არქივი

ტოკიოს ეროვნული მუზეუმი

Image and video hosting by TinyPic
ტოკიოს ეროვნული მუზეუმი (ტოკიო კოკურიცუ ჰაკუბუცუკან) — დაფუძნდა 1872 წელს და იაპონიის უძველესი და უდიდესი მუზეუმია. მუზეუმი აგროვებს და ინახავს იაპონიისა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებისა და არქეოლოგიური ობიექტების ვრცელ კოლექციას.
მუზეუმს 110.000-ზე მეტი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის ობიექტი აქვს, მათ შორის 87 იაპონიის ეროვნული საგანძურის ნივთი და 610 განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის საგანი (2005 წლის ივლისის მდგომარეობით). მუზეუმი ამავე დროს ეწევა მის კოლექციასთან დაკავშირებულ კვლევასა და აწყობს საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
მუზეუმი მდებარეობს უენოს პარკში, ტაიტო-კუ, ტოკიო. ის მოიცავს იაპონურ გალერეას (本館 ჰონკან), აზიურ გალერეას (東洋館 ტოიოკან), ჰიოკეიკანს (表慶館), ჰეისეიკანს (平成館), ჰორიუძის საგანძურის გალერეას (法隆寺宝物館 ჰორიუძი ჰომოცუკან), კვლევისა და საინფორმაციო ცენტრსა (資料館 შირიოკან) და სხვა დაწესებულებებს. მუზეუმის გარე ბაღებში სეზონური გამოფენები ეწყობა.

მუზეუმის კოლექციების ძირითადი ფოკუსი უძველესი იაპონური და აზიური ხელოვნებაა აბრეშუმის გზის გასწვრივ. აქვე არსებობს გრეკო-ბუდისტური ხელოვნების ვრცელი კოლექციაც. ინფორმაცია მუზეუმის კოლექციაზე მოცემულია იაპონურ, კორეულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.
Image and video hosting by TinyPic

Image and video hosting by TinyPic

Image and video hosting by TinyPic

Image and video hosting by TinyPic
Image and video hosting by TinyPic
Image and video hosting by TinyPic

Image and video hosting by TinyPic

მსგავსი ამბები

Back to top button