არქივი

ყავის დედაქალაქები

2c505a7ab147

რა უნდა იყოს იმაზე რომანტიკული,იმოგაზურო პარიზში და დალიო ყავა კაფეში,საიდანაც პირდაპირ ეიფელის კოშკის ხედი იშლება?არანაკლებ მიმზიდველად მეჩვენება მილანში ”მაკიატოს” მირთმევა და მადრიდში”ესპრესოს”სურნელის შეჰრძნება. საიტ HOTEL.COM-ის დახმრებით ევროპის ყავის სურნელით ყველაზე მეტად გაჟგენთილი დედაქალაქების ტოპტურს გთავაზობთ. 

  • პარიზი

ec4966808ebd
პარიზელები ძალიან ტკბილ ყავას ანიჭებენ უპირატესობას.მათ ყავის სმის ცერემონიასთან დაკავშირებით,ერთი საინტერესო  ტრადიცია აქვთ-ისინი ყავით სავსე ფინჯანში შაქრის ნატეხებს ყრიან და ხუმრობით ამ პროცესს ”იხვის ყვინთვას”უწოდებენ.ამ ყველაფერს მეგობრული კონკურსის ელფერი აქვს და გამარჯვებულია ის,ვისი შაქრის ნატეხიც ყველაზე ნარნარად დაეშვება ფინჯანის ფსკერზე.

  • მადრიდი

9316abbc0a91

ამ ქალაქში ყავა განსაკუთრებით პოპულარულია PLAZA DEL DOS SE MAYO-სა და PLAZA DE SANTA ANA-ს მოედნებზე.მადრიდში ყავა უშუალოდ უკავშირდება კულტურას-ქალაქის ცენტრში განთავსებულია cafe Comercial-ი,რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატ,კამილო ხოსე სელას წიგნში Beehive-შია მოხსენიებული.Paseo de recoletos-ის ბულვარში მდგარი Cafe Gijon-ი კი საუკუნეზე მეტია ბოჰემური ცხოვრების მოყვარულთა შეკრების მთავარი ადგილია

  • მილანი

3704059832 ef20919ec8

ამ ქალაქის კაფეებში ყოველდღიურად ყავის მომზადების ახალ რეცეპტებსა და ნაზავებს იგონებენ.იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყავის სახლი მილანის ცენტრში მდებარეობს და Pasticceria Cova ეწოდება.

  • ლისაბონი

3024092927 81cbefdf8b

Chiado-ს რაიონში განთავსებულია ძალიან ცნობილი კაფე A Brasileira.ეს შენობა ლისაბონელთათვის ახლობელი და მნიშვნელოვანი რომაა,ამაზე კაფეშიეროვნული პოეტის-ფერნანდო პესოას ძეგლიც მოწმობს.ყავის მოყვარულთა კიდევ ერთი საყვარელი ადგილია მდინარე Martinho de Arcada.ასევე აგსანიშნავია Nicola Cafe-ც,სადაც სიაომვნებით ისვენებენ.

  • ვენა

4072302 Landtmann Vienna

ავსტრიელთა უმრავლესობისთვის დილა Landtmann-ში შევლით იწყება,სადაც თავის დროზე ყავას ზიგმუნდ ფროიდი და მარლენ დიტრიხიც მიირთმევდნენ.ყავის სმის გარდა,აქ უამრავ ახალ ჭორსა თუ ნამდვილ ამბავს შეიტყობთ და უგემრიელესი ტკბილეულის ასორტსაც დააგემოვნებთ.ეს ყველაფერი არაა.ამ კაფეში ყავის სმის განსაკუთრებული ცერემონიაა.თქვენ ვერცხლისფერი სინით მოგართმევენ ყავას,მინიატურულ კოვზს,შაქრის ნატეხებს…და ერთ ჭიქა მინერალურ წყალს.როგორც ავსტრიელები ირწმუნებიან,ყავა+წყალი საუკეთესო რეცეპტია სილამაზისა და ჯანმრთელობოსათვის.

p.s.თქვენი არ ვიცი,მაგრამ ყავა პირადად მე ძალიან მიყვარს…

მსგავსი ამბები

Back to top button