არქივი

8 ფაქტი “კინდერ სიურპრიზზე”

kinder
კინდერ სიურპრიზი არის კვერცხის ფორმის საკონდიტრო ნაწარმი, რომლის შიგნით მოთავსებულია პატარა სათამაშო (ბავშვების გასახალისებლად). სათამაშოებს ქმნიან კომპანიის და მოწვეული დიზაინერები და თავის არსებობის მანძილზე ცნობილი კომპანიები მთელი მსოფლიოდან.

“სიურპრიზები” შოკოლადის კვერცხებიდან 1972 წლიდან ახარებენ პატარებს. კვერცხში სათამაშოს ჩადების იდეის ავტორი იყო ცნობილი დიზაინერი გენრი როტი.

ზოგიერთი ქვეყნისთვის, სადაც ცხელი კლიმატია, ფერერო უფრო “ცხელგამძლე” კვერხებს უშვებს, სახელად “Kinder Joy”.

რადგანაც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ბავშვებში ინტერნეტის ინტერესი, კომპანიამ შექმნა “ინტერნეტ-სიურპრიზი”. აქ სათამაშოს მაგივრად იყო «Magicode», რომელიც საშუალებით ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეთამაშათ სხვადასხვა თამაშები www.magic-kinder.com-ზე. მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ რამდენიმე წელი. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია საიტზე შესვლა და სასურველი თამაშის ჩართვა “ჯადოსნური” კოდის გარეშე.

kinder
2007 წლის თებერვალში კინდერის 90000 სხვადასხვა სათამაშო 30000 ევროდ იყო გაყიდული eBay-ს აუქციონზე.

იტალიასა და ესპანეთში შოკოლადის კვერცხებს «Kinder Sorpresa» უწოდებენ, გერმანიაში «Kinder Uberraschung», პორტუგალიასა და ბრაზილიაში «Kinder Surpresa», შვეციასა და ნორვეგიაში «Kinderoverraskelse», აშშ-ში «Kinder Surprise».

kinder
«Kinder Surprise»-ს გარდა ფერერო უშვებს სხვადასხვა კამფეტებს, “ბატონჩიკებს”, შოკოლადის პასტებს: Ferrero, Raffaello, Fiesta, Nutella, Duplo, ტიკ-ტაკი და მრავალი სხვა.

კინდერი აშშ-ში არ იყიდება, რადგან ფედერალური კანონის თანახმად აკრძალულია საკვებ პროდუქტებში
ისეთი რაღაცის ჩადება, რაც არ იჭმება.

არსებობის 30 წლის მანძილზე გაიყიდა 30 მილიარდი კინდერ სიურპრიზი.

datometal

i am david kpanadze

მსგავსი ამბები

Back to top button