გასართობისასარგებლოსურათები

2010 წლის საუკეთესო მიკროფოტოები

Image.geotorrents.com

ყოველ წელს ტარდება ჩემპიონატი მიკროფოტოგრაფიაში, სადაც მონაწილეობას იღებენ ფოტოგრაფები მიკროსკოპის დახმარებით გადაღებული ნამუშევრებით. წარმოგიდგენთ 2010 წლის გამარჯვებულ ოცეულს

Image.geotorrents.com
მე-20 ადგილი: გოგირდის ნარევი
ეს სურათი რომ მიეღო, ჯონ ჰარტმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან ერთმანეთს შეადნო გოგირდი და აცეტანილიდი, მომწამლავი ნივთიერება რომელიც ერთ დროს ანტისეპტიკურ საშუალებას წარმოადგენდა. შერევისას ნივთიერებებმა კრისტალები წარმოშვეს. გადიდებულია ათჯერ

Image.geotorrents.com
მე-19 ადგილი: ვირთხის თვალის ბადისებრი გარსი
სურათის ავტორია კამერონ ჯონსონი ოკლენდის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტიდან. მასალად მან გამოიყენა ალბინოსი ვირთხის თვალი. გადიდებულია ასჯერ

Image.geotorrents.com
მე-18 ადგილი: საპნის ბუშტები
16 ცალი საპნის ბუშტი მიკროსკოპულ სლაიდში. ავტორი გერდ გენტერი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფიდან. მსგავსი სურათები აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს განსაკუთრებით ფერადია. გადიდებულია 150-ჯერ

Image.geotorrents.com
მე-17 ადგილი: ბზიკის თვალი
სურათის ავტორია ჩარლზ კრებსი ვაშინგტონიდან. ამ სახეობის ბზიკები პარაზიტები არიან: კვერცხებს ხოჭოს ან ბუზის სხეულში დებენ, გამოჩეკილი პატარა ბზიკები კი სუროგატი სხეულით იკვებებიან და მწერი კვდება. გადიდებულია 40-ჯერ

Image.geotorrents.com
მე-16 ადგილი: პერუს მარველის თავი
პერუს მარველი, იგივე ოთხი საათი (Four O’Clock) ყვავილის ერთ-ერთი სახეობაა. ავტორია უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი რობერტ მარკუსი. ლურჯი ფერი მტვრიანამ განათების გამო მიიღო

Image.geotorrents.com
მე-15 ადგილი: სირსველის სითხე
ეს მცენარე გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ავტორია რალფ ვაგნერი დიუსელდორფიდან, გერმანია.

Image.geotorrents.com
მე-14 ადგილი: ბანანის ღერო
სპირალური ხაზები ბანანის ტარში. გადიდებულია 32-ჯერ. ავტორია სტეფან ლორი ულსტერის უნივერსიტეტიდან, დიდი ბრიტანეთი

Image.geotorrents.com
მე-13 ადგილი: მარჯნის სოკო
გადიდებულია 166-ჯერ. ფოტოს ავტორია ჯეიმს ნოლსონი სამხრეთ კაროლინიდან, NOAA-ს (National Oceanic and Atmospheric Administration) წევრი. სურათის გადაღებისას სოკო ჯერ კიდევ ფუნქციორებადი (ცოცხალი) იყო.

Image.geotorrents.com
მე-12 ადგილი: პატარა მოლუსკი
ფოტოს ავტორია გრეგორი როუსი კალიფორნიიდან, ოკეანოგრაფიის ინსტიტუტიდან. გადიდებულია ათჯერ

Image.geotorrents.com
მე-11 ადგილი: კიბო
კიბოს სიმსივნის უჯრედები. ფოტოს ავტორია პოლ ენდრიუსი შოტლანდიის უნივერსიტეტიდან.

Image.geotorrents.com
მე-10 ადგილი: სოიოს წვენი
სოუსის წვენმა და მასში მყოფმა სოუსის ნაწილებმა მეათე ადგილი დაიკავა მიკროფოტოგრაფიის სამყაროში. ავტორია იაპინგ ვენგი პეკინის უნივერსიტეტიდან. გადიდებულია 16-ჯერ

Image.geotorrents.com
მე-9 ადგილი:რწყილი
დუან ჰარლანდმა დააფიქსირა ძაღლის რწყილი, იგივე Ctenocephalides canis. გადიდებულია ათჯერ. გასულ წელს პირველი ადგილი აიღო წყლის რწყილმა

Image.geotorrents.com
მე-8 ადგილი: კაკოქსენიტი
მინერალ კაკოქსენიტის ნაწილაკი, გადიდებული 18-ჯერ. ფოტოგრაფია ონორიო კოკერა-ლა პარა, ვალენსიის გეოლოგიის მუზეუმიდან, ესპანეთი

Image.geotorrents.com
მე-7 ადგილი: სისხლძარღვები
ფოტოს ავტორია იონგლი შანი დალასის სამედიცინო ცენტრიდან, ტეხასი. გადიდებულია 2500-ჯერ

Image.geotorrents.com
მე-6 ადგილი: წითელი წყალმცენარე
სურათზეა წყალმცენარის ჯიში მანტენსია. გადიდებულია 40-ჯერ. ავტორი ჯონ ჰიუსმანი მარდოქის უნივერსიტეტიდან, ავსტრალია

Image.geotorrents.com
მე-5 ადგილი: წეროს ყვავილის თესლი
წეროს ყვავილი, იგივე სამოთხის ჩიტის მცენარე, Strelitzia reginae. გადიდებულია ათჯერ. ავტორი ვიქტორ სიკორა პრაღის უნივერსიტეტიდან, ჩეხეთი.

Image.geotorrents.com
მე-4 ადგილი: ბზიკის ბუდე
გადიდებულია ათჯერ, ავტორი რიკარდო ტალარიორი იტალიიდან. მსგავსი ბუდეები ხშირია სახლებში.

Image.geotorrents.com
მე-3 ადგილი: თევზის ცხვირი
თევზი-ზებრას ყნოსვის ორგანოები. გადიდებულია 250-ჯერ. ავტორია ოლივერ ბრაუბახი ახალი შოტლანდიიდან, კანადა

Image.geotorrents.com
მე-2 ადგილი: თევზის თავი
თევზი-ზებრა წელს პოპულარული იყო, მეორე ადგილზე მისი 20-ჯერ გადიდებული თავი გავიდა. თევზი სულ 5 დღის იყო. ავტორია ჰიდეო ოცუნა სოლთ ლეიკ სიტის უნივერსიტეტიდან, აშშ

Image.geotorrents.com
1-ლი ადგილი: კოღოს გული
მალარია მწვავე დაავადებაა, რომელიც ყოველ 30 წამში ვიღაცას კლავს. მკვლევარმა ჯონას კინგმა ნეშვილის უნივერსიტეტიდან (ტენესის შტატი, აშშ) გადაწყვიტა ამ ფორმით გამოეთქვა საჩივარი და საზოგადოებას ასჯერ გადიდებული კოღოს გული წარმოუდგინა. გამარჯვებულის თქმით, მალარია ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close