გასართობისასარგებლოსურათები

რორშახის ტესტი

Image.geotorrents.com

რორშახის ტესტი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის დროსაც პაციენტს ანახებენ მელნის ლაქებით შედგენილ ფიგურებს და იმის მიხედვით, როგორ აღიქვამს, ადგენენ მისი ფსიქოტიპის შტრიხებს. რორშახის ტესტს ბევრი ფსიქოლოგი იყენებს პაციენტის ხასიათისა და ემოციური ფუნქციონირების გამოსაკვლევად. ტესტს სახელი ეწოდა მისი შემქმნელის, შვედი ფსიქოლოგის ჰერმან რორშახის პატივსაცემად.

აშშ-ში ის აღიარებულია რიგით მერვე ყველაზე ეფექტურ ფსიქოლოგიურ ტესტად გონებრივი მაჩვენებლების დაქვეითების დროს მკურნალობისას. მსოფლიოში გავრცელებით მეორეა. ფსიქიატრებში სამკურნალოდ შემთხვევების მინიმუმ 25%-ში, ფსიქოლოგებში კი 80%-ში ვარგისია და აქედან გამომდინარე, ფართოდ გამოყენებადი.

როგორც წესი, ტრადიციული რორშახის ტესტი მოიცავს 10 ნიმუშს. თითოეული მათგანი წარმოადგენს ბარათს ზომით 18×24 სმ. 5 მათგანი დახატულია შავი მელნით, ორი – შავით და წითლით, სამიც ფერადია თეთრ ფონზე. პაციენტს სათითაოდ ანახებენ ბარათებს და ეკითხებიან, რასთან ამსგავსებენ ამ ფიგურებს ან რის ასოციაციას უქმნით. ბარათს პაციენტი იღებს და შეუძლია, რაც უნდა ის უქნას – დაატრიალოს, გადმოაბრუნოს, შეეხოს, დაყნოსოს და ა.შ. მათი პასუხები იწერება ყველა წვრილმანის ჩათვლით და ამის საფუძველზე ბევრი საინტერესო დეტალი ირკვევა ხოლმე.

თუკი ბარათს ამოატრიალებთ ან ამოაბრუნებთ და ისე დაუწყებთ ცქერას, როგორც წესი, ითვლება, რომ ვერ გაიგეთ, სწორად როგორ უნდა დაგეჭირათ. თქვენს მიერ დასახელებულ პასუხებში საგნები ან არსებები არ უნდა ასოცირდებოდეს სექსთან, ასევე უნდა იყოს პოზიტიური ხასიათის. ნეგატიურ პასუხებზე ქულა გაკლდებათ. მაგალითად, უმჯობესია ბარათზე გამოსახული ფიგურა აღიქვათ, როგორც ორი მოთამაშე კურდღელი, ვიდრე ორი მოჩხუბარი ვამპირი. ისეთი პასუხები, როგორიცაა პეპელა, ხელები, ფოთლები, მთები და ა.შ. მიჩნეულია “უსაფრთხო” პასუხად. შეიძლება მინუსი დაგეწეროთ, თუ დიდხანს ვერ გაეცით პასუხი. თუმცა ხშირად იგივე შედეგი იქნება, თუ ზედმეტად სწრაფად უპასუხებთ და ბარათს კარგად არ შეისწავლით.

2003 წელს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც რორშახის კვლევის მეთოდიკა ოფიციალურად დაინერგა.

ახლა კი ვნახოთ, თქვენ რას აღმოაჩენთ. ქვემოთ არის ათივე ნახატი, დაუკვირდით კარგად და ეცადეთ რაიმე დაინახოთ (პასუხები კომენტარებში დაწერეთ):

ბარათი #1
Image.geotorrents.com

ბარათი #2
Image.geotorrents.com

ბარათი #3
Image.geotorrents.com

ბარათი #4
Image.geotorrents.com

ბარათი #5
Image.geotorrents.com

ბარათი #6
Image.geotorrents.com

ბარათი #7
Image.geotorrents.com

ბარათი #8
Image.geotorrents.com

ბარათი #9
Image.geotorrents.com

ბარათი #10
Image.geotorrents.com

წარმოგიდგენთ გავრცელებულ პასუხებს ტესტებზე:

1. ღამურა, პეპელა, ჩრჩილი, ქალის მკერდი
2. ორი ადამიანი, ოთხფეხა ცხოველი (ძაღლი, სპილო, დათვი), სექსუალური ორგანო
3. ორი ადამიანი სახით ერთმანეთთან, ერთი ადამიანი, კაცის სასქესო ორგანო, ქალის მკერდი
4. დამალული ცხოველი, კანი, ტყავის ნოხი, სასქესო ორგანო
5. ღამურა, პეპელა, ჩრჩილი, კაცის სასქესო ორგანო
6. დამალული ცხოველი, კანი, ნოხი, კაცის სასქესო ორგანო
7. ადამიანთა სახეები ან თავები, ქალის სასქესო ორგანო
8. ოთხფეხა ცხოველი, ქალის სასქესო ორგანო
9. ადამიანი, ქალის სასქესო ორგანო
10. კიბორჩხალა, ასთაკვი, ობობა, კურდღელის თავი, ჭიაყელა, მუხლუხი, გველი, კაცის სასქესო ორგანო

თუკი თქვენს პასუხს მკვეთრად არ დაემთხვა, ნუ გაგიკვირდებათ, ადამიანები მრავალფეროვნები არიან : )

ალბათ გაინტერესებთ, აქვს თუ არა ზუსტი პასუხები რორშახის ტესტს.

– ვერავინ იტყვის, რეალურად რა არის ასახული რორშახის ტესტებში. ის, რომ პაციენტთა უმეტესობა მსგავს პასუხს იძლევა, არ ნიშნავს, რომ პასუხი ესაა. ეგ უფრო ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული.
პროფესორი კურტ ბერთოლი

საინტერესო ფაქტი: “DC Comics”-ის სუპერგმირს “Watchmen”-ში ამ ტესტის მიხედვით დაერქვა
სახელი რორშახი, რადგან მის ნიღაბზე რორშახის ფიგურები იხატება.

Image.geotorrents.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close