საკითხავისასარგებლოუცნაური

დისლექსია – გზა გენიოსობისკენ

დისლექსია – კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო მნიშვნელობით – სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ.

ახალი აღმოჩენების მიხედვით, შეიძლება და ვინჩისა და პიკასოს განსაკუთრებული ნიჭის მიზეზი სწორედ ეს დაავადება იყოს.

ეს ორივე გენიოსი იტანჯებოდა ე.წ. ‘სიტყვის სიბრმავით’, რომელიც დაახლოებით 12-დან ერთ ბავშვს ახასიათებს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ დარღვევას სასიკეთო ეფექტიც აქვს და სწორედ ეს ეფექტი განასხვავებს მოყვარულ მხატვარსა და ხელოვნების გენიას.

MDX უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი იყო აეხსნათ, როგორ იქმნებოდა ‘მონა ლიზას’ მსგავსი შედევრები. 41 მოხალისეს ჩაუტარეს ტესტი, რათა დაედგინათ მათი უნარი ვიზუალური სივრცის აღქმისა. დაახლოებით ნახევარს დისლექსია სჭირდა და აქედან გამომდინარე, უჭირდათ წერა, კითხვა და სიტყვების დამარცვლით წარმოთქმა. თუმცა მათ უკეთ გაართვეს თავი დავალებებს, რომელიც მოიცავდა მარკაზე ნანახი დედოფლის სახის ფორმის გახსენებას, ფერადი კუბებით რაიმე ფორმების გამოსახვას და ა.შ. ასევე უკეთესი შედეგები ჰქონდათ კომპიუტერულ თამაშებში და მოსმენილი ფრაზების გამეორებაში.

მკვლევარების აზრით, როცა ადამიანს დისლექსია სჭირს, ორგანიზმი ცდილობს, დანაკლისი სხვა რამით აანაზაუროს და ხშირად ეს სივრცის უკეთ აღქმაში გამოიხატება. ასევე, ისინი ფიქრს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე საუბარს, რაც თავის მხრივ დამატებით უნარ-ჩვევებს ავითარებს და შემოქმედებით სამყაროში წარმატების მიღწევაში ეხმარება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს სხვაობა კაცებშია შესამჩნევი, ქალები თითქმის არ განსხვავდებიან. აქამდე ტესტები დისლექსიით დაავადებულებზე ტარდებოდა ფურცლითა და ფანქრით, ამჯერად კი მეცნიერებმა 3D გამოსახულებები გამოიყენეს, რამაც კიდევ ერთხეულ დაადასტურა მათი ეჭვები. შესაბამისად, ეს კვლევა ივლება პირველად, რომელმაც ნათელი დადასტურება მისცა მოსაზრებას, რომ დისლექსია ადამიანში სივრცის აღქმის განსაკუთრებულ უნარს აყალიბებს.

გარდა და ვინჩისა და პიკასოსი, დისლექსიით იტანჯებოდნენ ოგიუსტ როდენი და ენდი უორჰოლიც. და ვინჩის ხშირად ეფანტებოდა ყურადღება, ჩანაწერებს უკუღმა – მარჯვნიდან მარცხნივ – წერდა. პიკასოს კი სკოლაში სწავლისას კითხვა უჭირდა და გაწამებული იყო. სავარაუდოდ, დისლექსიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზოგიერთი მეცნიერის კარიერაშიც, როგორებიც იყვნენ თომას ედისონი და მაიკლ ფარადეი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close