Top Gear – ყველასთვის ცნობილი გადაცემა
Top Gear- ი არის ცნობილი ბრიტანული გადაცემა მანქანებზე. გადაღებები დაიწყო 1977 წელს,მაგრამ ეს არ იყო ის “ტოპ გირი” , რომელსაც ეხლა ვუყურებთ. ფორმატის შეცვლის შემდეგ 2002 წელს,
გადაცემას დაემატნენ ახალი წამყვანები : რიჩარდ ჰამონდი (მარცხვნივ), ჯერემი კლარქსონი ( შუა) და ჯეიმს მეი (მარჯვნივ). ამასთან ერთად გადაცემას შეეცვალა კონცეფცია : დაამატეს ცნობილი ბრიტანული იუმორი და მაყურებელი დარბაზში.
ამ სამ ადამიანს ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან. სამივე დაიბადა 60-იან წლებში, ბრიტანეთში. მათ გაიცნეს ერთმანეთი სწორედ ამ გადაცემაზე, და 2002 წლიდან არიან განუყრელი მეგობრები. გადაცემის დროს შეიძლება ვნახოთ ცინიკური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ეს გადაცემის იმიჯია და ნამდვილი ბრიტანული იუმორი. გადაცემის გარეთ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.
Top Gear- ს უკავია საკმაოდ მაღალი პლანკა მსოფლიოში , მანქანების თაობაზე. მათ აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ. მე მინდა შემოგთავაზოთ “წლის მანქანების” კრებული “ტოპ გირი”-სგან.
2002 წელი – Range Rover
2003 წელი – Rolls Royce Phantom
2004 წელი – Volkswagen Golf GTI
2005 წელი – Bugatti Veyron
2006 წელი – Lamborghini Gallardo
2008 წელი – Caterham 7 Superlight R500
2009 წელი – Lamborghini Gallardo LP550-2 Valentino Balboni
2010 წელი – Citroen DS3
2011 წელი – Range Rover Evoque
1900 – იანი წლების საკეთესო მანქანა – Land Rover Freelander
2000 – იანი წლების საუკეთესო მანქანა – Bugatti Veyron
20012 – იანი წლების საუკეთესო მანქანა – რანჯე როვერ
გადაცემა Top Gear – ს აქვს ბევრი ანალოგი მსოლიოში, მაგრამ არცერთი არაა ისეთი წარმატებული , როგორც ბრიტანული. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. მაგრამ ჩემი აზრით ბრიტანულ ვარიანტს აქვს თავისი კონცეფცია, ძალიან მაგარი წამყვანები და რათქმაუნდა ბრიტანული იუმორიც ტოვებს თავის კვალს..
წყარო: http://hand.ge