ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

Google 12 წლისაა

Image.geotorrents.com

ვინც უკანასკნელი 1 საათის განმავლობაში შევიდა გუგლში, ალბათ შენიშნა ლოგო, რომელიც ჩვენი უსაყვარლესი საძიებო სისტემის დაბადების დღეს აღნიშნავს

მართალია, ვიკიპედიაში მითითებულია რომ გუგლის დაარსების დღეა 1998 წლის 4 სექტემბერი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია (მგონი 2005-დან) ეს დღე 27 სექტემბერს აღინიშნება.

აქვე რამდენიმე ფაქტი იუბილარზე:

* გუგლი ნიშნავს რიცხვს, რომელსაც 100 ნული მოჰყვება ერთიანის შემდეგ. სინამდვილეში იწერება როგორც Googol, მაგრამ დამფუძნებლებმა წერისას შეცდომა დაუშვეს და დაერქვა “Google”
* გუგლი რომ შეიქმნა, მისი მშობლები საკმაოდ ახალგაზრდები იყვნენ – ლარი ფეიჯი 24 წლის, სერგეი ბრინი 23-ის.
* გუგლი საძიებო მოთხოვნებს იღებს ყოველდღე ყველა კონტინენტიდან, მათ შორის ანტარქტიდიდან
* გუგლი დღეში დაახლოებით მილიარდ ძებნას ახორციელებს
* ფუნქციას “I’m feeling lucky” თითქმის არავინ იყენებს, თუმცა მაინც მისი მოშლის კატეგორიული წინააღმდეგები არიან
* გუგლს გაცილებით მეტი მთარგმნელი ჰყავს თანამშრომლებში, ვიდრე ნებისმიერ სხვა კორპორაციას.
* გუგლის საიტი 88 სხვადასხვა ენაზე არსებობს, მათ შორის ლათინურზე, ურდუზე და კლინგონზე (კოსმოსის ენა)
* მხოლოდ 1 წუთით რომ შეხვიდე სათითაოდ იმ საიტებზე, რომლებსაც გუგლის ძრავა მოიცავს, მთლიანობაში 5 707 წელი დაგჭირდება
* გუგლი ძებნის განხორციელებას საშუალოდ ნახევარ წამს ანდომებს
* საძიებო სისტემების მომხმარებლების თითქმის 3/4 გუგლს მიმართავს

და ბოლოს, ადამიანები, რომელთა გარეშე გუგლი არ იარსებებდა :yes:

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს დახმარებია გუგლი პოსტების მომზადებისას :(

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close