდა ისეთი შემსრულებლების მუსიკალურ  კლიპებში, როგორებიცაა Guns ‘n’ Roses და Moby.

2003 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ჯერემიმ აღიარა, რომ წონაში მომატების გამო, ავტოფელაცია აღარ შეეძლო და მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ საკუთარი პენისისთვის ეკოცნა.

2007 წელს გამოვიდა რონ ჯერემის მემუარების წიგნი სახელწოდებით: ”რონ ჯერემი – ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანი შოუ-ბიზნესში”.


ავტორი: PigeonMan

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC