მისტიკასაკითხავიუცნაური

ახალი ორლეანის ვუდუ


შენიშვნა: პოსტი ერთ ნაწილში შეიცავს მაგიის რიტუალის ელემენტებს, ამიტომ გაითვალისწინეთ სანამ წაიკითხავთ.
ამბობენ რომ ვუდუ, დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ ბენინში აღმოცენდა. ვუდუს ოფიციალური რელიგიის სტატუსი აქვს და დაახლოებით 4 მილიონი მიმდევარით იწონებს თავს. სიტყვა ვუდუ მათ ენაზე სულს ან საიდუმლოს ნიშნავს.
ახალი ორლეანის ვუდუ უფრო ჰიბრიდულია. აქ ამ რელიგიის ისტორია ალბათ 2 საუკუნის წინ დაიწყო, აფრიკელმა მონებმა შემოიტანეს თავიანთი უძველესი ტრადიციები და რწმენა,რომელიც 7000 წელს ითვლიდა. ვუდუს მიმდევრები აღიარებენ ერთ ღმერთს, მაგრამ ასევე სწამთ ძლიერი, ძალაუფლების მქონე სულების,რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების საკითხებში ეხმარებიან, მაგალითად: სიყვარული, სიმდიდრე, ბედნიერება, ოჯახი და სხვა.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვუდუზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება, ან ძალიან მცირე სახით.

ვუდუზე სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკებზე დაკლიკებით
პირველი პოსტი

მეორე პოსტი

ახალ ორლეანში ვუდუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მარი ლეივოუ გახლდათ. ის სანტო დომინგოში დაიბადა, ზუსტი წელი არაა გარკვეული, დაახლოებით 1783 წლიდან 1794 წლამდე უნდა მოვლენოდა ქვეყანას. გარდაიცვალა 1881 წლის 16 ივნისს. 1819 წელს სანტიაგო პარისზე დაქორწინდა,რომელიც მალე გარდაიცვალა და მარი ერთ წელში კაპიტან კრისოფ დამინი გლაპიონს გაჰყვა ცოლად. მათ 15 შვილი ეყოლათ, ამხელა ოჯახის შესანახად კი ქალმა თმის სტილისტად დაიწყო მუშაობა. გარდა ფულისა,ამ სამსახურს ერთი კარგი თვისებაც ჰქონდა,მარის ყურამდე მთელი ქალაქის ჭორები აღწევდა, ვინ ვის ლანძღავდა,ვინ ვისზე რას ამბობდა ყველაფერი ზეპირად იცოდა,ამას კი თავის სასარგებლოდ იყენებდა,თანამედროვე ენაზე ამას შანტაჟი ჰქვია. მისი უნარი იყო, ასე ჭორაობით გაგებულ ინფორმაციაზე თავისი ფანტაზიის დართვა და ვზედ მიყოლებული ვუდუს მაგიაც. ის მართავდა როგორც კერძო შეხვედრებს,ასევე საჯაროსაც. ამ ცერემონია მოიცავდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვას, უცნაურ გამოფენებს.. მარი ასევე ყიდდა გრი-გრიებსა და ათასგვარ თილისმებს.

ამბობენ,რომ ამ ქალის მოჩვენება მთელ ქალაქში დაძრწის, ხან წმინდა ლუის სასაფლაოზე, ხან მისისიპის ნაპირებთან ამჩნევენ მოსიარულეს. ბევრს სჯერა,რომ მარის ძალა დღესაც ძლიერია და რომ ის წმინდა იოანეს დღეზე,(ვუდუს მორწმუნეთათვის მნიშვნელოვანი დღეა) ის ეკლესიაში მორწმუნეებს შორის დააბიჯებს.

ახალი ორლეანის ვუდუში კულტურული და სპირიტუალური რწმენები არის ერთმანეთში შერწყმული. მაგალითად ძველი აფრიკული ვუდუ,ჰაიტის ვუდუს რელიგია, ამერიკელი ხალხის სამკურნალო ხელოვნება, ევროპის ხალხური მაგია და კათოლიციზმი, აი ესაა ნაზავის შემადგენელი ნაწილები. ვუდუ არის კულტურა, ხელოვნება, მემკვიდრეობა, ფილოსოფია, ცეკვა, ლიტერატურა, მედიცინა,მუსიკა, სამართლიანობა, ძალაუფლება, რიტუალი.
ვუდუ კურნავს და ანადგურებს, ის არის კარგიც და ცუდიც.

ჩამოსახლებულ მონებზე (იგულისხმება აფრიკელები,ვინც ვუდუ შემოიტანეს ამერიკაში) რომის კათოლიკური ეკლესია ზემოქმედებას ცდილობდა, მათ უნდოდათ მონებს კათოლიკობა მიეღოთ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდნენ, ამიტომაც შეერია აფრიკელთა ძველ რწმენას კათოლიციზმის ნიშნები. შემდეგ მოკლედ რომ ვთქვათ მონები აჯანყდნენ და კათოლიკური ეკლესიები,ასევე ევანგელისტი პროტესტანტები ვუდუს უკვე სატანიზმად ნათლავდნენ. ამ იარლიყის გამო ვუდუ ნელ-ნელა მიწისქვეშ მიდიოდა და უფრო მიჩუმათებული ხდებოდა, თუმცა დღეს კათოლიკური ეკლესია მას ჩვეულებრივ რელიგიად აღიარებს და არა სატანიზმად.

ვუდუს თოჯინების, გრი-გრის და სხვა თილისმების თუ წყევლის გამოყენების პრაქტიკა ვუდუს დედიფლის მარი ლეივოუს პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. ამბობენ,რომ ვუდუს თოჯინებზე ქინძისთავების შერჭობის რიტუალს მონები იყენებდნენ,რათა გარკვეულწილად ემართათ თავიანთი მეპატრონეები. თოჯინის ასეთი გამოყენება ,,ბოკორს”,იგივე შავ ვუდუს მიეკუთვნება. მაგრამ დღესდღეობით ვუდუს მიმდევრები და პრაქტიკოსები ცდილობენ დაამკვიდრონ შეთანხმება,რომელიც თოჯინის ასეთ გამოყენებას აკრძალავს, სამაგიეროდ ისინი პოზიტიური მიზნებისთვის გამოყენებას ავრცელებენ, მაგალითად: განკურნება, სპირიტუალური ხელმძღვანელობა, მედიტაციის დროს ფოკუსირების საგანი და ა.შ.

ვუდუს ჯადოქრობა

არასდროს არ დამიწერია რაიმე მაგიურ რეცეპტებზე,მაგრამ ახლა პირველად დავწერ ამას ვუდუზე. ამ ინფორმაციის მიღება არ ეწინააღმდეგება არცერთ რელიგიას,მაგრამ გაკეთება კი ნამდვილად ეწინააღმდეგება,ასე რომ გაითვალისწინეთ.
შესაძლოა ქმედებამ შედეგი არ მოიტანოს,ეს მხოლოდ ძველი ვუდუს ტრადიციული რიტუალებია.

როგორც ჩანს სატანიზმის მსგავსად შავი კატის ძალაც აქაც აქტიურად იყენებენ.
1.ცუდი ბედის საწინააღმდეგოდ: დაწვით შავი კატა, სულ რომ დაიწვება, აღმოჩნდება ერთი ძვალი,რომელიც დაუმწვარი დარჩება, ამას ბედნიერების ძვალს ეძახიან,თუ ადამიანი მუდამ თან ატარებს, უბედურება არ მიეკარება.

2.გრძნეულის მიერ ტკივილის გაქრობა: გრძნეულს შეუძლია ტკივილის გაქრობა,ამისთვის იღებს შაქარს, მარილს, ძმარს და ცხელ წყალს და ამ მასალას მტკივნეულ ადგილზე უხახუნებს.

3. როგორ აჩერებდნენ ქმარს სახლში : )) დამარხეთ ქმრის ფეხსაცმელი სახლის წინა ეზოში, ოღონდ ფეხსაცმლის ცხვირი თქვენი კარისკენ უნდა იყოს მიმართული. ქმარი სახლიდან არასოდეს გაგექცევათ :D

4. ავის არიდება: კურდღლის ფეხების ტარება ყველა ავს და ეშმაკეულს აარიდებს ადამიანს.

5.ფეხსაცმლით ავის გაგზავნა: აიღეთ წყვილი ძველი ფეხსაცმელი, შიგნით, ირგვლივ ჩადეთ (ირგვლივ მიაყარეთ) წიწაკა და გაუგზავნეთ სხვას, მას რევმატიზმი დაემართება.

6. თავის ტკივილი: თუ თქვენ გაქვთ ვინმეს თმის კულული და ჯიბით ატარებთ მას 2 დღის განმავლობაში, იმ ადამიანს თავი ასტკივდება.

7.ქმრის მორჯულება: თუ ქმარი აქეთ-იქით დაბორიალობს საეჭვოდ, მოაჭერით ცოტა თმა, აიღეთ მისი ჰალსტუხის პატარა ნაჭერი, ჩადეთ ორივე მასალა ბოთლში და მდინარეში გადააგდეთ. როცა ჰალსტუხის ნაჭერი ლპობას დაიწყებს,ქმარსაც დაეტყობა ცვლილება.

8. ეშმაკთან შეხვედრა: მოხარშეთ შავი კატა,მანამდე უნდა იდუღოს,სანამ ხორცი ძვლისგან არ გამოცალკევდება, შემდეგ აიღეთ ძვლები და გზის ოთხ კუთხეში დააწყვეთ, თქვენ ეშმაკს მოინახულებთ.

9. როგორ მოვიშოროთ ვინმე: ვინმესგან შეწუხებული ხართ და გინდათ ჩამოიშოროთ, აიღეთ ლაყე კვერცხი, დააწერეთ მას თქვენი მოწინააღმდეგის სახელი ცხრაჯერ, შუაღამისას ისროლეთ ეს კვერცხი მისი სახლის კარის საპირისპიროდ.

ვუდუს მიმდევრები და მათი წარმოდგენები

ვუდუში კათოლიციზმის მსგავსად მიიჩნევა,რომ ადამიანის სული უკვდავია. მორწმუნეები ფიქრობენ,რომ გარდაცვლილი ადამიანი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას დედამიწაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია მაგიაში, ამას გარდა გარდაცვლილმა შეიძლება რეინკარნაცია განიცადოს და კვლავ თავისი ოჯახის წევრის სახით დაბრუნდეს ამქვეყნად. ვუდუელების აზრით,ცხედარი,რომელსაც საფლავიდან ამოიღებენ შეიძლება ზომბად გადაიქცეს,რომელიც პატრონის სურვილებს შეასრულებს.

თუ ახალი ორლეანის ვუდუს საიდუმლო საზოგადოებებში მიგიღებენ თქვენ ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ,მაგალითად სიკვდილის ძალას, მითებს, ლოცვებს,საგალობლებს, პრაქტიკულ მაგიას და ა.შ. ბევრს სწამს,რომ თითოეულ ოჯახს ჰყავს მფარველი სული,რომელიც ოჯახის წევრებს სხვა სულთა ცუდი ზემოქმედებისაგან იცავს.
ცერემონიებს ვუდუს მიმდევრები მართავენ ახალი წელს, ასევე მოსავლის აღების საპატივსაცემოდ, ,,საიდუმლო საზოგადოებაში” ვინმეს მიღების დროს, კიდევ რაიმე შემთხვევის ან მოღვაწის უკვდავსაყოფად. ცერემონიის დროს ხდება კათოლიკური ლოცვების წაკითხვა, უკრავენ დოლზე, ცეკვავენ და დროსტარებისთვის ემზადებიან. ვუდუს ბევრი გაერთიანება და ჯგუფი არსებობს, მათი მრევლი დამოუკიდებელია დააქ არ არის რაიმე ცენტრალური ორგანიზაცია, ან რელიგიური ლიდერი განსაზღვრული. რწმენა და ცერემონიები ხშირად იცვლება ,,საიდუმლო საზოგადოების” ოჯახის ტრადიციების მიხედვით.

ახალი ორლეანის ვუდუელები აღნიშნავენ შობის დღესასწაულს, ასევე ახალ წელს, ყველა წმინდანის დღეს, ყველა სულის დღეს, წინაპრების დღეს (2 იანვარი), მეთორმეტე ღამის დღეს (6 იანვარი), წმინდა იოანეს დღეს (23 ივნისი) და სხვა.

სასაფლაოს ჭიშკარი ანუ საიდუმლო პორტალი
ვუდუს წარმოდგენებით, არსებობს საშიში სასაფლაოს ჭიშკრები. მათ ზუსტ ადგილმდებარეობას ვუდუს საზოგადოებისა და სხვადასხვა საიდუმლო ჯგუფების წევრები არასოდეს აცხადებენ. ახალ ორლეანში არსებობს ბევრი ტური ტურისტებისთვის, მაგრამ მათ გიდებსაც რომ კითხოთ ამ თემაზე, ისე შემოგხედავთ ვითომ არაფერი იცის, ისინი უბრალოდ ამბობენ,რომ სასაფლაოს დაწყევლილი კარიბჭის ლოცვა გაწირავს იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვას, ძიებას ან ამ საკითხზე ღიად ლაპარაკს დაიწყებს ხალხში.
მხოლოდ სუფთა გულის ადამიანი, ყველაზე სასურველ ერთ კითხვაზე პასუხს მიიღებს მკვდრისგან (სასაფლაოს ჭიშკრის გავლის შემდეგ) და ეს პასუხი სრული სიმართლე იქნება.

ვუდუს ერთ-ერთი ქურუმი სასაფლაოს ასეღ ჭიშკრებზე საკმაოდ პირდაპირ ამბობს, რომ ეძიეთ და თქვენ იპოვნით მას დაჟანგულსა და დახურულს, ან უარესი, ის თავად გიპოვნით თქვენ და თქვენს წინაშე ფართოდ გაიხსნება. მისი მთავარი მიზანია დაკავშირება ორი სამყაროსი, გარდაცვლილთა და ცოცხალთა, ეს ადგილი ყველაზე ხელშეუხებელი და წმინდაა.

ზოგი ფიქრობს,რომ საიდუმლო პორტალის უკან მარი ლეივოუს საფლავი დგას. ამის მონახულება კი ვინმეს გარეშე,ანუ სრულიად მარტო,ნამდვილად არაა ბრძნული გადაწყვეტილება. ისინი გაფრთხილებენ,რომ თუ აქ ფეხს დადგამთ, შესაძლოა ის აღმოჩნდეთ, სადაც წესით გარდაცვალების შემდგომ უნდა წასულიყავით.. თანაც გაქცევის არანაირი შანსი არ გექნებათ.. ამბობენ,რომ შესაძლოა ადამიანი იმ წამსვე მოკვდეს, მაგრამ უფრო უარესია თუ მას იმქვეყნად ცოცხლად მიიღებენ.

იმათ,ვინც ვუდუს პრაქტიკას მისდევს, სწამთ ღმერთების პანთეონის, რომლებიც აკონტროლებენ და წარმოადგენენ სამყაროს კანონებსა და ძალებს. მათში უზენაესი ღვთაება არის ლოა. (მასში რამდენიმე ღვთაებაა გაერთიანებული). ასევე არის ღვთაება ტყუპები, იგივე მარასსა. ისინი ბავშვები არიან,მაგრამ გაცილებით უფრო ძველები,ვიდრე ნებისმიერი ლოა. ტყუპები სამნი არიან, ერთი ბიჭი,მეორე გოგო და მესამე ჰერმაფროდიტი,ანუ ბიჭიც და გოგოც.

ლოას ერთ-ერთი გამორჩეული ღვთაებაა გიდი, რომელიც მთავარი ფიგურაა კონტროლისა და მარადიული გზაჯვარედინების,რომლის გადაკვეთაც ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს.
გიდის სიმბოლო ასეთია

იგი ცნობილია სიკვდილის სულად, ამიტომაც დანარცენ სულებს მისი ეშინიათ და უფრთხიან. გიდი აკონტროლებს ყველაფერს ადამიანთა სიკვდილის შემდეგ. ის გვახსენებს ჩვენ,რომ სიკვდილისა და სიცოცხლის არსის გაგება ჩვენთვის შეზღუდულია და ორივე გარკვეულწილად ჩვენი გააზრების მიღმა რჩება.
გიდის დღე შაბათია და ფერი კი შავი. საყვარელი საკვებია დამარილებული ქაშაყი, ცხარე წიწაკა, შემწვარი სიმინდი და შემწვარი ბანანი. რიტუალების დროს წირავენ ხოლმე შავ თხას და ქათამს.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close