გართობაკულტურაუცნაური

რელიგიური სექს–სკანდალი, მუსლიმანი Playboy-სთვის გაშიშვლდა

7c12d4404f6e

თურქული წარმომავლობის ცნობილი მსახიობი მსოფლიოში პირველი მუსლიმანი გახდა, რომელმაც ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგა.

e1574fb29498

გერმანიაში მცხოვრები სილია საპინი ტრადიციულ მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. სწორედ ამიტომაც გააოგნა მისმა საქციელმა არა მხოლოდ მუსლიმანური საზოგადოებრიობა, არამედ მისი ოჯახიც. უფრო მეტიც გერმანიაში ნამდვილი სექსსკანდალი გამოიწვია შიშველი მუსლიმანი მოდელის ფოტოების პრესაში დაბეჭდვამ. 25 წლის საჰინმა პოპულარობა გერმანულ ტელესერიალში ,, კარგი დროება, ცუდი დროება’’ მონაწილეობით მოიპოვა. თავად მოდელის თქმით, სრულიად შიშვლად გადაღება მამაკაცების ცნობილი გამოცემისთვის სავსებით შეგნებულად გაბედა, რათა საბოლოოდ გათავისუფლებულიყო იმ ყველაფრისგან, რითაც ბავშვობიდან ზღუდავდნენ. მსახიობი არ მიიჩნევს თავის ეროტიკულ ფოტოსესიას შეცდომად და ამაყად უწოდებს საკუთარ თავს პირველ თურქს გერმანიაში, რომელსაც ასეთი გაბედული ნაბიჯი გადადგა. გარდა ამისა, სილა საჰინი სხვა მუსლიმან გოგონებსაც მოუწოდებს, მიჰბაძონ მის მაგალითს. ( რა მისაბაძი მაგალითი გაკეთა ეხლა რო მიჰბაძონ ? )

 

b1151db68710

ერთ–ერთი, ვინც მხარში ამოუდგა გოგონას, მისი ბოიფრენდია, მსახიობი იორნ შლენვოიტი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სილას გულახდილი ფოტოები სრული მოულოდნელობა იყო, მაინც იცავს თავის შეყვარებულს. იორნი ამტკიცებს, რომ საჰინს მშვენიერი სხეული აქვს, რომლის დამალვაც დანაშაულია.

რაც შეეხება მშობლებს, მსახიობის მამა ძალიან დანაღვლიანდა, ძირითადად იმ გაკიცხვის გამო, რაც თურქული და სხვა მუსლიმანური თემებისგან ელოდება. დედამისს კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა და დღემდე არ ელაპარაკება თავის ,,ქალიშვილს“ .

წყარო:www.mirror.co.uk

 

მსგავსი ამბები

Back to top button