გასართობისასარგებლოსურათები

ფიცროი – მთამსვლელების ოცნება

Image.geotorrents.com

მთა ფიცროი, ასევე ცნობილი როგორც კერო ჩალტენი ან კერო ფიცროი, მდებარეობს სამხრეთ პატაგონიაში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე. ის შესულია მსოფლიოს ყველაზე ძნელად დალაშქვრადი მთების სიაში.

ადგილობრივების ენაზე ჩალტენი ნიშნავს “მწეველ მთას”, კერო კი ესპანურიდან ითაგმნება როგორც “მთა”. 1877 წლის 2 მარტს ის პირველად აღწერა მკვლევარმა ფრანცისკო მორენომ . სახელი “ფიცროი” უწოდა კაპიტან რობერტ ფიცროის პატივსაცემად. პირველად მთის მწერვალს მიაღწიეს ლიონელ ტერიმ და გვიდო მაგნონმა 1952 წლის 2 თებერვალს.

მთაზე აცოცება მისი შემადგენლობის გამო საკმაოდ ძნელია. ამინდიც ცვალებადი და უმეტესად პირქუშია. იმ დროს, როცა ევერესტზე თვეში შეიძლება რამდენიმე მთამსვლელი ავიდეს, ფიცროის დალაშქვრა წელიწადში ერთხელ ძლივს ხერხდება. თუმცა არსებობს უფრო ნაკლებად დაქანებული ბილიკი, რომელსაც ტურისტები მიუყვებიან და გარკვეულ სიმაღლეზე ადიან ხოლმე. ტური, რომელიც ამ მთისა და მიდამოს ღირსშესანიშნაობებს სრულად დაგანახებთ, 3000-დან 6000 დოლარამდე ღირს.

მთის სიმაღლე 3405 მეტრია. მწერვალი თითქმის სულ ღრუბლებშია გახვეული, რაც მას ვულკანის შეხედულებას აძლევს – ჩალტენიც ამიტომ უწოდეს.

ადგილობრივი ხალხის, ტეხუელჩეების მითოლოგიის მიხედვით, ახალგაზრდა ელალმა (მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი) მამა გააბრაზა და მისი რისხვისგან რომ თავი აერიდებინა, გედზე შეჯდა და გაფრინდა. 4 დღის შემდეგ მას გზაში შემოხვდნენ და თავს დაესხნენ შაი და კოკესნე, ანუ თოვლისა და სიცივის სულები, რომლებიც ელალმა ცეცხლით დაამარცხა. ამის შემდეგ მოადგა ფიცროის, სადაც ტეხუელჩეებმა თბილად მიიღეს და ელალიც მათთან დარჩა, სანამ ზრდასრული არ გახდა.

ამ ლეგენდის გამო ადგილობრივებისთვის ფიცროის მთა განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ისინი მას თავიანთ სიმბოლოდაც მიიჩნევენ.

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close