არქივი
ყავის მილკშეიკი იგივე ყავა–რძის კოქტეილის მომზადება
ყავის მილკშეიკი იგივე ყავა–რძის კოქტეილი. ამ კოქტეილის მომზადება ძალიან ადვილია, ამიტომ მის დამზადებას სახლის პირობებში იოლად შეძლებთ.
მასალა ( 2 პორცია)
● გაციებული შავი ძლიერი ყავა( ესპრესო ან ყავის მადუღარაში მოხარშული ყავა გათვლილი 70 გრ ყავა 1 ლიტრ წყალზე)–200 მლ
● 2 კვერცხი ( კარგად ათქვეფილი)
● ცივი რძე –450 მლ
● ნაღები–100 მლ
● შაქარი –1 სუფრის კოვზი
● მარილი– გემოვნებით
● ვანილის ან ნუშის ესენცია–რამდენიმე წვეთი
აღნიშნული ინგრედიენტები shaker–ში ერთად გაურიეთ და კოქტეილიც მზადაა! კოქტეილს შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის პეჩენია.