არქივი

ისრაელ კამაკავივო’ოლე

fd9a1c305a39

ეს უცნაური ადამიანი ყოველმხრივ შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გახლდათ- არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით. მისი ფირფიტები პრემიებს იღებდა და ამერიკულ აღლუმებში ლიდერ პოზიციებზე ხვდებოდა, მშობლიურ ჰავაიზე კი ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო. თუმცა მას პატივი და დიდება არ სჭირდებოდა – მთელი ცხოვრება თავის სამშობლოსა და ხალხს მიუძღვნა. თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჰავაელების, როგორც დამოუკიდებელი ხალხის უფლებებს იცავდა ქადაგებდა სიმღერებითა და ცხოვრების წესით

ცნობილი მსუქანა მომღერალი, პაწაწინა ჰავაური გიტარა-აკულელეს აკომპანიმენტით მღეროდა და ჰავაელებისთვის ცხოვრობდა. იმასაც კი ითხოვდა, რომ ჰავაის კუნძულები აშშ-ს გამოჰყოფოდა.
ისრაელ კამაკავივოოლე 1959 წლის 20 მაისს დაიბადა ჰონოლულუში, ნანივა და ევანგელინ კამაკავივოოლეს ოჯახში. მომავალი მუსიკოსი კიმუკის კომუნაში გაიზარდა, სადაც მისი მშობლები შეხვდნენ და შეუღლდნენ. მუსიკაზე დაკვრა კი თავის უფროს ძმა სკიპისა და ბიძაშვილ ალენ ტორონტთან ერთად ჯერ კიდევ 11 წლისამ დაიწყო, ადგილობრივ კონცერტებზეც გამოდიოდა და მუსიკალურ სასწავლებელშიც სწავლობდა. ისრაელმა მას მერეც განაგრძო მუსიკალური კარიერა რაც 1981 წელს მისი ძმა ჯარში გაიწვიეს, ბიძაშვილი კი პოკერის ლიდერი გახდა.

სწავლა ჰავაის უნივერსიტეტში განაგრძო, მერე კი მშობლებთან ერთად ქალაქ მაკაჰაში გდაბარგდა. სწორედ იქ შეხვდა ლუის კაუაკაჰის, სემ გრეისა და ჯერომ კოკოს და მათთან, ასევე ჯარიდან დაბრუნებულ უფროს ძმა სკიპისთან ერთად დააარსა ჯგუფი, რომელიც 1976 წლიდან 1980 წლამდე ჰავაიში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ტურნეებზეც დადიოდა, თხუთმეტი ალბომიც გამოუშვეს. თუმცა ჯგუფს ამ სახით დიდხანს აღარ უარსებია – 1982 წელს მისი უფროსი ძმა სკიპი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ძმის გარდაცვალებით მიყენებული ტრავმის გადატანაში მომღერალს საყვარელი ქალი დაეხმარა – ერთი წლის შემდეგ თავის ბავშვობის მეგობარსა და ერთადერთ სიყვარულ მარლენზე დაქორწინდა. სულ მალე მათ ქალიშვილი გაუჩნდათ, რომელსაც ჩესლი-ენ ვეი დაარქვეს.

ისრაელმა პირველი ალბომი 1990 წელს გამოუშვა. ალბომმა წლის ალბომის პრემია მიიღო და ისრაემლა კი ჰავაიში წლის ვოკალისტის ტიტული. ჰავაიზე იმდენად პოპულარუი გახდა, არა მხოლოდ მის სიმღერებს, მის აზრებსაც გულდასმით უსმენდნენ. მით უმეტეს, რომ მომღერალი აქტიურ საზოგადოებრიც ცხოვრებას მისდევდა, პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმასაც არ ერიდებოდა და ჰავაის ხალხის უფლებებისა და მათი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რაც ხალხმა მართლაც დაუფასა. ის დღემდე ჰავაელთა ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალია.

მსოფლიო პოპულარობა კი ალბომ Facing Future-ის გამოსვლამ მოუტანა, რომელიც ჰავაიზე პლატინის ალბომად იქცა. აშშ-ში მისი რამდენიმე მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი მთავარი ჰიტი – ცნობილი კლასიკური პოპური Somewhere Over The Rainbow და What A Wonderful World, მოგვიანებით მოხვდა საუნდტრეკებად ჰოლივუდურ ფილმებში.

1997 წელს მომღერალს მეორედ მიანიჭეს ადგილობრივი ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდო – მან თითქმის ყველა შესაძლო ცერემონიაში გაიმარჯვა, თუმცა ცერემონიაზე მისვლა ვეღარ შეძლო – საავადმყოფოს სარეცელს იყო მიჯაჭვული.

მეტისმეტი წონის გამო გამუდმებით ჰქონდა პრობლემები – 190 სანტიმეტრიანი ისრაელი 343 კილოგრამს იწონიდა, არადა, მისი ხმა საოცრად ნაზად და მართლაც მგრძნობიარედ ჟღერდა.

სიმსუქნემ ყველაზე მეტად სასუნთქი გზები დაუზიანა. მომღერალი სულ ახალგაზრდა – 38 წლის სწორედ სასუნთქი გზების დაავადებით გარდაიცვალა. 10 ივლისს ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს, ჰავაის კუნძულების მთელ ტერიტორიაზე დაუშვეს ეროვნული დროშები – ის მესამე ადამიანი იყო, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. ათობით ათასი ადამიანი მაკუას პლაჟზე შეიკრიბა, რათა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა თავისი მომღერალი და მისი უკანასკნელი სურვილი აესრულებინა – მისი ფერფლი მისი საყვარელი წყნარი ოკეანის თავზე მიმოფანტეს. დაკრძალვის დროს კი მის ვიდეორგოლებს ატრიალებდნენ და მთელი ჰავაი მის სიმღერებს მღეროდა.

2003 წლის 20 სექტემბერს მუსიკოსის ბრინჯაოს ქანდაკება ჰავაიში, ჰონოლულუს ცენტრში აღმართეს, მისი სიმღერები კი დღესაც პოპულარულია არა მხოლოდ ჰავაიში. ინტერნეტ სივრცეში ბოლო დროს კვლავ შეიძინა აქტუალურობა IZ-მა, როგორც მას მეორენაირად უწოდებდნენ. განსაკუთრებით მის ბიოგრაფიას რომ გაიგებენ, კიდევ უფრო უმძაფრდებათ ინტერესი და თანამედროვე ახალგაზრდებს შორის უამრავი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა. ისრაელ კამაკავივო’ოლეს ბევრი ლეგენდარულ ბობ მარლისაც ადარებს, თავისუფალი იდეებისა და თავისი ხალხის განუზომელი სიყვარულის გამო.

P.S
მე უბრალოდ ამ პოსტით მინდოდა მეთქვა თქვენთვის რომ არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც ჩვენს შორის არიან და არიან გმირები, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ. მე მინდოდა მეთქვა ამით, რომ ფიზიკურობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხელს ვერ შეგიშლის რომ იყო ნამდვილი ადამიანი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button